» » » დაწვით ცხიმი და შეინარჩუნეთ კუნთებანი მასა. ხუთ კვირაში გახდომის ყველაზე ეფექტური სქემა.  

დაწვით ცხიმი და შეინარჩუნეთ კუნთებანი მასა. ხუთ კვირაში გახდომის ყველაზე ეფექტური სქემა.  

დაწვით ცხიმი, კუნთი კი დატოვეთ! თუ თქვენ სპორტით ხართ დაკავებული და სხეულის გამოშრობა გსურთ, გააკეთოთ ეს უფრო მოქნილად, მოიშოროთ კანქვეშა ცხიმი და კუნთის დაკარგვის ხარჯზე არ დაიკლოთ, თქვენ ნახშირწყლოვანი შიმშილი გჭირდებათ - დიეტა ნახშირწყლების მინიმალური შემცველობით. 

როცა ადამიანი ჩვეულებრივი დიეტის დახმარებით წონაში იკლებს, ხშირად ცხიმი რჩება, დაკლება კი კუნთოვანი მასის შემცირებით ხდება. ეს სხეულს ასუსტებს, მეტაბოლიზმს ანელებს და გამხდარი ბედნიერი ადამიანის გარეგნული სახე ჩვეულებრივ წარმოდგენილი ნათელი სურათიდან ძალიან შორს არის.

ჭარბი წონა გონიერად უნდა მოიშოროთ - მხოლოდ სპორტი და დაბალანსებული კვება არის უსაფრთხო გახდომის გარანტია, რომელიც თქვენს გარეგნობას შეცვლის და ჯანმრთელობას არ დააზიანებს. ნახშირწყლოვანი შიმშილი - ყველაზე მდგრადებისთვის არია, მაგრამ გახდომის უფრო ეფექტური მეთოდი არ არსებობს. 


დიეტა სხეულის გამოსაშრობად

დაწვით ცხიმი და შეინარჩუნეთ კუნთებანი მასა. ხუთ კვირაში გახდომის ყველაზე ეფექტური სქემა.  

სწორი მიდგომა სხეულის გამოსაშრობად - წარმატების საფუძველია. დაიმახსოვრეთ: გამოშრობის დროს სპორტით დაკავება აუცილებელია, ასე მაქსიმალურად შესამჩნევ ეფექტს მიიღებთ. 

აირჩიეთ ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც მოგწონთ: სირბილი, სპორტული დარბაზი, ველოსიპედით გასეირნება, აქტიური ხანგრძლივი სიარული. სპორტს სწორი დიეტა დაუმატეთ. გლუკოზის დეფიციტის დროს ორგანიზმში ცხიმის დაშლა ხდება, ეს სწორედ ისაა, რისი მიღწევაც გვსურს. სწორედ ამიტომ გლუკოზის შემცველ პროდუქტებზე უარი თქვით. 

ნახშირწყლოვანი შიმშილის დროს უნდა და აუცილებელია მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:

  • წიწიბურა

  • ბრინჯი

  • მჭლე ხორცი

  • კვერცხი

  • ლობიო

  • ხაჭო

  • ბოსტნეული

  • ხილი, რომელიც ტკბილი არაა

  • რძე



ეს პროდუქტები უმჯობესია დაივიწყოთ

  • ტკბილეული - ჩაანაცვლეთ თაფლით

  • ფქვილის პროდუქტები - ჩაანაცვლეთ ფაფებით, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 200 გრ

  • რძის ცხიმი - მხოლოდ უცხიმო ხაჭო, კეფირი, რძე

  • ცხოველური ცხიმი - ჩაანაცვლეთ თევზით



სწორი კვების მთავარი წესები

  1. შეინარჩუნეთ მეტაბოლიზმი პორციალური კვების დახმარებით

  2. დღეში მინიმუმ 2.5 სუფთა წყალი დალიეთ.

  3. საღამოობით ფაფა არ მიირთვათ.

  4. დათვალეთ კალორიები და მათი მოხმარება შეამცირეთ. 

  5. ვარჯიშამდე 2 საათით ადრე და ვარჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში. 




1-ელი კვირა: ნახშირწყლებზე უარი ნელ-ნელა უნდა თქვათ. მიირთვით ფაფა, კვერცხი, ხაჭო, თეთრი თევზი. უარი თქვით მარილსა და ზეთზე, გამოიყენეთ სანელებლები, მაგრამ მცირე რაოდენობით. 

მე-2 კვირა: მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული, ფაფის მოხმარება შეამცირე. 

მე-3 კვირა: სასურველია ვიტამინების მიღება, დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. თუ გაგიჩნდებათ უსიამოვნო შეგრძნება - სუნი პირის ღრუში, მსუბუქი თავბრუსხვევა, სისუსტე - ცოტა ტკბილი ხილის წვენი დალიეთ. რა თქმა უნდა, ეს უკიდურეს შემთხვევაში. ამ ეტაპზე თვითშეგრძნების გაუარესება ორგანიზმში კეტონების სხეულების დაგროვებით არის გამოწვეული, რომლის დასაშლელად გლუკოზა არის საჭირო. 

მე-4 და მე-5 კვირა: მიირთვით, როგორც მე-2 კვირას, მკაცრად!

5 კვირაზე მეტხანს სხეულის გამოშრობა არ შეიძლება!

ამ კვების გეგმას სწრაფი გამოსვლა არ უყვარს - რაციონში ნახშირწყლები თანდათანობით დაამატეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წონა კვლავ დაგიბრუნდებათ. 

აიღეთ ბლოკნოტი და ჩაიწერეთ რასაც მიირთმევთ, ეს მენიუს კონტროლში დაგეხმარებათ - არ მიირთვათ არაფერი აკრძალული და ზედმეტი. ყველაფერი გამოგივათ, თუ საქმეს სერიოზულად მიუდგებით! უამბეთ თქვენს მეგობრებს, როგორ გამოაშროთ სხეული - ეს დიეტა თავისი ეფექტურობით გაგაოცებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.