» » » 9 სწრაფი და იაფი საშუალება სამზარეულოს ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად

9 სწრაფი და იაფი საშუალება სამზარეულოს ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად

სამზარეულოს ნიჟარის გაჭედვა ყველაზე ხშირი და გამაღიზიანებელი პრობლემაა, რომელიც ყოველდღიურობაში შეიძლება გაგიჩნდეთ. ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება, სერიოზულად უშლის ხელს ყოველდღიურ საქმიანობას. საბედნიეროდ, არსებობს იაფი და მარტივი გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, სულაც არაა აუცილებელი სანტექნიკოსის გამოძახება.

რჩევების რედაქცია გთავაზობთ 10 მარტივ და სწრაფ გზას ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად.

  1. მარილი, სოდა და ძმარი
    დავიწყოთ ძლიერი საშუალებით, მათთვის ვისაც არ უყვარს რაღაცის გამოსწორება მანამ, სანამ სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის. სასწაული იწყება დრენაჟში მდუღარე წყლის ჩასხმით - ეს დაარბილებს გაჭედილ მასას და დაეხმარება დაპატარავებაში.
    • აიღეთ 1/2 ფინჯანი საკვები სოდა და 1/4 ფინჯანი მარილი. შეურიეთ და მოაყარეთ დრენაჟის ხვრელზე.
    • გაათბეთ 1 ფინჯანი ძმარი, მიიყვანეთ ადუღებამდე(ოღონდ არ აადუღოთ) და მოასხით დრენაჟს.
    • სრაფად დაახურეთ დრენაჟს - არ მისცეთ ქაფს უკან ამოსვლის საშუალება.
    • დაელოდეთ 15-30 წუთით, შემდეგ მოასხით მდუღარე წყალი.
  2. მარილი და მდუღარე წყალი


    თუ გაჭედვა სერიოზული არაა, ან ახლახან გაჩნდა, შეგიძლიათ უფრო მსუბუქ ზომებს მიმართოთ. მარილი გაწმენდს მილს შიგნიდან, მოაშორებს ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს. იმის გამო, რომ მისი ეფექტი მუსბუქია, გამეორება რამდენჯერმე მოგიწევთ - განსაკუთრებით, თუ დაბრკოლება იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ფიქრობდით.
    • აიღეთ 1/2 ფინჯანი მარილი და მოაყარეთ დრენაჟს.
    • აადუღეთ წყალი და მოასხით მარილს.
    • ჩართეთ ონკანში ცხელი წყალი და ჩარეცხეთ ხვრელი რამდენიმე წუთის მანძილზე.
    • გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში.
  3. ძმარი და სოდა


    ძმარი და სოდა მსოფლიოს კლასიკაა, როცა საქმე დრენაჟის გაჭედვას ეხება. ეს სწრაფი და მარტივი გადაწყვეტაა, ამასთან, ყველაზე იაფფასიანი.
    • მოასხით მდუღარე წყალი დრენაჟს. რაც მეტი - მით უკეთესი.
    • დაუმატეთ 0.5-1 ფინჯანი სოდა და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
    • ახლა შეურიეთ მდუღარე წყალი და ძმარი 1:1 პროპორციით და მოასხით სოდას.
    • დაფარეთ დრენაჟი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სატუმბი.
    • მოასხით კიდევ ერთხელ მდუღარე წყალი და მორჩა.
  4. ალკა-სელცერი


    კიდევ ერთი გზა მსუბუქი დაბრკოლების მოსაღოებლად - ოღონდ არა თმებისთვის, ეს აბები მსგავს დაბრკოლებას ვერ გაუმკლავდება.
    • ჩაყარეთ ორი აბი ალკა-სელცერი დრენაჟის ხვრელში.
    • მოასხით 1 ფინჯანი ძმარი და დაელოდეთ ქიმიურ რეაქციას.
    • მოასხით მდუღარე წყალი, რათა დარწმუნდეთ, რომ დაბრკოლება ჩაირეცხა.
  5. კაუსტიკური სოდა


    ნატრიუმის ჰიდროქსიდი მაგიური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ზოგიერთი მყარი მასის სითხედ გცევა შეუძლია. სწორედ მად იყენებენ დრენაჟში თმისა და სხვა მასების გასანადგურებლად.
    • აიღეთ სათლი და ჩაასხით 3 ლ ცივი წყალი
    • დაუმატეთ 750 მლ კაუსტიკური სოდა და კარგად მოურიეთ(არ შეეხოთ შიშველი ხელებით!)
    • დაელოდეთ, სანამ წყალი შუშხუნს დაიწყებს ქიმიური რეაქციის გამო.
    • ჩაასხით სითხე დრენაჟში და გააჩერეთ 20 წუთით.
    • დროის გასვლის შემდეგ ჩარეცხეთ მდუღარე წყლით.
  6. P-ტრაპის გაწმენდა


    თუ ქიმიური რეაქციები არ მოქმედებს, ფიზიკური ჩარევა ხდება საჭირო. P-ტრაპი P-ს ფორმის მილია ნიჟარის ქვემოთ, რომელიც აგროვებს სიბინძურესა და საჭმლის ნარჩენებს. მისი ფორმის გამო, იგი დრენაჟის გაჭედვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდება.
    • ჯერ უნდა მოემზადოთ გაწმენდითი სამუშაოებისთვის - მოაშორეთ დამდგარი წყალი ნიჟარიდან, რადგან როგორც კი ტრაპს გახსნით, ის ქვემოთ ჩავა. ახლა შეუდგით სათლი ტრაპს, მოიმარაგეთ პირსახოცები და დაიწყეთ.
    • P-ტრაპი მიმაგრებულია ორ მილზე ჭანჭიკებით - მოუშვით.
    • როცა ტრაპს მოაცილებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ წმენდა. ის საკვებით, სიბინძურითა და თმით იქნება სავსე. გამორეცხეთ წყლით.
    • როგორც კი მორჩებით, მიამაგრეთ ტრაპი თავის ადგილას.
  7. დრენაჟის გველი


    თუ ჯერ ტრაპი არ მიგიმაგრებიათ, ახლა საუკეთესო დროა დრენაჟის გველის გამოსაყენებლად.
    • აიღეთ ველი და ჩადეთ იგი მილში წრიული მოძრაობებით. თუ გრძნობთ, რომ რაღაც გაბრკოლებთ, მიაწექით.
    • როგორც კი დაბრკოლებას გაარღვევთ, ამოიღეთ გველი უკან. გაწმინდეთ და ისევ ჩადეთ ხვრელში.
    • როგორც კი დარწმუნდებით, რომ დაბრკოლებები აღარაა, მიამაგრეთ ტრაპი უკან და ჩარეცხეთ მდუღარე წყლით.
  8. მავთულიანი ტანსაცმლის საკიდი


    საკიდი ძირითადი მეთოდია, რომელიც ანაცვლებს გველს. გამოიყენეთ იგი ისევე, როგორც სპეციალური გამწმენდი გველი.

  9. სატუმბი


    ეს ყველაზე ზარმაცებისთვისაა.
    • თუ ორგანყოფილებიანი ნიჟარა გაქვთ, ჩაკეტეთ ერთის დრენაჟი.
    • ახლა აიღეთ სატუმბი და მოათავსეთ დრენაჟის ხვრელზე. გახსენით ონკანი და გაავსეთ ნიჟარა, სანამ წყალი არ დაფარავს სატუმბის ფინჯანს.
    • დაიწყეთ ტუმბვა - იგი შეიძლება ნიჟარას მიეწებოს. ნუ დაიშურებთ ფიზიკურ ძალას.
    • სცადეთ 6-10ჯერ, შემდეგ ნახეთ, დაიწყო თუ არა წყალმა გაწოვა. თუ არა - გაიმეორეთ პროცედურა.
    • როგორც კი დაბრკოლებას გაანადგურებთ, მოუშვით მდუღარე წყალი.

თქვენ როგორ უმკლავდებით დრენაჟის გაჭედვას?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.