ბუნება დაუნდობელია ზარმაცების მიმართ, ეს აქსიომაა. იმისათვის, რომ დიდხანს და უდარდელად იცხოვროთ, ორგანიზმს ესაჭიროება თქვენი მარაგების მუდმივი სტიმული, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სავარჯიშოები კი, რომლებიც სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მიმართულია სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, დაგეხმარებათ 100 და მეტ ასაკამდე მიღწევაში მათ, ვინც სავარჯიშოებს რეგულარულად და გააზრებულად შეასრულებს. დაბერება თუ არ გინდათ, ავარჯიშეთ მარაგები.
ცხოვრების გახანგრძლივება
- ზომიერი შიმშილი
საკუთარი ნებით სრულიად უარი თქვით საკვებზე გარკვეული დროით. ამ სავარჯიშოს მიზანია შიდა რეზერვებზე გადასვლა, ცხოვრებისეული ძალების აღდგენა, სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა, მისი შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საკვებზე ერთბაშად უარის თქმა და მხოლოდ სუფთა წყლის მოხმარება.
არ შეგეშინდეთ, ასეთ დროს უკვე არსებული მარაგი სავსებით დააკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებებს.
შიმშილის წესებს შეხვდებით წიგნში "შიმშილის საოცრებები":
"ყოველ კვირას მე 24-36 საათიან შიმშილობას ვმართავ. გარდა ამისა, წელიწადში ოთხჯერ 7-10 დღით ვშიმშილოთ. უამრავი წლის მანძილზე, რაც მე ამ გრაფიკს მივსდევ და ვინარჩუნებ შესანიშნავ მდგომარეობას, მკვდრეთით აღმდგარივით ვცხოვრობ. ჩემი დღე უფრო გაჯერებულია, ვიდრე ვიღაცის ერთი წელი. მე უსაზღვრო ენერგია მაქვს, არასდროს ვიღლები, არ მეძინება. დრო და ძალები ყველაფრისთვის მყოფნის." - წერდა თავის წიგნში ბრეგი. - ჟანგბადური შიმშილი
ჟანგბადის მიღების სრული შეწყვეტა აუცილებელ სიკვდილს იწვევს, თუმცა ხანმოკლე ჰიპოქსია - ერთგვარი თერაპიაა. ჟანგბადის მსუბუქი უკმარისობა გულისცემას ახშირებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს კი უფრო მეტ სისხლს აწოდებს.
გააზრებული ჰიპოქსიის შედეგად ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება ფილტვის ქსოვილის მასა, ჩნდება ახალი კაპილარები, იზრდება ერითროციტების რაოდენობა, ძლიერდება ჰორმონების პროდუქცია, იზრდება საერთო ენერგეტიკული დონე. ჰიპოქსიას სხვადასხვა გზით შეიძლება მიაღწიოთ: სუნთქვითი სავარჯიშოებით ან, მაგალითად, ბუნებაში ხშირი გასვლით. - ინფორმაციული შიმშილი
იმას ვერ გირჩევთ, რომ უარი თქვათ გაჯეტებზე, ტელევიზორსა და წიგნებზე, ვინაიდან ბუნებამ ყველაფერი გაითბალისწინა, გვაჩუქა შესაძლებლობა, დღეში ერთხელ ინფორმაციის უკიდეგანო ნაკადისგან დავისვენოთ. თქვენ არ ხედავთ, არ გესმით, არ გრძნობთ სუნს, ისვენებს გემოვნური და ტაქტილური რეცეპტორები, რადგან თქვენ გძინავთ.
ბნელი ოთახი კარგი ვენტილაციით, ხმის იზოლაციით, კომფორტული ტემპერატურა და მოსახერხებელი საწოლი - ჯანმრთელი ძილის, ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის წინაპირობაა.
ადამიანი მეორე ადამიანისთვის გამღიზიანებელია, ამასთან, კიდევ ერთი საშუალება, დაისვენოთ ინფორმაციისგან - დრო და დრო დაისვენოთ მარტომ. განმარტოება ერთგვარი ინფორმაციული შიმშილია, იშვიათად მაინც მარტო დასვენების შესაძლებლობის არქონა სერიოზულ ფსიქიკურ დარღვევებს გამოიწვევს. - კუნთოვანი ტრენინგი
გინდათ ძლიერი და მყარი კუნთები სიბერემდე შეინარჩუნოთ? იარეთ, იცურავეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, იარეთ სპორტ-დარბაზში და დაკავდით იოგით - გააკეთეთ ნებისმიერი რამ, ოღონდ იმოძრავეთ. მოძრაობა - ეს ცხოვრებაა, ესაა სტაბილურობის საფუძველი არამხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის, არამედ მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. - ინტელექტუალური ტრენინგი
თქვენი ტვინის მილიარდობით უჯრედი, რომლებიც მუდმივად ამუშავებემ და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მუდმივად დატვირთული უნდა იყოს ინტელექტუალური მუშაობით. ვის სჭირდება 80 წლის მოხუცი, რომელსაც არაფერი ახსოვს, ან გონება აქვს დაბინდული?
დღეგრძელი - ესაა მუდმივი სტუდენტი, რადგან მუდმივი გონებრივი განვითარების გარეშე დღეგრძელობა კარგავს ყოველგვარ აზრს. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ვისწავლოთ ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლება და არასდროს არ გავჩერდეთ. - ფსიქიკის ტრენინგი
ნუთუ შეიძლება ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გატარება, თუ მყარი და ნავარჯიშები ფსიქიკა არ გვაქვს? დღეგრძელად ყოფნა სტრესისა და საოცრებების სამყაროში შესაძლებელია, თუ სრულყოფილად ფლობთ საკუთარ თავს, ამაში კი სწორად შერჩეული ფსიქოტრენინგი დაგეხმარებათ.
ძალიან მარტივი და ეფექტურია, ჩვენი აზრით, კუეს მეთოდი: ძილის წინ და გაღვიძების შემდეგ გონებრივად გაიმეორეთ მოტივაციური ფრაზები: "მე დღეგრძელი ვარ, მე ახალგაზრდა, ბედნიერეი და ენერგიული ვარ" ან "მე მხიარული და ჯანმრთელი ვარ". სწორედ ამ დროს აქვს მოტივაციურ ძალას ყველაზე დიდი გავლენა, ორგანიზმი და ემორჩილება დადგენილ მიზნებს. - თერმორეგულაციური ტრენინგი
თბოპროდუქციისა და თბოგადაცემის მექანიზმების ვარჯიში შესაძლებელი და საჭიროა. ამისთვის მხოლოდ დროგამოშვებით ხელოვნურად გარესამყაროში არსებული ტემპერატურის შეცვლაა საჭირო. ასე, სიცივის სტიმულაციისთვის რეკომენდებულია თხელი ტანსაცმლით ჰაეროვანი აბაზანის იმღება წლის ცივ პერიოდშიც კი, სახისა და ტერფების დაბანა ცივი წყლით, ფეხშიშველი სიარული, კრიოთერაპიის პერიოდული სეანსები, ასევე, ზამთარში ღიაცისქვეშ ბანაობა. - მასაჟი
მასაჟის სარგებელი ფასდაუდებელია - ეს დასვენება და აღდგენა, სხეულის ყველაზე მგრძნობიარე წერტილებზე უვნებელი ზემოქმედება, ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით, ხშირად, გაცილებით ეფექტური საშუალებაა. იპოვეთ პროფესიონალი და ჩაიტარეთ პროცედურები რეგულარულად. - სისხლის გამოშვება
სისხლის გამოშვება - რეზერვ-ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდიკაა. ეს საშუალება ერთდროულად გენიალური და ბანალურია. თქვენ ორგანიზმს ართმევთ მისი უძვირფასესი რესურსის - სისხლის ნაწილს, იგი კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ აღადგენს დანაკარგს.
ამასთან, სტიმულირდება სისხლწარმოქმნისა და კვების, თერმორეგულაციისა და წყალ-მარილის გაცვლის სისტემები, მუშაობს ენდოკრინული და იმუნური სისტემები, ირთვება რეზერვის აღდგენის მექანიზმები. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლის გამოშვება ქალებისთვის, რომლებსაც ახლა დაეწყოთ კლიმაქსური პერიოდი, ასევე, მამაკაცებისთვის 25 წლიდან.