» » » დემეციის ადრეული სიმპტომები: გთხოვთ, შეამოწმეთ თქვენი ხანში შესული ახლობლები

დემეციის ადრეული სიმპტომები: გთხოვთ, შეამოწმეთ თქვენი ხანში შესული ახლობლები

მოხუცების დემენცია - ჩვენი დროის სამყაროში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ექიმები მას თანამედროვე სამყაროს კატასტროფას უწოდებენ, რომელიც უბრალოდ თავის დროს ელოდება. ყოველ წელს დაავადებულთა რიცხვი მხოლოდ იზრდება. სტატისტიკა გვაშინებს: ახლა სამყაროში ყოველ 4 წამში სვამენ დემენციის დიაგნოზს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ მისგან, პრაქტიკულად, არავინაა დაზღვეული.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა არის დემენცია, რატომ ჩნდება იგი და როგორ ამოვიცნოთ ან შეიძლება თუ არა მისი პროფილაქტიკა.

დემენცია მოხუცებში
დემენცია - განუკურნებელი დაავადებაა, რომლის შედეგადაც ტვინის უჯრედები თანდათან კვდება. დაავადება ხასიათდება მაღალი ნერვული ცხოველქმედების დარღვევით. იგი თავს იჩენს გონებრივი შესაძლებლობების მკვეთრი შემცირებით, გონებისა და უნარების დაკარგვით და ახალი სწავლის შეძენის უუნარობით. ადამიანს, რომელიც დემენციითაა დაავადებული, აღენიშნება მეხსიერების, აზროვნებისა და მეტყველების პრობლემები. მას, პრაქტიკულად, აღარ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მომხდარის შეფასება.


დემენციის ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არაა დადგენილი. ამ კუთხით უამრავი კვლევა ტარდება, თუმცა დემენცია ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. არსებობს თეორია, რომ ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ტვინის "არასწორი" დაბერება. უამრავი თეორია არსებობს ამის შესახებ, თუმცა მათ შორის არც ერთი არაა დამტკიცებული.

ასაკობრივი დემენციის განვითარებისას მნიშვნელოვანია მისი დადგენა პირველივე სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში. რაც უფრო მალე ამოიცნობა დაავადება, მით უფრო დიდია შანსი, შეანელოთ მისი განვითარება და შეამციროთ სიმპტომები. მოდით, გავერკვეთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს.

  1. მეხსიერების გაუარესება
    ადამიანს ყველაფერი ავიწყდება, უჭირს ბოლოს მომხდარი ამბების გახსენება. უფრო მეტად იხსენებს ახალგაზრდობის მოვლენებს, რომლებიც ძალიან კარგად ახსოვს.
  2. ქცევის ცვლილებები
    ხშირად, ადამიანი კარგავს ინტერესს თავისი ჰობის მიმართ, ზოგიერთი ყოველდღიური დავალების შესრულება კი ურთულდება. შესაძლოა, გაჩნდეს დაუდევრობისა და გულგრილობის ნიშნებიც. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, თუმცა მუდმივად უნდა შეახსენოთ ამის შესახებ.
  3. ორიენტაციის პრობლემები დროსა და სივრცეში
    ხშირად ხდება, რომ ადამიანი სახლიდან ორ კვარტალში იკარგება. ასევე, ხდება ისეც, რომ ადამიანი თავს იმ მოვლენებში გრძნობს, რომლებიც 20(მაგალითად) წლის წინ ხდებოდა.
  4. აზროვნების პრობლემები
    შესაძლოა, გაჩნდეს სირთულეები ჩვეულებრივი, ყოველდღიური დავალებების შესრულების დროს. ამაზე უფრო მეტი დრო სჭირდება პაციენტს, პროცესი კი უფრო რთულად ეჩვენება.
  5. კონტაქტის პრობლემები
    დემენციის მქონე ადამიანი, შესაძლოა, გახდეს ჩაკეტილი და მორცხვი, კონტაქტი მათ აშინებს.


ექიმთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ახლა მთავარი საშუალება დემენციასთან საბრძოლველად - ადრეული დიაგნოსტიკაა. ყველა ზემოაღწერილი სიმპტომი ჩნდება დაავადების გაჩენიდან 10-15 წლის შემდეგ. ამ მომენტისთვის კი, სამწუხაროდ, უკვე მეხსიერების ცენტრის მეხუთები იღუპება თავის ტვინში. ამ შემთხვევაში, აღარავითარ მკურნალობას არ დაექვემდებარება დაავადება.
ახლა ექიმები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მოიფიქრონ საშუალება დემენციის ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტირებისთვის. ერთ-ერთი ასეთი საშუალება შეიძლება გახდეს სისხლის ანალიზით დიაგნოსტირება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ სისხლში კონკრეტული შემადგენლობის აღმოჩენას, რომელიც დემენციის სიგნალია ადრეულ სტადიაზე. თუმცა დღეისათვის, სამწუხაროდ, დაავადება განუკურნებლად ითვლება.


დემენციის განკურნება, ჯერჯერობით, შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი აღკვეთა. იმისათვის, რომ ფილტვების კიბო არ გაგიჩნდეთ, უნდა მოეშვათ მოწევას, ინფარქტის თავიდან ასაცილებლად - იკვებოთ სწორად და ივარჯიშოთ. როგორ უნდა მოიქცეთ დემენციის აღსაკვეთავად? სამწუხაროდ, ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა მაინც გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები.

დემენციის პროფილაქტიკა
  1. ტვინის ვარჯიში
    ყველაზე ეფექტური საშუალება დემენციის პროფილაქტიკისთვის არის ტვინის მუდმივი დატვირთვა ინფორმაციითა და მოქმედებებით. ტვინი ჰგავს ჩვენს კუნთებს: აუცილებელია მისი მუდმივი ვარჯიში ტონუსში შენარჩუნებისთვის. სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ეს ერთგვარი ვარჯიშია ტვინისთვის, რომელიც ზრდის ნეიროპლასტიკურობას და არ აძლევს კოგნიტურ ფუნქციოებს გაუარესების საშუალებას.

    90-იანი წლების დასაწყისში, ჩიკაგოში ერთი მსხვილი ექსპერიმენტი ჩატარდა. სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა დაიწყო დაკვირვება 65+ ასაკის 1157 ადამიანზე. თითოეულ მათგანს მინიჭებული ჰქონდათ 1-5 ქულა იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად კავდებოდნენ ინფორმაციის მიღებითა და დამუშავებით. იქნებოდა ეს, მაგალითად, ტელევიზორის ყურება, წიგნების კითხვა, კროსვორდების ამოხსნა და მსგავსი მოქმედებები.


    პაციენტები გადიოდნენ ყოველწლიურ გამოკვლევას 12 წლის მანძილზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ყოველი დამატებითი ქულა მფლობელში ორჯერ ანელებდა ტვინის ფუნქციის გაუარესებას. თუმცა, არსებობს 1 მაგრამ: იმ 148 ადამიანში, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინდათ, დაავადება დაახლოებით 42%-ით უფრო სწრაფად ვითარდებოდა ყოველ დამატებით ქულასთან ერთად. ანუ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტვინის ვარჯიში გადაავადებს დაავადების გაჩენასა და მის სიმპტომებს, თუმცა დაავადება მაინც რამდენჯერმე სწრაფად განვითარდება.

  2. წნევის კონტროლი
    ერთ-ერთი კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სისხლის მაღალი წნევა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებით. ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, მაღალი წნევის მატარებელი ადამიანები უფრო რთულად უმკლავდებიან ტესტებს, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის აღქმასთანაა დაკავშირებული. ამიტომ წნევის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.


  3. ფიზიკური სავარჯიშოები
    ფიზიკური დატვირთვები უბრალოდ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ასაკისგან დამოუკიდებლად. მოხუცებულისთვის კი იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ფიზიკური აქტივობა ანელებს ტვინის დაბერების პროცესს და აჩერებს კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. რეგულარული სავარჯიშოები ხანში შესულებს ეხმარება, დიდი ხნით შეინარჩუნონ გონება.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.