» » » გადააჩვიეთ თმა და თავის კანი შამპუნს - არავითარი ქერტლი, ცხიმიანობა და უსიცოცხლო ბოლოები

გადააჩვიეთ თმა და თავის კანი შამპუნს - არავითარი ქერტლი, ცხიმიანობა და უსიცოცხლო ბოლოები

ყველამ იცის, რომ საკვები სოდის გამოყენება ათასნაირი გზით შეიძლება. იგი შეუცვლელია ნივთების გასაწმენდად, კულინატიაში, კოსმეტოლოგიასა და უამრავი დაავადების განკურნებაში. სოდა უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ათობით სხვას ანაცვლებს. მითუმეტეს, ჩვენ ყოველდღე ვიგებთ მისი გამოყენების ახალ გზას.

საკვები სოდა შესამჩნევად აუმჯობესებს თმის იერს და წმენდს მას უკეთ, ვიდრე ნებისმიერი შამპუნი. სოდა ანიჭებს თმებს ბზინვარებას, სირბილესა და მოცულობას უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ. იმის ნაცვლად, რომ თმა მავნე ქიმიკატებს მიანდოთ, გთავაზობთ თავის დაბანას სოდის ხსნარით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!



თმის მოვლა საშინაო პირობებში
სოდის ხსნარი თავის დასაბანად - ეს მარტივი, უკიდურესად იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. მთავარი კი ისაა, რომ ნატურალური და უვნებელია. სოდა შესანიშნავად ბანს თმას, მისი ამქერცლავი თვისება აშორებს თავის კანს ქერტლს. უნდა გახსოვდეთ ერთი წესი: სოდის ხსნარი მშრალ თმაზე უნდა წაისვათ.

ინგრედიენტები:
  • 2 ს.კ. სოდა
  • 0.5 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 500 მლ თბილი წყალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება
  1. დიდ ფინჯანში 2 ს.კ. სოდას დაასხით მდუღარე წყალი. სოდა უნდა აშუშხუნდეს. მოურიეთ კოვზით, სანამ არ გაიხსნება. ეს პროპორცია უხდება ცხიმიან თმას, მშრალი და მსხვრევადი თმისთვის კი გჭირდებათ 1 ჩ.კ. სოდა.


  2. შეავსეთ ფინჯანი თბილი წყლით. სურვილისამებრ, დაუმატეთ ჩაის ხის ეთერზეთი.


  3. დაისხით ხსნარი თმებზე და დაიწყეთ შეზელა. ეფექტი ისეთი იქნება, თითქოს თმაზე საპონი წაისვით. ეს თმის ცხიმისა და სოდის შერევის ეფექტია.

  4. კარგად შეიზილეთ თმაში ხსნარი 3 წუთის მანძილზე, შემდეგ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.


  5. მოამზადეთ ლიმონის სავლები. 500 მლ თბილ წყალში ჩააწურეთ წვენი, ამ ხსნარით დაიზილეთ თმა, გაწურეთ და შეიხვიეთ პირსახოცით.


  6. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და გააშრეთ თმა ბუნებრივად, ფენის გარეშე.
შამპუნიდან სოდის ხსნარზე გადასასვლელად 4-5 პროცედურა დაგჭირდებათ. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ თმა კარგად არ იბანება, მაგრამ ცხიმიანობა სულ რამდენიმე დღეში გაქრება და თმა გაგახარებთ თავისი იერით 1 კვირის მანძილზე.

ახლა უკვე აღარ მოგიწევთ თავის დაბანა ისე ხშირად, როგორც აქამდე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.