თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ არსებობს ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის საშუალებაც. საჭიროა ყოველდღე ხელით წერა! რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა წეროთ ხელით ყოველდღე.
მეხსიერების ვარჯიში ასაკოვნებისთვის
თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ხელით ვწერთ, ეს განპირობებულია ტვინის მოქმედებით და არა მხედველობით, მაგალითად, ან ხელების მოძრაობით. ეს ყველაფერი ფსიქიკური ფუნქციების მაღალ დონემდე განვითარების საშუალებას მოგვცემს. წერის სარგებელი ძალიან დიდია და აი, რას მიიღებთ დღეში კალამთან და რვეულთან ერთად გატარებული 20 წუთით:
- ემოციების დამუშავება
ფურცელზე წერისას ემოციებს განიცდით, ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვწეროთ ჩვენი გრძნობების შესახებ, რათა ფსიქოემოციური მდგომარეობა შევიმსუბუქოთ. საუკეთესო საშუალება სასარგებლოსა და სასიამოვნოს შერწყმისთვის - დღიურის წარმოებაა. ასე დაწერთ და სტრესისგან გათავისუფლდებით, რაც ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. - მეხსიერება
როცა ხელით ვწერთ, ტვინის ის მონაკვეთი ირთვება, რომელიც ფსიქომოტორულ ფუნქციაზე აგებს პასუხს. გარდა ამისა, თქვენ გიუმჯობესდებათ მეხსიერება, ხელები ხომ კონკრეტულ ნიშნებსა და ასობგერებს გამოხატავს, ამას კი მამოძრავებელ აქტივობასაც უმატებს. ხოლო როცა კლავიატურაზე მუშაობთ, ყველაფერს ავტომატურად ასრულებთ. - წვრილი მოტორიკა
როცა ხელებით მუშაობთ, მაგალითად, როცა წერთ, ხდება ნახევარსფეროების ურთიერთქმედება და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციებიც ვითარდება. ბავშვებში ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ზრდასრულებმა კი იგი თავად უნდა წამოიწყონ. ეს შესანიშნავი პროფილაქტიკაა ალცჰაიმერისთვის, განსაკუთრებით მათთთვის, ვინც არ იცის წსოვა, კერვა ან ქარგვა. - წარმოსახვა
როცა ხელით ვწერთ. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია, რადგან სწორედ იგი აგებს პასუხს აბსტრაქტულ აზროვნებაზე, მხატვრულ აღქმაზე, ემოციებზე და არა ლოგიკაზე, როგორც ამას მარცხენა აკეთებს. შეგიძლიათ, ექსპერიმენტიც ჩაატაროთ: დაწერეთ ესე ერთსა და იმავე თემაზე ხელით და კომპიუტერით. აი, ნახავთ: ხელით ნაწერი ტექსტი უფრო ემოციური და აღსაქმელად სასიამოვნო იქნება. - ინტელექტუალური განვითარება
როცა ზეპირი და წერითი მეტყველება ნორმაშია, ეს ჯანმრთელი პიროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. როცა ექიმები ფსიქოდიაგნოსტიკურ კვლევას ატარებენ, აკვირდებიან არა მხოლოდ ადამიანის გამომეტყველებას, არამედ ადგენენ, ნორმაშია თუ არა მისი წერითი და წეპირი მეტყველება. ჩვეულებრივ, ივსება ანკეტა, რომელიც ექიმებს ზოგიერთი ფსიქიკური მდგომარეობის გამორიცხვის საშუალებას აძლევს.
უბრალო ფრაზის დასაწერად უნდა გაიგონოთ სიტყვა, გაარციოთ ასოები, გაიხსენოთ ბგერების ფორმები და გადაიტანოთ ისინი ხელის მოძრაობაში.