ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ასეთი კერძი არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა. ხახვის მომზადებასა და მის დადებით გავლენაზე რჩევების რედაქცია მოგიყვებათ.
როგორ გამოვაცხოთ ხახვი ღუმელში
გამომცხვარი ხახვის უპირატესობა უმთან ისაა, რომ მას გემრიელი, პიკანტური გემო აქვს და საერთოდ არ ტოვებს უსიამოვნო სუნს. ამიტომ, არ შეეშინდეთ მისი ჭამა მათ, ვინც პაემანზე მიდის. იმისათვის, რომ ასეთი უჩვეულო კერძისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, იგი სწორად უნდა მოამზადოთ.
გამოაცხვეთ ხახვი პირდაპირ კანიანად 100-150 გრადუსზე 15-30 წუთით. საუკეთესო შედეგისთვის მიირთვით ნახევარი თავი ხახვი დილით უზმოზე და ჭამამდე 2-3 საათით ადრე. ასევე, შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ გარნირის სახით თევზთან ან ხორცთან. მიიღებთ გემრიელ კერზს. ახლა კი გადავიდეთ ამ კერძის სასარგებლო თვისებებზე.
გამომცხვარი ხახვის სასარგებლო თვისებები
- გამომცხვარი ხახვი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. იგი რეკომენდებულია დიაბეტიკებისთვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
- იგი უფრო ხშირად უნდა მიირთვან მათ, ვისაც სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ, ექიმები ურჩევენ პაციენტებს გამომცხვარი ხახვის ყოველდღიურად მოხმარებას. იგი გვეხმარება სისხლძარღვების გაწმენდაში, გაშორებთ ათეროსკლეროზულ კოლტებს.
- გვეხმარება სისხლის წნევის დარეგულირებაში, ასევე, შაკიკის სიმპტომების შემსუბუქებაში.
- გამომცხვარი ხახვი არამხოლოდ იჭმება, არამედ მალამოს სახითაც გამოიყენება: მოამზადეთ მისგან ფაფა და დაიდეთ წყლულებზე ან ჭრილობებზე, რათა ქსოვილის შეხორცების პროცესი დააჩქაროთ.
- ასეთი ხახვის კომპრესს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. მათი გამოყენება შეიძლება ბუასილის სამკურნალოდ(რა თქმა უნდა, ექიმის დაკვირვების ქვეშ).