რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დროს განაგებენ.
ხშირ შემთხვევაში, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ კვებას და არ აწუხებთ ჭარბი წონა. ჩუანდო ტანის - სინგაპურელი ფოტოგრაფის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებაა.
ახალგაზრდობის საიდუმლო
ადამიანი, რომელსაც ამ ფოტოებზე ხედავთ, 51 წლისაა. Instaram-ზე მისი გამომწერები თვლიან, რომ იგი მხოლოდ 25 წლისაა, თვითონ ფოტოებმა კი ყოფილ მემანეკენესა და მოდელს მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა.
მამაკაცი სწორ კვებაზეა და დღის განრიგს მკაცრად იცავს. ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ ის რამეს უზღუდავს საკუთარ თავს, გარდა ალკოჰოლისა და მავნე ჩვევებისა. პირიქით, ჩუანდო ტანი ცხოვრობს მრავალფეროვანი, მკვეთრი ცხოვრებით, მისი ყოველდღიური მენიუ უბრალო და სასარგებლოა.
- კვერცხი საუზმეზე
ვიღაცისთვის ეს შეიძლება მოსაწყენი იყოს, თუმცა კვერცხი აუცილებლად უნდა მიირთვათ საუზმეზე უფრო ხშირად. ყველა შესაძლო ვარიანტიდან კვერცხი სწორედ საუკეთესოა საკვების პირველი მიღებისთვის, როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა. გარდა ამისა, იგი თითქმის სრულად აითვისება და ენერგიის მარაგს მთელი დღისთვის გაძლევთ.
საუზმეზე ჩუანდო 6 კვერცხს ჭამს. ეს შეიძლება იყოს მაგრად მოხარშული კვერცხი, პაშოტი ან ომლეტი. რა თქმა უნდა, უმჯობესია კვერცხის მომზადება ნაკლები ზეთით. ერთადერთი პირობა: ამ 6 კვერცხისგან მიირთმევთ მხოლოდ 2 გულს, დანარჩენს მხოლოდ ცილას. - ვიტამინების ბონუსი
საუზმის შემდეგ, სინგაპურელი მამაკაცი მიირთმევს ავოკადოსა და ახალ კენკრას. ვიღაცისთვის ეს არაფერია, თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს უნარჩუნებს ჩუანდოს კანს შესანიშნავ მდგომარეობას. ცხიმოვანი ამინომჟავები ავოკადოში და ანტიოქსიდანტები კენკრაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს! - ნაკლები ჩაი და ყავა, მეტი წყალი
მთელი დღის მანძილზე ფოტოგრაფი ცდილობს, მინიმალური გაზავებული სითხე მიიღოს, უპირატესობას კი ჩვეულებრივ წყალს ანიჭებს. იგი სწრაფად აითვისება და ორგანიზმიდან ტოქსინებიც სწრაფად გამოჰყავს. - მეტი ცილა, ნაკლები ნახშირწყალი
ჩუანდო ტანის სადილი და ვახშამი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, ცილასა და ვიტამინებს. სადილზე იგი უპირატესობას ანიჭებს ქათმის ხორცს ბრინჯით ან თევზის სუპს, ვახშამზე - დიდი რაოდენობით მწვანილს. გარნირის სახით, ასევე, იყენებს გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს.
მისთვის ცხიმიანი საკვები უცხო არაა. მაგალითად, იგი გიჟდება ნაყინზე და თავს ხშირადაც აძლევს მისი მირთმევის უფლებას.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩუანდოს ასეთი გარეგნობის შენარჩუნებაში უწყობს ხელს?