» » » ამ მარტივი და იაფი საშუალების შედეგიანობა ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ეჭვგარეშეა!

ამ მარტივი და იაფი საშუალების შედეგიანობა ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ეჭვგარეშეა!

თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსადეგარი და ეფექტური მხოლოდ ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატებია, ესეიგი თქვენ პრაქტიკაში ჯერ არ გამოგიცდიათ და გამოგიყენებიათ საკვები სოდა, რომელიც საოცარი თვისებებით გამოირჩევა. "რჩევების" რედაქციას არაერთხელ მოუმზადება სტატია საკუთარი მკითხველისთვის მოცემული იაფი პროდუქტის კოსმეტიკური თვისებების შესახებ. როგორც გაირკვა, მისი დახმარებით არა მხოლოდ კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლა, არამედ რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლაა შესაძლებელი.



მოცემული უსიამოვნო დაავადების მკურნალობა საკვები სოდითა და წყალბადის ზეჟანგით - მრავალჯერ გამოცდილი პრაქტიკა, რომლის ეფექტურობა და შედეგიანობა ეჭვგარეშეა. სოდაზე დაფუძნებული შინაური საშუალებებით მარტივია ტკივილის დამარცხება, ანთების ჩახშობა და შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციის დარეგულირება. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალებები გამოდგება რეაქტიული, ტრავმატული და რევმატოიდული ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზისა და პოდაგრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საკვები სოდა ართრიტის წინაღმდეგ

სოდის წყალხსნარი
ართრიტის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტური და ძლიერმოქმედი საშუალების დასამზადებლად 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) თბილ წყალში უნდა გახსნათ 3 გრამი საკვები სოდა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ სოდის რაოდენობა 15 გრამამდე. სამკურნალო სასმელის მიღება რეკომენდებულია დილას, ჭმამადე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 30 დღე.



კომპრესი საკვები სოდით
რეცეპტი № 1: შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ზღვის მარილი, მდგოვის ფხვნილი, სოდა და თაფლი. მიღებული პასტისებრი მასა წისვით პრობლემურ სახსარზე, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზემოდან თბილი ქსოვილი. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია დაძინების წინ და მისი დატოვება მთელი ღამით. 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით ან 2 დღიანი ინტერვალით.



რეცეპტი № 2: შეურიეთ ეთმანეთში საკვები სოდა, თაფლი და ნავთი პროპორციებით 1 : 10 : 10. მზა მასა რბილ ქსოვილზე წაუსვით სქელ ფენად და დაიფინეთ მტკივან სახსარზე. დაიტოვეთ კომპრესი სამოქმედოდ 45-60 წუთის განმავლობაში. თქვენ შეგაწუხებთ წვის მსუბუქი შეგრძნება, რაც სავსებით ნორმალურია. ამ დროის გასვლის შემდეგ მოიხსენით კომპრესი და დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთი მცენარეული ზეთით, გადაიხვიეთ თბილი ქსოვილი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა 14 დღის განმავლობაში 2 დღიანი ინტერვალებით.



აბაზანა საკვები სოდით
თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ თანაბარი რაოდენობით საკვები სოდა და ზღვის მარილი. მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ დაზიანებული კიდურები 15-20 წუთის განმავლობაში. პარალელურად თითის ბალიშების გამოყენებით იკეთეთ სხეულის დაზიანებული მონაკვეთის მასაჟი. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება საღამოს საათებში, დაძინების წინ, რადგან ასეთი აბაზანა დამამშვიდებელი და მომადუნებელი ეფექტით გამოირჩევა.



მართალია, მოცემული მეთოდების ეფექტურობა დროითაა დამტკიცებული და ისინი არაჩვეულებრივად უმკლავდება ტკივილს, ახშობს ანთებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფის დრენაჟს, თუმცა თვითმკუნალობის დაწყებამდე ყოველთვის საჭირო და აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისგან რჩევების მიღება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.