» » » ხანდაზმულებში დემენციის დიაგნოსტიკა იქამდეა შესაძლებელი, სანამ დაგვიანდება, თუ ამ ცოდნას ფლობთ.

ხანდაზმულებში დემენციის დიაგნოსტიკა იქამდეა შესაძლებელი, სანამ დაგვიანდება, თუ ამ ცოდნას ფლობთ.

მოხუცებულობის დემენცია - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ექიმები მას თანამედროვე სამყაროს კატასტროფას უწოდებენ, რომელიც უბრალოდ თავის დროს ელოდება. ყოველწლიურად დაავადებულების რაოდენობა იზრდება. სტატისტიკა გვაშინებს: ახლა მსოფლიოში ყოველ 4 წამში "მოხუცებულობის დემენციის" დიაგნოზს უსვამენ. რაც ყველაზე საშიშია, ამისგან დაზღვეული არავინ არის...



"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რა არის დემენცია, რატომ ჩნდება, როგორ შევნიშნოთ და შეიძლება თუ არა მისი თავიდან არიდება. 

დემენცია ხანდაზმულებში

დემენცია - განუკურნებული დაავადება, რომლის შედეგად ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს. დაავადება მაღალი ნერვული მდგომარეობის მძიმე არეულობით ხასიათდება. ის გონებრივი მდგომარეობის შესუსტებით, მეხსიერების დაკარგვით და ახალი უნარების ათვისების უუნარობით გამოირჩევა. გონება სუსტობით დაავადებულ ადამიანებში შეინიშნება მეხსიერების, აზროვნების, საუბრის უნარის დაკარგვა. ის პრაქტიკულად გადაწყვეტილების მიღების  და მდგომარეობის შეფასების უუნარო ხდება. 



დემენციის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ამ სფეროში ბევრი კვლევები ტარდება, მაგრამ დემენცია კვლავ საიდუმლოებით მოცული რჩება. არსებობს თეორია, რომ რისკის ერთ-ერთი ფაქტორია - ტვინის "არასწორი" დაბერება. ამაზე ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ არცერთი არ დამტკიცებულა. 

მოხუცებულობის დემენციის განვითარების პირველივე ნიშნების დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. რაც ადრე იქნება დაავადება აღმოჩენილი, მით უფრო მეტი შანსია შეაჩეროთ და სიმპტომების გამოვლენა შეამციროთ. მოდით გავერკვეთ, როდის ღირს ნერვიულობა და ექიმთან ვიზიტი. 

დემენციის 5 ნიშანი

  1. მეხსიერების გაუმჯობესება
    ადამიანი გულმავიწყი ხდება, ბოლოდროინდელ მოვლენებს ძნელად იმახსოვრებს. უფრო ხშირად ახალგაზრდობის დროინდელი მოვლენები ძალიან კარგად ახსოვს. 

  2. ქცევის ცვლილება
    ხშირად ადამიანი საკუთარი ჰობის მიმართ ინტერესს კარგავს, ხოლო ზოგიერთი ამოცანის შესრულება რთული ხდება. ჩნდება დაუდევრობის და უსუფთაობის ნიშნები. ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, მაგრამ ამის შესახებ უნდა შეახსენოთ. 

  3. ადგილის და დროის ორიენტაციის პრობლემები
    ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი საკუთარი სახლიდან ორ კვარტალში ტრიალებს. ხან ისე ხდება, ადამიანი ფიქრობს რომ განიცდის სიტუაციას, რომელიც 20 წლის წინ შეემთხვა. 

  4. აზროვნების სირთულეები
    ჩვეულებრივი ყოველდღიური ამოცანის შესრულების სირთულე არსებობს. ამაზე უფრო მეტი დროის დახარჯვა სჭირდება, ხოლო პროცესი უფრო რთული ხდება. 

  5. კომუნიკაციის პრობლემები 
    დემენციის მქონე ადამიანები ჩაკეტილები ხდებიან, კომუნიკაცია მათთვის ტვირთი ხდება.




ბევრი ექიმი აცხადებს, რომ ახლა დემენციის ბრძოლის მთავარი მეთოდია ადრეულ სტადიაზე მისი დიაგნოსტიკა. ყველა ზემოთ მოცემული სიმპტომი დაავადების გაჩენიდან 10-15 წელში ჩნდება. ამ დროისთვის, კი სამწუხაროდ, თავის ტვინში ცენტრის მეხუთე ნაწილის კვდომა ხდება. ასეთ შემთხვევაში არანაირ მკურნალობას ეფექტი არ ექნება. 

ახლა ექიმები აქტიურად მუშაობენ იმ საკითხზე, რომ დემენციის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება მოახდინონ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი შეიძლება სისხლის ანალიზი გახდეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სისხლში შემავალი გარკვეული ქიმიური ნივთიერების გამოვლენას შეძლებენ, რომელიც დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობის სიგნალი გახდება. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, დაავადება განუკურნებელი რჩება. 



დემენციის მკურნალობა ჯერჯერობით შეუძლებელია, მხოლოდ მისი თავიდან აცილება შეგვიძლია. ფილტვის კიბოს თავიდან ასაცილებლად მოწევას თავი უნდა დავანებოთ. გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სწორი კვება და ცხოვრების აქტიური წესი. და რა გავაკეთოთ დემენციის დროს? სამწუხაროდ, სწორი პასუხი არ არსებობს, რადგან მისი წარმოშობის მიზეზი უცნობია. მაგრამ გარკვეული ვარაუდები მაინც არსებობს. 


გონებასუსტობის პრევენცია

  1. ტვინის ვარჯიში
    გონებასუსტობის ყველაზე ეფექტური პრევენცია არის ტვინის მუდმივი დატვირთვა ინფორმაციით და მოქმედებით. ტვინთან ზუსტად ისეა, როგორც კუნთების შემთხვევაში. ის მუდმივად უნდა ავარჯიშოთ, რომ ტონუსში შეინარჩუნოთ. სხვადასხვა თავსატეხების და კროსვორდების ამოხსნა კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს. ეს ტვინის თავისებური ვარჯიშია, რომელიც მის ნეიროელასტიურობას ზრდის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას არ უშვებს. 

    90-იანი წლების დასაწყისში, ჩიკაგოში ერთი დიდი მსხვილი კვლევა ჩატარდა. სამედიცინო ცენტრის მეცნიერების ჯგუფი 65 წლის ასაკის ზემოთ 1175 პაციენტს აკვირდებოდა. თითოეულ სუბიექტს 1-დან 5-მდე ბალს ანიჭებდნენ, იქედან გამომდინარე რამდენად ხშირად უწევდათ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. ეს შეიძლება იყოს, მაგ., ტელევიზორის ყურება, წიგნის კითხვა, თავსატეხების ამოხსნა და სხვა სახის საქმიანობების.



    პაციენტები ყოველდღიურ დაკვირვებას გადიოდნენ 12 წლის განმავლობაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თითოეული დამატებითი ქულა თავის მფლობელს ტვინის ფუნქციების ორჯერ გაუარესებას იწვევდა. არსებობს ერთი მაგრამ: მათ შორის 148 ადამიანი, რომელთაც ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდათ, დაავადება თითოეულ ქულასთან ერთად 42%-ით უფრო სწრაფად ვითარდებოდა. 



    ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტვინის ვარჯიში დაავადების და სიმპტომების გამოვლენას აუცილებლად შეაფერხებს. ამასთან დაავადება უფრო სწრაფად განვითარდება. 

  2. წნევის კონტროლი
    ერთი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ მაღალი არტერიული წნევა გონებრივი შესაძლებლობის შესუსტებასთან იყოს კავშირში. ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები მაღალი წნევით უფრო ცუდად ასრულებდნენ ტესტს, რომელიც ვიზუალური ინფორმაციის აღქმასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ თქვენს არტერიულ წნევაზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. 



  3. ფიზიკური ვარჯიში
    ფიზიკური ვარჯიში ყველა ადამიანისთვის ასაკის მიუხედავად აუცილებელია. ხანდაზმული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ფიზიკური აქტივობა გვეხმარება ტვინის დაბერების შეფერხებასა და კონგნიტური ფუნქციების გაუარესების შეჩერებაში. რეგულარული ვარჯიში ხანდაზმულ ადამიანის საღ გონებაზე დარჩენის საშუალებას მისცემს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კვებაც მნიშვნელოვანია. 




აკადემიკოსი ბეჰტერევი, ცნობილი მეცნიერი, ამბობდა, რომ ჩვენს ტვინს მუდმივი განვითარება სჭირდება. დემენცია - ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა, მაგრამ მის პრევენციაზე  ახალგაზრდობიდანვე უნდა იფიქროთ. ეცადეთ მუდმივად თქვენი ტვინი დატვირთოთ, მიაწოდოთ საკვები. არ იზარმაცოთ, საკუთარ თავზე იმუშავეთ, რომ საღი აზრი ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ. 

სტატია თქვენთვის სასარგებლო იყოს? გაუზიარეთ მეგობრებს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.