» » » კვების რეჟიმი ქალბატონებისთვის: პროდუქტი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

კვების რეჟიმი ქალბატონებისთვის: პროდუქტი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

შარდგამომყოფი სისტემის სხვადასხვა ინფექციის საუკეთესო პროფილაქგიკა - დაბალანსებული კვებაა.
აღმოჩნდა, რომ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, საშვილოსნოს მიკროფლორის მდგომარეობაზეც მოქმედებს. თიუ ქალის ორგანიზმში გარკვეული სასარგებლო ნივთიერებები არასაკმარისი ოდენობით ხვდება, კანდიდოზური სტომატიტის გაჩენის რისკი 3-ჯერ იზრდება.

ნატურალური პრობიოტიკები და ვიტამინები: აი, რა არის საჭირო ჯანმრთელი და ბედნიერი ქალის ორგანიზმისთვის. დროა, საკუთარ მენიუს გადახედოთ.

სწორი კვება ქალისთვის
  1. მაწონი/იოგურტი
    ბაქტერიები, რომლებსაც იოგურტი/მაწონი შეიცავს, გვეხმარება ორგანიზმში ჯანსაღი pH დონის დაბალანსებაში. ეს კარგი მეთოდია სხვადასხვა საფუარა ინფექციასთან ბრძოლისთვისაც. იგივე ეფექტი აქვს კომბოსტოს მწნილსაც.


  2. ავოკადო
    კალიუმი და ვიტამინი B6 - ეს ქალის გარე და შიდა სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. სწორი ცხიმები, რომლებსაც ავოოკადო შეიცავს, აძლიერებს ვაგინის კედლებს.


  3. ტოპინამბური და ბატატი
    А, С და В ვიტამინები, ცელულოზა, მარგანეცი, კალიუმი და რკინა - ამ ნივთიერებების წყალობით, საშვილოსნოსა და ვაგინის კედლები ძლიერდება. ნატურალური ფიტოესტროგენები, რომლებსაც მოცემული პროდუქტი შეიცავს, ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას.


  4. გოგრის თესლი
    გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც ხსნის ანთებასა და გაღიზიანებას. Е ვიტამინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს გოგრის თესლი, უნარჩუნებს კანს ჯანმრთელობას, ხოლო მენსტრუალურ ციკლს - რეგულარულობას.


  5. ნიორი
    ძლიერი ანტიმიკრობული და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება ნივრისა ხელს უშლის ნებისმიერ სასქესო ინფექციას. რა-რა, მაგრამ ნიორი ყოველდღე უნდა მიირთვათ.


  6. ისპანახი და ნებისმიერი ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული
    კომბოსტო, ისპანახი, სალათის ფოთლები - მიირთვით ხშირად. ვიტამინები და მიკროელემენტები ამ პროდუქტის შემცველობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.


  7. შავი შოკოლადი
    შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით აძლიერებს იმუნიტეტს. ეს ყველაფერი მის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო მინერალების დამსახურებაა.


  8. სოიო
    სოიოს პროდუქტი ბუნებრივი ფიტოესტროგენების წყაროა. იმისათვის, რომ ქალის ჯანმრთელობა მტკიცე იყოს და არ აწუხებდეს ჰორმონალური დარღვევები, სოიო უნდა მიიღოთ ერთხელ მაინც კვირაში.


  9. კოწახური, მარწყვი, ველური მარწყვი
    წითელი კენკრა ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი სისტემის სტიმულაციას და ეხმარება მავნე ბაქტერიებთან გამკლავებაში. მიირთვით ახალი კენკრა, დალიეთ კენკრის წვენები და სმუზი, არ გაუშვათ სეზონი ხელიდან.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.