» » » სწრაფი საშუალება ჭარბი წონის წინააღმდეგ: სიმსუქნე 16 დღეში გაქრა

სწრაფი საშუალება ჭარბი წონის წინააღმდეგ: სიმსუქნე 16 დღეში გაქრა

ჩვენი რედაქცია მუდმივად ახარებს გახდომის მსურველებს. ამჯერად, საუბარი იქნება კვებაზე, ნახშირწყლების გარეშე, რომელიც მიეკუთვნება სხეულის მასის შემცირების ყველაზე სწრაფ საშუალებებს.



გახდომა ლოზუნგით "ჭამე და გახდი!" რეალური გახდა, უნახშირწყლო დიეტით. სწორედ მას მიმართავენ სპორტსმენები, როცა სურთ ცხიმოვანი ფენების სწრაფი მოშორება, რათა კუნთები გაცილებით რელიეფური და მიმზიდველი გახდეს. მათთვისაც, ვინც სპორტისგან შორსაა, ეს საშუალება, მკაცრი აკრძალვების გარეშე, ნამდვილი საგანძურია ჭარბი წონის მოსაშორებლად.



გასახდომი დიეტა ნახშირწყლების გარეშე
ამ დიეტის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მის დროს მოიხმარება მხოლოდ ცილები და ცხიმები, მცირდება შიმშილის გრძნობა და ირთვება ცხიმის წვის მექანიზმი. დიეტის დაცვა საკმაოდ მარტივია, მაგრამ კვება მკაცრი სქემით დაშვებულია მხოლოდ 1 კვირით, რათა არ დააზიანოთ თირკმლები და ღვიძლი.



ნებადართული პროდუქტები
  • ქათამი, ინდაური, საქონლისა და ცხვრის ხორცი (ასევე, სუბპროდუქტები) შეიძლება ნებისმიერი სახით, შეზღუდვის გარეშე.
  • ნებისმიერი თევზი და ზღვისპროდუქტი;
  • კვერცხი, მაგარი ყველი ნებისმიერი რაოდენობით, კეფირი და ხაჭო - პერიოდულად, არც ისე დიდი ულუფებით.
  • ბოსტნეული: კიტრი, ყვავილოვანი და თეთრთავიანი კომბოსტო, ბოლოკი, ნიახური, სალათის ფოთლები. ასევე, შეგიძლიათ სოკოს მირთმევაც.
  • ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ნებისმიერი სახის ციტრუსი, ვაშლი და ატამი.
  • ცხიმების დამატებითი წყაროსთვის - თხილი, მზესუმზირა და გოგრის მარცვლები.
  • სასმელებიდან ნებადართულია ჩაი, ყავა, ჩირის კომპოტი და მოცხარის მორსი - შაქრის გარეშე!
  • ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მცირე რაოდენობით ნებადართულია ბარდა, წიწიბურა, შვრია.


აკრძალული პროდუქტები
  • ნებისმიერი ტკბილეული, მათ შორის, თაფლი, ტკბილი ხილი(ბანანი, ყურძენი)
  • ნახევარფაბრიკატები: ძეხვი, სოსისი, ფასტ-ფუდი
  • ფაფის ყველა სახეუბა და ფქვილისშემცველი პროდუქტი
  • ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და სიმინდი
  • ალკოჰოლი, რათა არ გამოიწვიოთ მადის მომატება
უნახშირწყლო მენიუ კვირის მანძილზე განაწილებულია დღეში 5-6 ულუფად. თეფშზე დაახლოებით 300 გ ხორცი ან თევზი და 150 გ დაშვებული ბოსტნეული და მწვანილი უნდა იყოს. ციტრუსი, მოცხარი ან რამდენიმე ცალი თხილი - დესერტზე.



უნახშირწყლო დიეტის საჩვენებელი მენიუ:
  1. საუზმე: 2 ც მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ყველი, უშაქრო ყავა ან ჩაი.
  2. სადილი: მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის მკერდი, ბოსტნეული, 1 ნაჭერი მაგარი ყველი.
  3. სამხარი: 1 მუჭა თხილი, 1/2 გრეიფრუტი.
  4. ვახშამი: მოხარშული მწვანე ბარდა, ქათმის მკერდის ან თევზის პატარა ნაჭერი.
  5. გვიანი ვახშამი: 200 მლ კეფირი.
მნიშვნელოვანი წესი:ჭამის შემდეგ 30 წუთის მანძილზე დალევა არ შეიძლება, დღის განმავლობაში კი მინიმუმ 1.5 ლ წყალი აუცილებელია! უნახშირწყლო დიეტა ხშირად იწვევს ყაბზობას, ამიტომ არ გამორიცხოთ პროდუქტი, რომლებიც შეიცავს მცენარეულ ცელულოზას.


ერთკვირიანი კურსის შემდეგ გადადით უფრო შემსუბუქებულ რეჟიმზე, რომელიც ჯანსაღი კვების პრინციპებს შეესაბამება. მიღებული შედეგით ნამდვილად კმაყოფილი იქნებით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.