» » » დიეტა შუახნის ქალბატონებისთვის მომღერალ ვალერიასგან

დიეტა შუახნის ქალბატონებისთვის მომღერალ ვალერიასგან

როცა მომღერალ ვალერიას ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ იგი 50 წლისაა! ვალერია სამი შვილის დედაა, თავის ასაკში კი არაჩვეულებრივად გამოიყურება: გამხდარი, მოვლილი, არც ერთი გრამი ჭარბი წონა და არც ერთი ნაოჭი. არაკეთილისმსურველები აქვე იტყვიან, რომ ეს პლასტიკური ოპერაციებისა და მკაცრი დიეტების დამსახურებაა, თუმცა თვითონ მომღერალი ამ ჭორებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ფიგურის შენარჩუნებაში მას ეხმარება იოგა, რაციონალური კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი.



მომღერლის თქმით, გლუვი კანი და ლამაზი სხეული ბუნებისა თუ გენეტიკის ბოძებული საჩუქარი როდია - იგი ხანგრძლივი და შეუპოვარი შრომის შედეგია საკუთარ თავზე. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ვალერიას სილამაზის ძირითად საიდუმლოებებზე, რომლებიც თქვენც დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაში.

ვალერიას სილამაზის საიდუმლო
  1. "ჩემი სიგამხდრე და ახალგაზრდული იერი ბუნების საჩუქარი არაა. იმისათვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე, დიდი ძალისხმევის გაღება მიწევს: ესაა ფიზიკური სავარჯიშოები და სწორი კვების პრინციპების მკაცრი დაცვა. და საერთოდ, შურიანი არ ვარ, ამიტომაც გამოვიყურები ლამაზად!" - ამბობს მომღერალი. ვალერიას ფიგურის საიდუმლო მარტივია - ცხოვრების ჯანსაღი წესი და საყვარელი სამუშაო.



  2. შეგიძლიათ, უამრავი ფული დახარჯოთ კოსმეტოლოგებთან, შეიცვალოთ გენები ან გაიჭყიპოთ თავი წამლებითა და დიეტებით, თუმცა, თუ ეწევით ან ალკოჰოლს იღებთ, ეს აუცილებლად აისაღება თქვენს კანსა და საერთო ჯანმრთელობაზე. ვალერიამ დიდი ხნის წინ თქვა უარი ალკოჯოლზე, ი
    იშვიათად კი თავს უფლებას აძლევს ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევისა.



  3. ჭამა 18:00-ის შემდეგ მომღერლისთვის ტაბუა. საღამოობით ვალერია არ მიირთმევს საკვებს და დიდი ხანია, რაც ვახშამზე უარი თქვა. ალბათ, სწორედ ამ ჩვევას თვლის მომღერალი ყველაზე მნიშვნელოვნად.



  4. ვალერია კვებას სერიოზულად უყურებს და თვლის, რომ თვითდისციპლინა წარმატების საწინდარია. მომღერალმა არჩევანი ზომიერ და სწორ კვებაზე შეარჩია, გამორიცხა რაციონიდან შემწვარი კერძები, ცხიმიანი პროდუქტი, შებოლილი, ფქვილიანი, ტკბილი, შაქარი და ყავა. ვალერიას დიეტა არამხოლოდ მავნე პროდუქტებზე უარის თქმაა, არამედ კვების მკაცრი წესების დაცვაც.



    ასე, მაგალითად, ვალერია გვირჩევს, მივირთვათ ხშირად, თუმცა მცირე ულუფებად(200-250 გ), არ შეურიოთ ნახშირწყლები ცილებს, ყოველ ჭამამდე კი 200 მლ წყალი უნდა მიირთვათ. ამასთან, ვალერიას უყვარს განტვირთვის დღეების მოწყობაც: ყოველ მეშვიდე დღეს მომღერალი სვამს მხოლოდ კეფირსა და სუფთა, არაგაზირებულ წყალს.



  5. ვალერიას მაცივარში ყოველთვის მოიძებნება მწვანე ვაშლი, ბოსტნეული, მშრალი ნუში და ნაკლებადცხიმიანი ხაჭო(არავითარ შემთხვევაში უცხიმო ხაჭო). მთელ საკვებს მომღერალი მულტიფუნქციურ ქვაბში ამზადებს, იშვიათად, ორთქლზე ან გრილზე, ზეთის გარეშე. "უკვე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება შევჭამო შემწვარი კარტოფილი, რომელიც ზეთში ცურავს! სამაგიეროდ, ბავშვობაში სიამოვნებით მივირთმევდი." - ყველა მომღერალი.



  6. ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში ვალერიას იოგა ეხმარება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მისდევს. "შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ 50 წლის ასაკში თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე საკუთარ გამოსაშვებ საღამოზე 17 წლის ასაკში. იოგა - სავარჯიშოების უნივერსალური სისტემაა, რომელსაც სასაწულის მოხდენა შეუძლია: იგი გვაძლევს ძალას, მოქნილობას, ამათან, არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერსაც." უეჭველად, მყარი ხერხემალი ჯანმრთელობის, სილამაზისა და დღეგრძელობის წინაპირობაა.



  7. იოგას გარდა, მომღერალი კვირაში ორჯერ მიდის სპორტ-დარბაზში, დარბის დილაობით და თავს იტვირთავს ფიზიკურად, როგორც კი თავისუფალი წუთი გამოუჩნდება.



  8. ვალერიას თქმით, სპორტი არამხოლოდ ლამაზი ფიგურის, არამედ კარგი მდგომარეობის საწინდარიცაა. ფიტნესი ააქტიურებს ორგანიზმის ყველა პროცესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჰორმონალურ ფონსა და ტვინის ცხოველქმედებას.

    სხვათაშორის, მომღერალი ამტკიცებს. რომ შეუდარებელი ფიზიკური ფორმისათვის აუცილებელი არაა სპორტ-დარბაზში ოფლის ღვრა - რელიეფური და დაჭიმული სხეულისთვის საკმარისია რამდენიმე საშინაო სავარჯიშო კვირის განმავლობაში.


  9. თუმცა, ვალერიას მთავარი რჩევა ასეთია: "ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ შინაგანი სილამაზე ადამიანის თვალებშია. თუ ისინი სითბოთა და სიკეთით ელვარებს, თქვენ ყოველთვის გამოიწვევთ გარშემომყოფების აღტაცებას."

ვალერია დარწმუნებულია, რომ სილამაზის შენარჩუნების განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებობს, საჭიროა მხოლოდ კომპლექსურად მიდგომა ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე, საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა და კარგი განწყობა. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ადამიანშია ჩადებული ახალგაზრდობის შენარჩუნების უნარი. მთავარია - წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც გინდათ რომ იყოთ და თავი არ დაზოგოთ მიზნის მისაღწევად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.