გოგრის თესლების ძვირფასი შემადგენლობა
ეს მარცვლები C, Е, A და K ვიტამინების გულუხვი წყაროა. ამასთან, Е ვიტამინი, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ნებისმიერ ფორმაში წმენდს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.
გოგრის თესლები გაჯერებულია 32-52% გოგრის ზეთით, რომელიც დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს, ეს ელემენტი კი აუცილებელია კანის, თმისა და თმების ჯანმრთელობისთვის, ასევე, იმუნიტეტის შესანარჩუნებლად შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში. თუთიის შემცველობით ეს შესანიშნავი მარცვლები მხოლოდ ხამანწკებს ჩამორჩება.
თუთია, ასევე, ეფექტიურად მოქმედებს ორივე სქესის სასქესო სისტემებზე. არეგულირებს სასქესო ჰორმონების გამოყოფას, ახდენს პროსტატისა და საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკას. ფოსფორისა და თუთიის კომბინაცია ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობასა და კვერცხუჯრედის ხარისხს.
ფოსფორის შემადგენლობით გოგრის თესლები ნამდვილი რეკორდსმენია, რადგან 100 გ პროდუქტში დღიური ნორმის 153%-ია. ამავე რაოდენობის გოგრის თესლები შეიცავს მაგნიუმის 148 და მარგანეცის 100%-ს. მათ გარდა ხომ მარცვლები კიდევ კალიუმს, სპილენძს, სელენს, რკინასა და უამრავ სხვა მიკროელემენტს შეიცავს.
გოგრის თესლები გამოიყენება მამაკაცებში პროსტატიტის, ხოლო ორივე სქესის წარმომადგენელთათვის - დაბალი იმუნიტეტის, ოსტეოპოროზის, ჰიპერტონიის, დეპრესიის, დიაბეტის, საჭმლის მონელების პრობლემების, შარდკენჭოვანი დაავადებების, ნევროზისა და სტრესის, დამწვრობების სამკურნალოდ, ასევე, ფეხმძიმობის დროს ტოქსიკოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
უკუჩვენებები
თაფლიანი ბურთულების რეცეპტი პროსტატის სამკურნალოდ
ინგრედიენტები
- მოაშორეთ მარცვლებს ნაჭუჭი და ოდნავ გამოაშრეთ.
- გაატარეთ მარცვლები ხორცის საკეპ მანქანაში.
- ერთ თასში შეურიეთ დაკეპილი მარცვლები და თაფლი. კარგად მოურიეთ და შედგით თასი მაცივარში რამდენიმე საათით.
- როცა მასა გასქელდება, გამოძერწეთ მისგან მოზრდილი ბურთულები, რომელთა მთლიანად შეჭმა მოსახერხებელი იქნება.
- ბურთულები მზადაა, გემრიელად მიირთვით!