- ერთი თავი გაფცქვნილი ხახვი ჩადეთ 100 გ ანადუღარ ცხელ წყალში. დატოვეთ ერთი ღამე და დილით უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. მითხრეს, რომ ხახვი არა მხოლოდ არტერიულ წნევას სწევს დაბლა, არამედ აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობასაც.
დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტასაც - უნდა შეზღუდოთ მარილიანი საკვები. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო კვებას. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს (კონსერვი, მწნილი, შებოლილი ხორცი და თევზი) ვჭამ. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე. სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თქვენც იგრძნობთ შედეგს, თუ მარილზე უარს იტყვით.
ექიმის კომენტარი:
ხახვის შესახებ ჩვენი არაერთხელ გვისაუბრია. იგი მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბიოაქტიური ნივთიერებებით. აქვს ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები.
გამოიყენება აგრეთვე ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
პროფილაქტიკური მიზნით ხახვს იყენებენ გრიპის ეპიდემიების დროსაც. ახალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას, ზრდის სქესობრივ პოტენციას.
ხახვის პრეპარატები ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.