ხახვი შეიცავს ასევე ეთერზეთებს მკვეთრი განსაკუთრებული სუნით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები. კვებითი ღირებულებით ის მესამე ადგილზეა, ჭარხლისა და ოხრახუშის შემდეგ. შაქარი კი მასში საზამთროზე მეტია, ოღონდ შაქარი ეთერზეთებით არის "შენიღბული", სწორედ ეთერზეთები აძლევენ მას დამახასიათებელ გემოს და გვაღვრევინებენ ცრემლებს.
ხახვის წვენი კარგი შემახორცებელი, გრიპის საწინააღმდეგო, მადის მომგვრელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ბუასილის საწინააღმდეგო საშუალებაა. ის, ასევე, სიჯანსაღეს უნარჩუნებს კბილებს, ამაგრებს თმის ძირებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მხედველობას, ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას; თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ხელს უწყობს ქვიშის გამოდევნას. რეკომენდებულია სურდოს, თავის ტკივილის, ფურუნკულების დროს.
- მიიღეთ 1 სადილის კოვზი არეული 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად. დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. ხახვში არსებული ფიტონციდები გვეხმარება გაციებისას. მისი წითელი და იასამნისფერი სახეობებისგან მომზადებული წვენი და ფაფა დამღუპველად მოქმედებენ სოკოზეც კი.
- ოტიტისა და ყურებში ხმაურის დროს რეკომენდებულია ყოველ ყურში 2-2 წვეთი ხახვის წვენის ჩაწვეთება, ასევე ხახვის წვენში დასველებული ბამბის გაკეთება ყურებში.
- ხახვის სარგებლიანობა იმდენად მაღალია, რომ არსებობს მისი მოხმარების სამედიცინო ნორმებიც კი, მოზრდილმა ადამიანმა ის წელიწადში 7 კგ უნდა მიირთვას. ხახვისგან ამზადებენ პრეპარატებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის.