თუმცა, ყველაზე მეტად ადამიანს გოგრის თესლი შეუყვარდა, რომელსაც თავიდანვე აშრობდნენ მზეზე, შემდეგ არჩევდნენ. მიირთმევთ ერთ მუჭა მარცვალს და დანაყრდებით. თუმცა, ნოყიერების გარდა, ამ საკვებს უდიდესი სარგებელიც მოაქვს თქვენთვის, მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ.
რითია სასარგებლო გოგრის თესლი
გოგრის თესლი ომეგა3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ვიტამინ E-ს წყაროა, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, თმების, ფრჩხილებისა და კანისთვის, რაც ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამასთან, გოგრის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ჰგავს ქალის ჰორმონებს. ამიტომ, პროდუქტის მირთმევა ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ქალს მყარ ჯანმრთელობას ჰპირდება. ასევე, დადგინდა, რომ გოგრის მარცვლების მოხმარება ამცირებს მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს.
სასარგებლოა გოგრის თესლი მოზარდებისთვისაც, ვინაიდან ეს პროდუქტი გვეხმარება აკნესა და მუწუკების მკურნალობაში. ეს თუთიას დამსახურებაა, რადგან სწორედ ამ მიკროელემენტის დეფიციტი იწვევს კანის პრობლემებს. პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 1 ს.კ. პროდუქტის მიღება.
მარცვლეულის მოხმარება ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. ამიტომ, თუ ტრანსპორტში გული გერევათ, წინ კი გრძელი გზა გელით, თან იქონიეთ ეს შესანიშნავი მზესუმზირა. მიირთვით გზად და მგზავრობა უფრო კომფორტული გახდება. გარდა ამისა, გოგრის თესლი გულისრევას ფეხმძიმობის დროსაც ამშვიდებს.
ამინომჟავა კუკურბიტინის შემცველობის წყალობით, გოგრის თესლი ებრძვის გელმინტებს, თუმცა არა ისე ეფექტურად, როგორც აფთიაქის პრეპარატები. ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენება პარაზიტების გაჩენის პროფილაქტიკისთვისაც შეგიძლიათ.
იმისათვის, რომ ჩვენი ტვინი კარგად ფუნქციონირებდეს, მას კარგი კვება სჭირდება. 70 გ გოგრის თესლი შეიცავს ფოსფორის დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია არამხოლოდ ტვინის, არამედ ძვლებისთვისაც. ამიტომ, პროდუქტი აძლიერებს ძვლებს, სახსრებსა და ხერხემალს. თევზში, მაგალითად, ფოსფორის შემცველობა 2.5ჯერ ნაკლებია.
მამაკაცებისთვის გოგრის თესლის სარგებელში მოიაზრება პროსტატის ჯირკვლის ფუნქციონირებაზე დადებითი გავლენა. დიდი რაოდენობით თუთია ხელს უშლის პროსტატიტსა და უნაყოფობას. გარდა ამისა, გოგრის თესლი პირველი პროდუქტია, რომელიც აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. ამასთან, რეგულარული გამოყენებით შეამცირებთ და აღმოფხვრით კიდევაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებას.
ამასთან, გოგრის მარცვლების ჭამა, უბრალოდ, სასიამოვნოა. საქმე ისაა, რომ პროდუქტი შეიცავს ტრიფტოფანს - ძვირფას ამინომჟავას, რომლის გამოც ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს სეროტონინს - ბედნიერების ჰორმონს. გასაკვირი არაა, რომ მუდმივად მომუშავე აზიელები საღამოობით მთელ თას გოგრის მარცვლებს მიირთმევენ დეპრესიის თავიდან ასაცილებლად. აი, ასეთია სასარგებლო "ანტიდეპრესანტი".
ახლა სწორედ რომ დროა გოგრის თესლის საჭმელად. პირველ რიგში, მოსავალი უკვე აღებულია და შეგიძლიათ მიირთვათ ახალი, სასარგებლო პროდუქტი. მეორეც, თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ცინკს, რომელიც ორგანიზმს საშემოდგომო ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
გახსოვდეთ, რომ გოგრის თესლი ძალიან მგრძნობიარეა თერმული დამუნშავების მიმართ, ამიტომ რაც უფრო ნაკლებად დაამუშავებთ, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებთ. რეკომენდებულია თესლის ოდნავ გამოშრობა და შემდეგ კანის გაცლა ისე, რომ არ დააზიანოთ მწვანე ფენა. პროდუქტი შუშის ან კერამიკულ, დახურულ ჭურჭელში, გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ.