რჩევების რედაქცია გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, ხახვი პირდაპირ თქვენი ფანჯრის რაფაზე, მიწის გარეშე მოიყვანოთ. მოიმარაგეთ ხახვის თავები და დავიწყოთ.

როგორ გავზარდოთ ხახვი ფანჯარაზე
დაგჭირდებათ
- დასადგამი
- მუყაოს შეფუთვა კვერცხისთვის
- თბილი წყალი
- ხახვის თავები
- ჩაასხით დასადგამში წყალი და მოათავსეთ მასზე კვერცხის შეფუთვა. დასადგამად შეგიძლიათ პლასტმასის შესაბამისი ზომის ყუთები გამოიყენოთ.
- ჩარგეთ თბილ წყალში დამუშავებული ხახვის თავები თითოეულ უჯრაში. დამუშავების პროცესი მარტივია: 40 °С-იან წყალში მოათავსეთ ხახვის თავები 10 წუთით. ეს პროცედურა ხელს შეუწყობს ახალი ხახვის ზრდას.
- არ დაგავიწყდეთ, რომ დასადგამში წყალი მუდმივად უნდა დაუმატოთ. ხახვის ზრდა იწყება დარგვისთანაავე, ამიტომ მოსავალს მალევე მიიღებთ.
