თუ გახდომა, საკუთარი სხეულის შეცვლა გსურთ - მთლიანად უნდა შეიცვალოთ ჩვევები. როგორც გველი იშორებს თავის ძველ კანს განახლებისთვის, თქვენც ისევე უნდა მოიშოროთ ის, რასაც ასე მიეჩვიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ.
გამოგივათ, მთავარია დაიწყოთ! იმისათვის, რომ ჭარბი წონა ბოლოს და ბოლოს მოიშოროთ, უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა გახდომისადმი.
როგორ უნდა დაიწყოთ გახდომა
- ჩვენ დიდხანს გვასწავლიდნენ, რომ მთავარია კალორიების თვლა. თუ მიღებული კალორიების რაოდენობას შეამცირებთ, თუმცა გაზრდით მოხმარებული ენერგიის რაოდენობას, დაიწყება გახდომის პროცესი.
რეალურად, წონაში კლებისთვის ნორმაში უნდა მოიყვანოთ დღეში მოხმარებული ნახშირწყლების რაოდენობა. უნდა მიირთვათ მეტი ცილები და სასარგებლო ცხიმები, ხოლო ნახშირწყლები - ნაკლები.
ორაგული, სარდინები, კალმახი, თხილეული, ავოკადო, ხორცი, კვერცხი - ყველა ეს პროდუქტი აავსებს ორგანიზმს ომეგა3-6 ცხიმოვანი მჟავებით. ეს არეგულირებს ჰორმონ ინსულინის გამოყოფას და წყდება ცხიმების დაგროვების აქტიური პროცესი. - რატომაა ამდენად რთული ტკბილ საკვებზე უარის თქმა? იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, ჰორმონ ინსულინის დონე არაა მწყობრში. ადამიანი დისკომფორტს განიცდის სისხლში შაქრის მკვეთრი ცვლილებების გამო - თავბრუსხვევა, სისუსტე, რაღაც გემრიელის ჭამის სურვილი, რათა სასწრაფოდ მოიმატოს სისხლში შაქრის დონემ.
ტკბილეულის მოყვარულთათვის ერთადერთი გამოსავალი არსებობს: სწორი კვება, რომლის დროსაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით მიკროელემენტებს მიიღებს, რაც დაარეგულირებს ჰორმონალურ ფონს. ხშირად უნდა მიირთვათ ბროკოლი და სხვა მწვანე ბოსტნეული, მწვანილი. ისინი ქრომს შეიცავს, რომელიც ბუნებრივი საშუალებაა ტკბილეულის მოთხოვნილების შესასუსტებლად. - როგორ მოვასწროთ სწორად კვება, მაშინაც კი, როცა სამსახურში ჩარჩით, ან ძალები არ გყოფნით? ამისთვის რეჟიმი და სისტემა გჭირდებათ.
უმჯობესია, შეიძინოთ პროდუქტი 1 კვირის სამყოფად, ამასთან, გაითვალისწინოთ მენიუ დღეების მიხედვით. მოსახერხებელია გარნირისა და ხორცის მომზადება 1 დღით ადრე, კარგი იქნება, თუ საკვებს კონტეინერებში მოათავსებთ და გაუკეთებთ წარწერებს, რათა არ დაგავიწყდეთ, რომელი დღისთვისაა. ეს ეხება ხილსაც - მოათავსეთ ცალკეულ პაკეტებში, რაც დაგეხმარებათ მიღებული ხილის რაოდენობის კონტროლში. - დიეტის დასაწყისში სასარგებლოა მობილურის გამოყენება - მასში შეხსენების ფუნქციაცაა და სწორედ ის გიშველით.
უნდა მიირთვათ ყოველ 4 საათში: მაშინ ორგანიზმი ვერ იგრძნობს საკვები ნივთიერებების ნაკლებობას და თანდათან გადაეჩვევა ყველაფრის მომარაგებას. - ფიზიკურმა დატვირთვებმა რომ შედეგი მოიტანოს, აუცილებელი პირობა რეგულარულობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია, შეასრულოთ მცირე სავარჯიშოები, ოღონდ ყოველდღე, ვიდრე კვირაში ორჯერ და მომაკვდინებლად. დღეში 30 წუთი საკმარისია ფიგურის გასაუმჯობესებლად.
- ჩვენ ველოდებით დროის მოსვლას, დრო კი მხოლოდ გადით. ბევრია დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც იმყოფებით, ადამიანებზე, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვთ.
გასახდომად უნდა შეიზღუდოთ თავი და დროულად მოამზადოთ დიეტური კერძები წინასწარ, მაგალითად, გამოაცხოთ ხორცი, თევზი, ბოსტნეული. რაღაცის მისაღებად რაღაცაზე უარი უნდა თქვათ. ასე, გახდომისას ბევრი კარგავს მეგობრებს, რომლებიც არ იზიარებენ სწორი კვების ინტერესს, ან ვერ იგებენ, თუ რატომ არ სვამთ ყოველ პარასკევს ალკოჰოლს. - საკვებზე დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს! ყოველ ჯერზე, როცა თავს საკვებით აჯილდოვებთ ან ბევრს ჭამთ, ტვინი ამას გახსენებთ: გამომუშავდება ჰორმონი დოფამინი. შემდეგში, როცა ტკბილზე უარის თქმას გადაწყვეტთ, დოფამინი აღარ გამოიყოფა, რის გამოც ორგანიზმი დისკომფორტს გრძნობს.
- არსებობს ასეთი თეორია კიბორჩხლებით სავსე სათლზე. კიბორჩხლები სათითაოდ მარტივად ამოდიან სათლიდან, თუმცა როცა ისინი ერთად არიან, შემდეგი რამ ხდება: ერთი ზემოთ ძვრება, დანარჩენები კი უკან ქაჩავენ. როცა ადამიანი თავს ანებებს მოწევას, მეგობრები ამბობენ, რომ მაინც არ გამოგივათ ეს და გამოგიწოდებენ სიგარეტს - სწორედ ესაა კიბორჩხლებიანი სათლი.
- დარეგულირებული ცხოვრების წესის დახმარებით გახდომა ერთადერთი სწორი გზაა. დიეტა რამდენიმე თვეში არ მოგცემთ ისეთ შედეგებს, რომ მთელი წლის კვების გეგმა შეიმუშავოთ. უარის თქმა რაფინირებულ ტკბილეულზე, ორცხობილებზე, ფასტფუდსა და ალკოჰოლზე - არამხოლოდ გახდომას, არამედ გამოჯანმრთელებასაც ნიშნავს. ეს იდეალური მოტივაციაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.