» » » როგორ ვებრძოლოთ ორსულობის დროს ტოქსიკოზს და რომელი მცენარეების მიღება გვეკრძალება ამ პერიოდში

როგორ ვებრძოლოთ ორსულობის დროს ტოქსიკოზს და რომელი მცენარეების მიღება გვეკრძალება ამ პერიოდში

ორსულობის სიმპტომების შემჩნევისთანავე (გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა) ქალი დროულად უნდა გამოცხადდეს ქალთან კონსულტაციაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს ტოქსიკოზის გართულებას.
არჩევენ ადრეულ და გვიანეულ ტოქსიკოზს.
ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის 12 კვირამდე გრძელდება. დამახასიათებელია ცუდი განწყობილება, გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა. აღებინებს დღეში რამდენჯერმე. გართულებული ტოქსიკოზის დროს კი დღე-ღამეში 20-ჯერ აქვს ღებინება. კანი ხდება მშრალი და მოთენთილი, პულსი ხშირდება. ასეთ ორსულს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან მკურნალობა. ზოგჯერ ყავა აჩერებს ღებინებას.
დაგვიანებული ტოქსიკოზის დროს ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქცია, ხდება შეშუპება, ორსულობის ბოლო 3-5 თვის განმავლობაში. მცირე შეშუპების დროს შეიძლება მკურნალობა ოჯახის პირობებშიც. აუცილებელია მარილის მიღების შემცირება (3-5გრ დღე-ღამეში), არ შეიძლება ზედმეტი სითხის მიღება (3-4 ჭ). რეკომენდებულია რძის ნაწარმი და მცენარეული საკვები. საჭიროა კვირაში ერთი დღე განტვირთვისათვის (დღეში 1,5 კგ ვაშლი შაქრით ან ხაჭო 1 კგ), 150 გ შაქრით). აუცილებელია აგრეთვე კალიუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება (ქიშმიში, ყურძენი, ნესვი, ლეღვი და სხვა).

ტოქსიკოზის ფონზე შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ, შარდში გამოჩნდეს ცილა. ფერხდება ნაყოფის განვითარება.

ორსულობის მეორე ნახევარში გართულებად ითვლება ქავილი, უფრო ხშირად ზურგის მიდამოში. ამ დროს კარგი საშუალებაა არყით გაწმენდა ან ტანზე ქერის ნახარშის გადავლება. ტოქსიკოზის მოვლენები მთლიანად ქრება მშობიარობის შემდეგ.

მცენარეები, რომლებიც ეკრძალებათ ორსულებს
ნიორი
ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებსა და სისხლნაკლულებს.

ალოე
არ გამოიყენება ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. უკუნაჩვენებია აგრეთვე, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ჰემოროის,ცისტიტისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

თავშავა
უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოწვიოს აბორტი.

ზღვის კომბოსტო (ლამინარია)
ორსულებისათვის იკრძალება იოდის გამოყენება, ამ მიზეზით უკუჩვენება აქვს ლამინარიას, რადგან ეს მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ელემენტს.

გვიმრა
შხამიანი მცენარეა. უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, გულის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანო დაავადებების, სისხკლნაკლებობისა და ტუბერკულოზის დროს.

მწარე აბზინდა
შხამიანი მცენარეა, იკრძალება ორსულებისათვის. უკუჩვენება აქვს აგრეთვე: ღვიას, ქრისტესისხლას და ძიძოს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.