იმედს ნუ გადაიწურავთ! მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეხსიერებისა და ყურადღების რეგულარული ვარჯიში აჩქარებს ტვინის ნაცრისფერი ნივთიერების უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს ახალი ნეირონული სიგნალების გაჩენას და ტვინის ცალკეულ სტრუქტურებს შორის რთული ფუნქციური კავშირების წარმოქმნას.
რჩევებისრედაქციამ შეარჩია რამდენიმე შემოწმებული საშუალება გონების შესანარჩუნებლად, მეხსიერების გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ახალი გასაოცარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ახლა უკვე იცით, რითი უნდა მოკლათ დრო რიგში დგომისას, ტრანსპორტით მგზავრობისას ან ტელევიზორში სარეკლამო პაუზის დროს.
სავარჯიშოები მეხისერების გასაუმჯობესებლად
- ფერადი სიტყვები
ფოტოზე გამოსახულია სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ფერითაა დაწერილი, საჭიროა ხმამაღლა წარმოთქვათ არა ის სიტყვამ რომელსაც კითხულობთ, არამედ ის ფერი, რომლითაც ეს სიტყვაა დაწერილი. როცა ტექსტის ბოლომდე მიხვალთ, გაიმეორეთ სავარჯიშო უკუღმა.
მარტივი დავალება არაა, ასეა? საქმე ისაა, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ცდილობს, დაასახელოს ფერი, ხოლო მარცხენა გვაიძულებს სიტყვის წარმოთქმას. ამრიგად, თქვენ ავარჯიშებთ ორივე ნახევარსფეროს, რითიც ხელს უწყობთ მათ შორის ახალი კავშირების გაჩენას, ავარჯიშებთ კონცენტრაციის უნარებს და ცვლით ყურადღების ობიექტს. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკაში. - შულტეს ცხრილი
ეს პერიფერული მხედველობის, ყურადღებისა და კითხვის სიჩქარის შესანიშნავი ტრენაჟორია! სავარჯიშოს შესრულებისას შულტეს ცხრილი, დაახლოებით 30-35 სმ-ს მოშორებით უნდა იყოს თვალთაგან, როგორც წიგნის კითხვისას. ფოკუსი მიმართეთ ცენტრალურ ციფრებზე, რათა მთელ ცხრილს ხედავდეთ. ეცადეთ, არ "არბენინოთ" მზერა ცხრილზე.
იპოვეთ რიცხვები ზრდადობის მიხედვით 1-25მდე, გამოტოვების გარეშე და მაქსიმალურად სწრაფად, ეცადეთ, ხმამაღლა არ დაასახელოთ ისინი. მნიშვნელოვანია, არ მოაშოროთ თვალი ცენტრს და ციფრები მხოლოდ პერიფერული მხედველობით ეძებოთ. დამწყებები დავალებას 1 წუთში თუ უმკლავდებიან, თქვენი მიზანია ყველა ციფრი 10 წამში ოპოვოთ.
ამ სავარჯიშოში მთავარია არა ციფრების პოვნა, არამედ ცხრილის ცენტრში მზერა და, ამავდროულად, კარგად დანახვა როგორც ცენტრალური, ისე მეზობელი ციფრებისა. ამ ცხრილის წყალობით თქვენ გაავარჯიშებთ მხედველობის კუთხეს და ისწავლით ტექსტიდან მნიშვნელოვანი ცნობების დაჭერას. - ნიშნები თითებით
მარჯვენა ხელის თითებით უნდა გამოსახოთ "მშვიდობის სიმბოლო". მარცხენა ხელის თითებით კი - "ОК". შემდეგ შეცვალეთ ხელები და შეასრულეთ სავარჯიშო კიდევ რამდენჯერმე. ეცადეთ, ორივე სიმბოლო ხელებით ერთდროულად გამოსახოთ.
ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს რთული არაფერია, თუმცა დაწყებისთანავე იგრძნობთ, რომ ძალიან რთულია სინქრონულად ორი ხელით სხვადასხვა მოძრაობის შესრულება. შესაძლოა, ეს სავარჯიშო სისულელედ მოგეჩვენოთ, რეალურად კი იგი გვეხმარება კონცენტრაციის, ყურადღებისა და ერთი დავალებიდან მეორეზე სწრაფად გადართვის უნარის გაუმჯობესებაში. - ერთდროულად ორი ხელით წერა
ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ლეონარდი და ვინჩი, ნიკოლა ტესლა, პოლ მაკარტნი, ბენჟამინ ფრანკლინი, მარკ ნოპფლერი და კიანუ რივზი ერთნაირად ფლობ(დნ)ენ ორივე ხელს. თუ ამ ტექნიკას დაეუფლებით, კარგად გაავარჯიშებთ მეხსიერებას.
უნდა აიღოთ ორი ფურცელი და ხელებში თითო ფანქარი. დაიწყეთ გეომეტრიული ფიგურების ხატვა, ასოების ან სიტყვების წერა ერთდროულად ორივე ხელით. აუცილებლად ეცადეთ, ორივე ხელი აბსოლუტურად იდენტურად ამოძრავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარჯიშო ძალას დაკარგავს. ეს ხრიკი თქვენს ტვინს ასწავლის ერთბაშად რამდენიმე დავალების შესრულებას სწრაფად, ხარისხის დაქვეითების გარეშე.
გარდა ამისა, ეცადეთ, ხელები შეცვალოთ ჩვეულებრივი დავალებების დროსაც, როგორებიცაა კბილების გახეხვა, პარსვა, თმების ვარცხნა, კრემის წასმა. თუ მარჯვენა ხელს იყენებთ, შეასრულეთ მოქმედებების ნაწილი მარცხენათი. მალე შეამჩნევთ, თუ რა მარტივად და სწრაფად გადაერთვებით ერთი საქმიდან მეორეზე.
რაღაცის კეთება თვალდახუჭული შეგიძლიათ არამხოლოდ გადატანითი, ისე პირდაპირი გაგებითაც. ეს ტვინის მძლავრი გავარჯიშება და ახალი შეგრძნებაა. ჩვენ ყველა ვასრულებთ ყოველდღიურად სხვადასხვა ავტომატურ მოქმედებას, რომლებზეც აღარც კი ვფიქრობთ. სცადეთ, მიიღოთ შხაპი, დარეცხოთ ჭურჭელი შეგრძნებებით ან ფეხსაცმელი შეიკრათ დახუჭული თვალებით.
შეცვალეთ გადაადგილების ჩვეული მარშრუტები, რათა თქვენი მეხსიერება გაიაქტიუროთ. გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ახალგაზრდა დარჩეთ სულითა და ხორცით ხნიერ ასაკში, პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ საკუთარ გონებაზე და გამოიმუშავოთ სწორი უნარები.