» » » თუ თქვენ ასე მოიქცევით ჩამოყრით ზედმეტ წონას და კორექციას გაუკეთებთ სხეულს.

თუ თქვენ ასე მოიქცევით ჩამოყრით ზედმეტ წონას და კორექციას გაუკეთებთ სხეულს.

ზამთრის და გაზაფხულის ხანგრძლივ პერიოდში საუკეთესო ვარიანტია დაკავდეთ ფიტნესით ფიტნესით ან იაროთ ბასეინში. თუ თქვენ ასე მოიქცევით ჩამოყრით ზედმეტ წონას და კორექციას გაუკეთებთ სხეულს. ზაფხულში ამ ყველაფრით შეიძლება დაკავდეთ სუფთა ჰაერზე თან პარალელურად საკვებად გამოიყენოთ ახალი ბოსტნეული და ხილი. რაც არ უნდა ილაპარაკონ პესიმისტებმა ზაფხულის შესახებ, მაინც ის საუკეთესო დროა. რა გვინდა ხოლმე ყველაზე მეტად ცივ პერიოდში? რომ მალე დადგეს ზაფხული. რა თქმა უნდა საკუთარ სხეულზე უნდა ვიზრუნოთ მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ზაფხულში ეს უფრო სასიამოვნო და საინტერესოა.

ზაფხულში მრავალფეროვანია სპორტის სახეობები. სირბილი, სპორტული სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა. ფიზიოლოგები გვირჩევენ ფიზიკურ ვარჯიშს დილაობით მაშინვე ძილის შემდეგ, რაც დაგეხმარებათ შექმნათ ძალის და ენერგიის მარაგი მთელი დღისთვის. ყველა ვერ შეძლებს აიძულოს თავი ადგეს დილით საათით ან საათნახევრით ადრე, მაგრამ ეს ყველაფერი ძნელია მხოლოდ დასაწყისში ისიც მხოლოდ ფსიქოლოგიურად.

ორგანიზმს სჭირდება დრო ახალ რიტმზე გადასასვლელად, ამისთვის უკეთესი პერიოდია ახალმთვარეობის დასაწყისი, როდესაც ორგანიზმში ბუნებრივად ხდება ფიზიოლოგიური მექანიზმების ჩართვა და ადვილი ხდება ახალ წყობაზე გადასასვლელად. კარგი იქნება, თუ ფიზიკურ ვარჯიშებს ცალკე ოთახში ჩავატარებთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ ვინმემ.
როგორც გამოცდილება აჩვენებს, მთავარია გაუძლოთ პირველ მთვარის თვეს. მთვარის თვის დასაწყისიდან თქვენი ორგანიზმი გადავა ახალ ბიოლოგიურ რიტმზე.

ერთ-ერთ არანაკლებ მთავარ ფაქტორად ითვლება არა მარტო ვარჯიშების რეგულარულად გაკეთება, არამედ სწორი და დაბალანსებული კვება. ვარჯიშის შემდეგ არ შეიძლება კალორიული საკვების მიღება, როგორიცაა: ტორტები, ნამცხვრები, მაიონეზიანი სალათები ან პელმენები. კვებისადმი ასეთი მიდგომა თქვენს ვარჯიშებს გახდის უსარგებლოს. უკეთეს შემთხვევაში თქვენ შეინარჩუნებთ წონას ან პირიქით მოიმატებთ 2-3 კგ-ით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია არ ინერვიულოთ იმის გამო, თუ თქვენი წონა ძველ ნიშნულზე დგას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ვარჯიშების პროგრამა არაეფექტურია. პირიქით, თუ ვარჯიშების შედეგად თავს კარგად იგრძნობთ, გამოდის, რომ ყველაფერი კარგადაა და წონაში დაკლება დროის საქმეა. უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო ნელა დაიკლებთ წონაში, მით უფრო ხანგძლივი იქნება ეფექტი, ვინაიდან სწრაფად გახდომის შემთხვევაში სწრაფადვე ვიმატებთ წონაში. თითქმის რამდენიმე კვირაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.