რჩევების რედაქცია გთავაზობთ ფაქტებსა და კვლევებს ქალბატონთა სხეულების შესახებ.
- დილაობით გულისრევა სასარგებლოა მომავალი დედისთვის
კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დილაობით გულისრევა ფეხმძიმობის დროს ორგანიზმის დამცავი მექანიზმია, რომელიც ეხმარება ნაყოფს, თავიდან აიცილოს ტოქსინები თევზისა და ხორცისგან, რომლებსაც დედა მიირთმევს. თუ დილით გული გერევათ, ეს ძლიერი ბავშვის ნიშანი შეიძლება იყოს - სტატისტიკის მიხედვით, ტოქსიკოზის მქონე დედებს უფრო დიდი შანსი აქვთ ნაყოფის შენარჩუნებისა. - ქალს გაცილებით უკეთ ესმის მაღალი ბგერები
ძალიან ადრეული ასაკიდან, ქალი არჩევს უმაღლეს ბგერებს. 1 კვირის გოგონას უკვე შეუძლია დედის ხმის გარჩევა სხვა მტირალი ბავშვის ხმისგან. ეს უნარი გამოიყენება როგორც ბავშვზე უკეთ ზრუნვაში(ძილის დროს ტირილმა რომ გაგვაღვიძოს), ასევე ტყუილის გაგებაშიც - ქალები ყველაზე მსუბუქ ცვლილებასაც კი ამჩნევენ ხმის ტონალობაში, რაც ტყუილითაა გამოწვეული. - ქალები უფრო გონიერები არიან
მაშინ, როცა მამრთა ტვინი უფრო დიდი ზომისაა, ქალები 3%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ინტელექტუალურ ტესტებში. ეს და უამრავი დავალების ერთბაშად შესრულების უნარი განპირობებულია მდედრების ნათხემის განსხვავებული სტრუქტურით. ტვინის ეს ნაწილი ქალებში უფრო დიდი ზომისაა და 30%-ით უფრო მეტ ნერვულ კავშირს მოიცავს, ვიდრე მამაკაცის ტვინი. - X ქრომოსომა ძლიერი იმუნური სისტემის ნაწილია
ჯენტის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, X ქრომოსომა, რომელიც გოგონას დაბადებაზე პასუხისმგებელი, შეიცავს უფრო მეტ მიკრო-რნმ-ს, რაც აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას და ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს. - ქალები ავადმყოფობას უკეთ უმკლავდებიან
მაკჯილის უნივერსიტეტის კომპლექსური მკურნალობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, მაია სალეჰმა აღმოაჩინა, რომ ჰორმონი ესტროგენი, რომელიც ჭარბობს ქალებში, პასუხისმგებელია ანთებითი პროცესის ჩახშობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის სხეული დაავადებას უფრო სწრაფად და მარტივად უმკლავდება. ესტროგენი, ასევე, ანელებს სხეულის დაბერების პროცესს, ამიტომაც ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. - პმს-ის სიმპტომები ასაკთან ერთად ჩნდება და ქრება
ქალები პმს-ის სიმპტომებს უფრო მტკივნეულად განიცდიან ადრეული თინეიჯერობისა და 40+ ასაკში, რადგან ეს უდიდესი ჰორმონალური ცვლილებების დროა. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილებს, კანის ცვლილებებს, სახსრებისა და კუნთების ტკივილს. - ქალი ბიოლოგიურად მოწყობილია ისე, რომ ალფა-ქალს ცნობდეს
ბიოლოგიურად, ქალები უფრო მიისწრაფიან იმისკენ, რომ დაამყარონ სიმშვიდე ჯგუფში, ვიდრე მამაკაცები. ალფა-ქალიც არსებობს იმისათვის, რომ დაიცვას ეს სოციალური ქცევები და სიმშვიდე. და მაინც, როგორ ცნობენ ქალები ალფა-ქალს?
ქალთა ჯგუფში, როგორც წესი, მათი ფეხსაცმლის ცერები მიმართულია ალფასკენ. ისინი მარტივად იტაცებენ ალფას მიერ ნათქვამ რეპლიკებს და იცინიან მაშინ, როცა ალფა იცინის. - ქალის მკერდი სხვადასხვა ზომისაა
ქალების ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ერთი და იმავე ზომის მკერდი, რადგან ჩვეულებრივ, ერთ-ერთი უფრო დიდია, ვიდრე მეორე. ადამიანის არც ერთი ნაწილი არაა სრულყოფილად სიმეტრიული. - აღგზნება ყოველთვის ერთნაირია ქალის ტვინში
ქალის ტვინში ერთი და იგივე მონაკვეთი "აინთება" აღგზნების დროს, არ აქვს მნიშვნელობა, ის საყვარელ მამაკაცზე ფიქრობს თუ საკვებზე. ეს უფრო თვალსაჩინო ხდება, როცა ქალს ფეხმძიმობის დროს გარკვეულ საკვებზე აქვს მოთხოვნილება. - კონტრაცეპტივები გავლენას ახდენს ფიზიკურ მიმზიდველობაზე
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მამაკაცები მიმართული არიან ქალის განაყოფიერებისკენ მაშინაც კი, თუ მათი ურთიერთობის მიზანი შვილის ყოლა არაა, სწორედ ამიტომ, კონტრაცეპტივები ამცირებს ქალის ფიზიკურ მიმზიდველობას მამაკაცის თვალში.
ბონუსი: თბილი სხეულები