» » » 17 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ

17 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ

ძალიან რთულია, გაუმკლავდეთ გემრიელი საკვების მოთხოვნილებას, როცა მკაცრ დიეტაზე ხართ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ! მუდმივად გშიათ და, როცა მაცივრის კარს აღებთ, თითქმის შეუძლებელია რაღაც გემრიელის აღების სურვილთან გამკლავება. თუმცა, არსებობს პროდუქტი, რომელთა ჭამაც დღის განმავლობაში ფიგურის უვნებლად შეიძლიათ, რადგან ისინი მინიმალური რაოდენობის კალორიებს შეიცავს.

რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა მირთმევაც ყოყმანის გარეშე შეგიძლიათ.

ნიახური
17 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ

ნიახური 95%-მდე წყლისგან შედგება. ეს სუპერ ჯანსარი პროდუქტი შეიცავს Kვიტამინის დღიური ნორმის 30%-ს. უმჯობესია, ნიახური ჭამოთ სანამ იგი ახალია - მოჭრიდან 5 დღის მანძილზე იგი თანდათან კარგავს ყველაზე სასარგებლო თვისებებს.

არუგულა


2 ფინჯანი არუგულა მხოლოდ 10 კილოკალორიას შეიცავს. იგი გეხმარებათ გახდომაში ჯანმრთელობის ვნების გარეშე. შეგიძლიათ არუგულა თეთრ ყველთან და ზეითუნის ზეთთან ერთად სალათში მიირთვათ.

კვერცხის ცილა


კვერცხის ცილა დიდი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ. იგი სასარგებლოც კია მათთვის, ვინც მკაცრ დიეტას იცავს. შეურიეთ კვერცხის ცილა რამდენიმე ცალ პომიდორს და მიიღებთ ყველაზე ჯანსაღ ომლეტს. თუმცა, თუ ფიგურას უფრთხილდებით, ნუ შეწვავთ მას ზეთში.

სალათი


სალათის ფოთლები მდიდარია A და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავითა და რკინით. იგი, პრაქტიკულად, არ შეიცავს კალორიებს, ამიტომ მისი მიღება დიდ რაოდენობაში წონაში მატებას არ გამოიწვევს.

კიტრი


კიტრშიც თითქმის იმდენივე წყალია, რამდენიც ნიახურში. ახალი, ხრაშუნა კიტრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კიტრის კანი შეიცავს მისი სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს, ბეტა-კაროტინს, რომელიც თვალებისთვისაა კარგი. ამიტომ, კარგად გარეცხეთ კიტრი და არ გათალოთ.

ყვავილოვანი კომბოსტო


ყვავილოვანი კომბოსტო იდეალური წყაროა C K ვიტამინებისა. იგი ყველაზე სასარგებლოა, როცა უმად მოიხმართ.

პომიდორი


პომიდვრები ლიკოპენით, A, C, და B2 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ცელულოზით, ქრომითა და კალიუმითაა მდიდარი. ისინი, პრაქტიკულად, არ შეიცავს კალორიებს, სამაგიეროდ სავსეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით.

ბროკოლი


ბროკოლი წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა. გარდა A, C, E და K ვიტამინებისა, იგი შეიცავს ცელულოზას დღიური ნორმის 20%-ს.

პოპკორნი


ერთი ფინჯანი პოპკორნი თქვენს სხეულს არაფერს ავნებს. ეს საფილმო სასუსნავი, ძირითადად, ჰაერს შეიცავს და მისი მირთმევა თავისუფლად შეგიძლიათ.

ხუჭუჭა კომბოსტო


ხუჭუჭა კომბოსტო, როგორც სხვა ნებისმიერი ზღვის მცენარე, შეიცავს დიდი რაოდენობით იოდინს და თითქმის არ შეიცავს კალორიებს. თუმცა, არ იჩქაროთ სუშის მომზადება ამ წყალმცენარით. გახსოვდეთ, რომ ბრინჯს მაღალი გლიკემური ინდექსი აქვს და ასეტი პროდუქტი არ უნდა მოიხმაროთ, თუ წონაში სწრაფად კლება გსურთ.

ბარდა


ბარდა ძალიან დაბალკალორიულია: 1 ფინჯანი ბარდა 35 კკალ-მდე შეიცავს. იგი მდიდარია ცელულოზითა და პროტეინით.

გრეიფრუტი


გრეიფრუტი გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში. იგი მდიდარია C ვიტამინით და, დაბალკალორიულობის წყალობით, იგი გეხმარებათ ჭარბი წონის დაკლებაში.

ნესვი


ნესვი გემრიელი და ტკბილია, თუმცა მისით პირის ჩატკბარუნება შეგიძლიათ დიეტის დარღვევის გარეშე. იგი A და C ვიტამინების დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს.

მარწყვი


კიდევ ერთი უგემრიელესი პროდუქტი, რომელიც გახდომას ხელს არ უშლის. მარწყვი მდიდარია კალიუმითა და ცელულოზათი, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მაყვალი


მაყვალი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით. ამასთან, იგი ძალიან გემრიელია. უსაფრთხოდ შეუძლიათ მისი მირთმევა მათაც, ვინც დიდი ხანია, დიეტაზეა.

ფორთოხალი


ფორთოხალი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხილია. იგი ცნობილია C ვიტამინის შემცველობით. სხვათაშორის, თეთრი ფენა ფორთოხლის კანქვეშ შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

მოცვი


მოცვი, ხილის სახეობებს შორის, ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ამასთან, ერთი ფინჯანი მოცვი დაგეხმარებათ კიდევაც თქვენი დიეტის დაბალანსებაში. საკვები მსუბუქად კალორიულია, ამიტომ არ იდარდოთ წონაზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.