» საკვები სოდა იაფი და შეუცვლელი საწმენდი საშუალებაა: მისი გამოყენების 21 გზა

საკვები სოდა იაფი და შეუცვლელი საწმენდი საშუალებაა: მისი გამოყენების 21 გზა

საკვები სოდა შესანიშნავი მაფუებელი საშუალებაა, რომელსაც ცომის მომზადებისას იყენებენ. მაგრამ მისი შესაძლებლობები აქ არ მთავრდება!

ეს უნივერსალური საშუალებაა დალაგებისთვის. სოდით რეცხავენ და წმენდენ, პრაქტიკულად, ყველაფერს. სოდა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს ალერგიას, არ ტოვებს სუნს, იაფია და იდეალურად წმენდს სხვადასხვა დაბინძურებას.



Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ სოდის გამოყენების 21 გზას, რომლებზეც *ალბათ* აქამდე არასდროს გიფიქრიათ.

დალაგება სოდასთან ერთად

  1. რბილი ავეჯის ზედაპირის წმენდა
    გახსენით სოდა წყალში და ამ ხსნარით დაამუშავეთ რბილი ავეჯი, რომლის ზედაპირიც დაბინძურებულია და უსიამოვნო სუნი ასდის. 15 წუთის შემდეგ, ეს ადგილი დაამუშავეთ მტვერსასრუტით და დატკბით მიღებული სისუფთავით.



  2. ჩაიდანი
    სამზარეულოს ჭურჭლიდან ჩაიდანი, ალბათ, ყველაზე სწრაფად ჭუჭყიანდება შიგნიდან. ამის მიზეზი წყლის ხარისხი ან ისაა, თუ როგორ ვიყენებთ.
    ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება ჩაიდნიდან ნადების და სიბინძურის მოსაშორებლად სოდაა. ჩაყარეთ 1 ს.კ. ფხვნილი წყალში და აადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ჩაიდანი, გაავსეთ წყლით და ხელახლა აადუღეთ, რომ სოდის ნარჩენებიც მოაშოროთ.



  3. ცხიმიანი ტაფა
    შეურიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკვებ სოდას და გაწმინდეთ ცხიმიანი ტაფა. ცხიმი ძალისხმევის გარეშე გაქრება.

  4. ვერცხლის ნაკეთობები
    თუ თქვენმა ვერცხლის სამკაულებმა დაკარგა პირვანდელი ბრწყინვალება, ჩადეთ ქვაბის ფსკერზე მეტალის ფოლგა, მოაყარეთ 60 გ სოდა, დაასხით 1 ლ ცხელი წყალი და ჩაყარეთ წყალში ვერცხლის ნაკეთობები. ამის შემდეგ, დადგით ქვაბი ცეცხლზე. ადუღეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. 3-4 წუთში ნახავთ, როგორ ბრწყინავს მეტალი. ვერცხლის წმენდა სოდით მათ პირვანდელ ელფერს უბრუნებს.



  5. ფეხსაცმელი
    ჩვეულებრივი საკვები სოდა უმკლავდება ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს. ყველაზე კარგად იგი ტყავის ფეხსაცმელებსა და ჩექმებზე მოქმედებს, მაგრამ იგი ნებისმიერი ფეხსაცმლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის, აიღეთ მწიკვი საკვები სოდა და ჩაყარეთ ფეხსაცმელში. ამის შემდეგ გააჩერეთ 1 საათით და გადმოყარეთ სოდა.



  6. საკვები კონტეინერები
    ისინი საკმაოდ მარტივად ისვრება. ამიტომაც, განაახლეთ სოდამოყრილი ღრუბლით ან გახეხეთ ყველაზე ჩამჯდარი ლაქები თბილი წყლითა და სოდით.

  7. ბინძური მაცივარი
    თუ მაცივარში უსიამოვნო სუნი დადგა, შეგიძლიათ მისი გაქრობა სოდით. გაწმინდეთ სოდით ყველა კედელი და თარო. ასევე, ცოტაოდენი ფხვნილი ჩაყარეთ პატარა ჭურჭელში და დადგით მაცივარში.

  8. ხილი და ბოსტნეული
    პროდუქტებზე ცვილის ნალექის მოსაშორებლად, გარეცხეთ ისინი სოდის ხსნარში.



  9. სამზარეულოს ნებისმიერი ზედაპირი
    თქვენს სამზარეულოში თითქმის ყველა ზედაპირის გაწმენდაა შესაძლებელი საკვები სოდით. მისი წყალთან გაზავებით უსაფრთხოდ და ეფექტურად გაწმენდთ ქვის ზედაპირს, ნიჟარებს, მიკროტალღურ ღუმელს, ღუმელსა და სამზარეულოს ხელსაწყოებს.

  10. ღრუბლები
    ინტენსიური გამოყენების რამდენიმე დღის შემდეგ, სამზარეულოს ღრუბლები აგროვებს სიბინძურესა და სუნს, გამოუსადეგარი ხდება. ამ მდგომარეობის გამოსწორება შეგიძლიათ, თუ ღრუბელს მთელი ღამით სოდისა და წყლის ხსნარში. თუმცა, ნუ გამოიყენებთ ღრუბლებს 2-3 კვირაზე მეტხანს!

  11. შინაური ცხოველის საწოლი
    საწოლის გაწმენდა მარტივია: მოაყარეთ დიდი რაოდენობით საკვები სოდა, დაელოდეთ 15 წუთით და დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

  12. სუნი ნაგვის ურნიდან
    ჩაყარეთ ერთი კოვზი სოდა ნაგვის პაკეტში ან მის ქვემოთ. საკვები სოდა ნატურალური აბსორბენტია, იგი უმკლავდება უსიამოვნო სუნს, თქვენ კი არ მოგიწევთ ურნის ყოველ გახსნაზე სახის დამანჭვა.



  13. გაჭედილი მილები
    მილებიდან უსიამოვნო სუნი ამოდის, ან წყალს ჩასვლა უჭირს? თამამად ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა ხვრელში, შემდეგ დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი. მაშინვე დაახურეთ ხვრელს სქელი ხელსახოტი ან თეფში - ფეიერვერკი იქნება. ამის ნუ შეგეშინდებათ, დაელოდეთ 5 წუთით, შემდეგ ჩართეთ ცხელი წყალი და ჩარეცხეთ.



  14. ძველი სათამაშოები
    სათამაშოები გაწმინდეთ სოდისა და წყლის ხსნარში ამოვლებული ჯაგრისით.

  15. ნახატები კედელზე
    თუ ბავშვებმა კედლები მოხატე, მოაშორეთ ფანქრები სველი ღრუბლითა და საკვები სოდით, დაატანეთ ძალა.



  16. ობი აბაზანაში
    ობი პატარა ლაქიდან იწყება და სწრაფადვე ხდება ჯანმრთელობისთვის საშიში. მოამზადეთ ასეთი მარტივი და იაფი საშუალება ობის წინააღმდეგ: 2 ს.კ. სოდას დაუმატეთ 1 კოვზი სარეცხი ფხვნილი და ერთი ჭიქა ცხელი წყალი. კარგად მოურიეთ ხსნარს, შემდეგ კი ჩაალბეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაწმინდეთ ობის მონაკვეთი. ამავე საშუალებით შეგიძლიათ კაფელს შორის ზოლები გაწმინდოთ.



  17. სარეცხის რეცხვა
    მცირეოდენი სოდა ქსოვილების რეცხვისას - ფერად ტანსაცმელს გახდის უფრო მკვეთრს, თეთრს კი - უფრო ღიას. ამასთან, ამ საშუალებით დააბალანსებთ წყლის სიხისტეს, რითიც დაიცავთ სარეცხის მანქანას.

  18. ხალიჩები
    სწრაფად და მარტივად გაწმენთ ხალიჩებს სოდის გამოყენებით. უბრალოდ მოაყარეთ მას სოდა, 30 წუთში კი მტვერსასრუტით დაამუშავეთ. ამასთან, სოდა მოაშორებს უსიამოვნო სუნსაც.



  19. გრილის ბადე
    ნუ ჩაალბობთ წყალში - ჯერ გააცივეთ, მოაყარეთ სოდა და შემდეგ მშეუდექით სახეხით ან ფოლგის ბურთულით მსღალ წმენდას.


  20. თეთრეული
    როგორც მაცივრის თაროების შემხვევაში, ღია სოდიანი ჭურჭელი გადაჭრის თქვენი პირსახოცებისა და თეთრეულის პრობლემებს. საკვები სოდა ხომ უსიამოვნო სუნს მარტივად იწოვს.

  21. უთოს მიმწვარი
    უთოზე ჟანგის ჯიუტი კვალი, ნამწვრები ან ნალექი მოშორდება საკვები სოდით. შეურიეთ 2 ს.კ. სოდა მცირე ოდენობით წყალს ან 9%-იან ძმარს ისე, რომ მიიღოთ პასტა. წაუსვით იგი ოდნავ გამთბარ უთოს და გაწმინდეთ ქსოვილით.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.