» » » გოგრის თესლისგან დამზადებული ანტიჰელმინთური (ჭიების საწინააღმდეგო) საშუალებები

გოგრის თესლისგან დამზადებული ანტიჰელმინთური (ჭიების საწინააღმდეგო) საშუალებები

გოგრის თესლი შესულია იმ წამალთა ნუსხაში, რომელსაც ლენტისებური ჭიების მტარებლობის პროფილაქტიკაში იყენებენ. მცენარეთა შორის ანალოგიური ეფქტი აქვს მთის ჩადუნას.
გვერდითი ეფექტის არარსებობის და მკურნალობის ეფექტურობის გამო, გოგრის თესლები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახეობის ლენტისებრი ჭიებით ინვაზიის მკურნალობაში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, მოხუცებში და ორსულებშიც კი.
გოგრისგან სამკურნალო ნედლეული ორი წესით მზადდება: პირველ შემთხვევაში გოგრის თესლებს ასუფთავებენ რბილობისგან და კანისგან (ისე, რომ შენარჩუნდეს მწვანე გარსი), შემდეგ დანაყავენ სანაყში, სხვა ინგრედიენტების დამატებით, ფაფისებური მასის წარმოქმნამდე.
მეორე წესით - იყენებენ მთლიანად თესლებს (გაუწმენდავი) და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ნედეულიდან ამზადებენ ნახარშს.
ჭიებით ინვაზიის დროს, გოგრის თესლების გამოყენების წინ, აუცილებელია 2 დღით ადრე დილაობით ოყნის გაკეთება, მეორე საღამოს - სუსტი მარილოვანი საფაღარათოს მიღება.

რეცეპტები:

ინგრედიენტები:
  • 300 გრ გოგრის გაწმენდილი თესლი
  • 50-60 გრ წყალი
  • 50-100 გრ თაფლი

მომზადების წესი:
ნედლეული გულდასმით გავსრისოთ სანაყში. დაუმატოთ წყალი და თაფლი.
გამოყენება: მივიღოთ ჭამამდე მცირე ულუფებით 1 სთ-ის განმავლობაში. ნარევის მიღების დროს რეკომენდებულია წოლა. წამლის მიღებიდან 3 საათის შემდეგ მივიღოთ მსუბუქი საფაღარათო საშუალება, ხოლო 30 წთ-ის შემდეგ გავიკეთოთ ოყნა. შემდგომი კვება სასურველია ნაწლავთა მოქმედების შემდეგ.
საწამლო საშუალების დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე. დღიური ნორმა მოზრდილთათვის შეადგენს - 300 გრ-ს. 15-18 წლისათვის - 250-200 გრ. 10-12 წლის ბავშვებისათვის - 150 გრ, 5-7 წლისათვის - 100 გრ, 3-4 წლ. - 75 გრ. დადებითი რეზულტატის მისაღწევად წამალი უნდა მივიღოთ 2-3 დღის განმავლობაში.

გოგრის თესლის (გაუსუფთავებელი) ნახარში

მოზრდილებისთვის - 500 გრ თესლი 1 ლ წყალზე.
10-18 წლისათვის - 300 გრ 600 მლ წყალზე.
5-10 წლ. - 200 გრ 400 მლ წყალზე.
5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 100 გრ 200 მლ წყალზე.

მომზადების წესი:
ნედლეული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 2 სთ-ით. ნახარში გავწუროთ ნაჭერში. ნახარშის ზემოთ წარმოქმნილი ცხიმოვანი აპკი მოვაშოროთ.

გამოყენების წესი:
საღამოს, ნახარშის მიღების წინ, ოყნით გავიწმინდოთ ნაწლავები. დილით უზმოზე დავლიოთ მცირე ულუფებით 20-30 წთ-ის განმავლობაში. ნახარშის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ მივიღოთ საფაღარათო საშუალება. ბავშვებისათვის შეიძლება ოდნავ დავატკბოთ.
ხალხურ მედიცინაში გოგრის თესლების ნახარშს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ჰუპერტროფიისას. პროსტატიტის დროს კარგ ეფექტს გვაძლევს ყოველდღე გოგრის კანგაფცქვნილი 2-3 თესლის მიღება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.