ჭარბი წონა წელზე - ეს არამხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, არამედ სერიოზული საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. დიდი რაოდენობით ვისცერალური ცხიმის არსებობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორებიცაა დიაბეტი, ასთმა და ონკოლოგია, ასევე, ნაადრევი ინსულტი.
ამასთან, პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, რადგან ხსნა იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. უბრალოდ გადახედეთ რაციონს და გამორიცხეთ ყველაზე მავნე პროდუქტი, რომლებიც მუცელში ცხიმად გარდაიქმნება. რჩევების რედაცია სიამოვნებით გაგაცნობთ მათ:
- ფქვილიანი და საკონდიტრო ნაწარმი
ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და მაინც, გამეორება ზედმეტი არ იქნება, რადგან სწორედ ეს პროდუქტებია იდეალური ფიგურის მთავარი მტერი. ასეთი ნაწარმი ცხიმის ფენას აჩენს ყველაზე პრობლემურ ზონებში: მუცელზე, გვერდებსა და წელზე. ამ პროდუქტებს მიეკუთვნება ყველა პურფუნთუშეული ნაწარმი, ასევე, ტორტები, ორცხობილები და ვაფლები.
არომატული და ტკბილი ორცხობილა მომენტალურად იშლება ენერგიად, თუმცა ორგანიზმი ვერ ახერხებს მისი ამ რაოდენობით დახარჯვას მოკლე დროში, ამიტომ ყველაფერი აითვისება და ცხიმად გადაიდება. ასეთი პროდუქტები არ განაყრებთ, ამიტომ, ერთი ფუნთუშის მიღებისას მალევე მოგინდებათ კიდევ ერთი. ნაყინი, ტორტი და მსგავსი ტკბილეული ორგანიზმს არავითარ სარგებელს არ აძლევს. მოგიწევთ აირჩიოთ: ან ლამაზი წელი, ან ტკბილეული. - შაქარი
მასზე პირველ რიგში უნდა თქვათ უარი. ამას მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ, რადგან შაქრის მხოლოდ სუფთა სახით გამორიცხვა არ კმარა - უნდა აკრძალოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც მას შეიცავს.
ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება დაპაკეტებული წვენები და იოგურტები. თუ შაქარზე სრულად ვერ ამბობთ უარს, ეცადეთ, შეამციროთ მისი მოხმარება და თანდათან ჩაანაცვლოთ თაფლით, რომელიც გაცილებით სასარგებლოა. - მარილი
ასევე, აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირებაც. იგი ორგანიზმში აკავებს წყალს, რომლის ჭარბი შემცველობაც იწვევს შეშუპებებს(რაც სილამაზესა და ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება). - კარტოფილი
ბევრი გიჟდება შემწვარ კარტოფილზე, მაგრამ ეს ორგანიზმისთვის უკიდურესად მავნე პროდუქტია. კარტოფილის სახამებელი ზრდის წელის მოცულობას და მუცელს. თუ კარტოფილზე ბოლომდე ვერ ამბობთ უარს, მოიხმარეთ იგი მოხარშულ მდგომარეობაში, ოღონდ არა დიდი რაოდენობით. - თეთრი ბრინჯი და მანი ფაფა
თეთრ ბრინჯში იმალება სახამებელი - ბრტყელი მუცლის მტერი. იგი სავსებით არ უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, თუმცა შეგიძლიათ, ბრინჯის მოხმარება კვირაში ერთამდე დაიყვანოთ. მიირთვით ყავისფერი ბრინჯიც - იგი გაცილებით სასარგებლოა.
რაც შეეხება მანის, მასზე უარი მთლიანად უნდა თქვათ, რადგან იგი რამდენჯერმე ზრდის ცხიმოვან ფენებს და არ გაძლევთ გახდომის საშუალებას. - ბანანი და ყურძენი
ხილი ძალიან სასარგებლოა და მათი მოხმარება საჭიროც კია. ისინი მდიდარია ცელულოზით, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. თუმცა, აქაც არსებობს გამონაკლისი - ესაა ბანანი და ყურძენი. ეს ხილი ძალიან კალორიულია და არ გეხმარებათ გახდომაში. უმჯობესია, არჩიოთ ფორთოხალი, ატამი ან ვაშლი. - შებოლილი მზა პროდუქტი და კონსერვები
ეს პროდუქტები შეიცავს ცხიმების წარმოუდგენელ რაოდენობას და ორგანიზმს არავითარ სარგებელს არ მოუტანს. უარი თქვით მათზე სავსებით. ასევე, ამ სიას დაუმატეთ სხვადასხვა სოუსი, განსაკუთრებით, მაიონეზი. - სწრაფი კვება
სამუდამოდ დაივიწყეთ ამ საკვებზე! გარდა იმისა, რომ ისინი დაუჯერებლად კალორიულია, მეტაბოლიზმსაც კი ანელებს. გემოს გამაძლიერებლები გაიძულებთ, მიირთვათ უფრო მეტი, ვიდრე შეგიძლიათ. ეს არანაირად არ დაგეხმარებათ გახდომაში და დამღუპველად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.