თუ გახდომის უამრავი მეთოდი ეჭვს იწვევს, ეს მეთოდი მიზანში სვამს - იგი ჟურნალ Forbes-ის მიხედვით ათი საუკეთესო დიეტის სიაშია.
თავის დროზე, უფრო ზუსტად, XX საუკუნეში, ატკინსის დიეტამ ისეთი ფურორი გამოიწვია, რომ აშშ-ში საცხობი ინდუსტრია ლამის ჩაფლავდა. მკვეთრად შემცირდა მაკარონის ნაწარმის, პურის, ფანტელებისა და ბრინჯის გაყიდვადობაც კი, თუმცა, შედეგმაც არ დააყოვნა: 80-იანი წლებიდან მოყოლებული, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაიკლო წონაში ცილოვანი დიეტის დაცვით.
ატკინსის მენიუ თითქმის არ შეიცავს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს. ამასთან, თვითონ ატკინსი, რომელიც ექიმად მუშაობდა, კარგად ხვდებოდა, რომ ნახშირწყლების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ შეიმუშავა კვების სისტემა, რომლის დაცვაც დროის შეუზღუდავი პერიოდით შეიძლება და რომელიც მხოლოდ რთულ ნახშირწყლებს მოიცავს.
კვების ასეთი კურსი ორი გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველი: 2 კვირაში 7 კგ-ს დაკლება, რომლის შემდეგაც კურსი 6 თვეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ. ხოლო მეორე ორიენტირებულია ხანგრძლივობაზე - მისი დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძკიათ. დაიწყეთ პირველით და, შედეგს როცა იხილავთ, გამოიტანეთ დასკვნები. სწორედ ამაშია ატკინსის დიეტის მთელი მშვენება.
ამ მენიუს 2 კვირით დაცვისას გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ პურ-ფუნთუშეულის, ტკბილი ხილის, შაქრისა და სახამებლის შემცველი ბოსტნეულის მოხმარება ნულს უტოლდებოდეს.
ატკინსის მენიუ
საუზმე
დილა დაიწყეთ 1 ჭიქა წყლით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, რათა საჭმლის მონელების სისტემა ჩაუშვათ. წყალი არ უნდა იყოს ცივი ან გაზიანი. თვითონ საუზმის ვარიანტი ორია:
- მაწონი
- ხაჭო
ასეთი საკვები დიდად არ ტვირთავს ცარიელ საჭმლის მომნელებელ სისტემას და სწრაფად აითვისება. ამიტომ, ერთის ჩაგდებით, უნდა მოაწყოთ მცირე წახემსება, რათა შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ. თუ შიმშილს არ გრძნობთ, გაამდიდრეთ მაწონი ან ხაჭო რომელიმე ხილით:
- ქლიავი
- მსხალი
- რამდენიმე ლებანი ფორთოხალი
სადილი
მსუბუქი საუზმიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეუდექით სადილს. არც აქ უნდა გამოტოვოთ წყლის დალევა.
- ორთქლზე მომზადებული თევზი ბრინჯითა და 2 კიტრით.
- თევზის სუპი 2 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პურით, 2 პომიდორი, რამდენიმე ცალი ჩირი ან მანდარინი დესერტად.
- ღუმელში გამომცხვარი ხბოს ხორცი(100გ) ველური ბრინჯით(შავი ბრინჯი) და რამდენიმე ფოთოლი მწვანე სალათით.
ვახშამი
მთავარია, დაძინებამდე 3 საათით ადრე არ ჭამოთ. თუ 9 საათზე წვებით დასაძინებლად, ესე იგი 6-ის შემდეგ არ უნდა ჭამოთ. მიირთვით 1 ჭიქა წყალი და შეუდექით ვახშმის ერთ-ერთ ვარიანტს:
- ზღვის პროდუქტების სალათი: 2 ს.კ. სიმინდი, მოხარშული კვერცხი, მოხარშული კალმარი, 1 მუჭა კრევეტები, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ნიორი; მოხარშული ველური ბრინჯი.
- 250 გ გამომცხვარი ქათმის მკერდი გრეიფრუტით.
- 100 გ გამომცხვარი ხბოს ხორცი მოთუშული კომბოსტოსა და ბროკოლის სალათთან ერთად, შევაზებული ათქვეფილი კვერცხით.
- გამომცხვარი თევზი პომიდვრის, ტკბილი წიწაკის, კიტრის, მწვანე სალათის ფოთლების, კვერცხისა და მუჭა თხილის სალათთან ერთად; 1 ნაჭერი შვრიის პური და ცოტა ანანასი.
აეტი დიეტის დიდი უპირატესობა ისაა, რომ მშიერს არ დაგტოვებთ. არც ეფექტი დააყოვნებს: ორგანიზმი უფრო დიდი რაოდენობის ცხიმებს გამოიყენებს ენერგიის მარაგის აღსადგენად. ამასთან, კუნთოვანი მასა მათში, ვინც ივარჯიშებს კიდევაც, მხოლოდ გაიზრდება.
თუმცა, როგორც კი დაიწყებთ შედეგის შემჩნევას, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ რაციონში თანდათან შემოიტანოთ რთული ნახშირწყლები. მცენარეული სახით ისინი საუკეთესოა, რადგან ცელულოზა ატკინსის დიეტაში იდეალური დანამატია. ამისთვის მიირთვით მწვანე პარკოსნები, სატაცური, მწვანე ფოთლები, ნიახური, ბროკოლი, კიტრი, ტკბილი წიწაკა და კენკრა.
ცილებით გახდომა გამოიღებს სასურველ შედეგს, ოღონდ ამის შემდეგ რაციონი უნდა დააბალანსოთ სწორი ნახშირწყლებით. შეგიძლიათ, ნახშირწყლოვანი განტვირთვა წელიწადში რამდენჯერმე მოიწყოთ და გააგრძელოთ ცხოვრების ჩვეული წესი.
უკუჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებების მქონეთათვის ატკინსის მეთოდი დაუშვებელია. რობერტ ატკინსი იყო კარდიოლოგი და შესანიშნავად იცოდა, რომ ასეთი მენიუ ასქელებს სისხლს და ზედმეტ დატვირთვას ქმნის თირკმლებზე. სწორედ ამიტომ გვირჩევდა, რომ დიეტის დროს მეტი მწვანე ჩაი მიგვეღო - რათა ორგანიზმიდან მარილები გამოიდევნოს.