სმუზიმ პოპულარობა ვეგეტარიანელებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების წყალობით მოიპოვა. ბლენდერში ათქვეფილი კენკრის, ხილის ან ბოსტნეულის სქელი სასმელი უფრო ნაკლებად რადიკალურ ადამიანებსაც შეუყვარდათ.
დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმუზის რეცეპტს, რომელიც არამხოლოდ სასარგებლო ვიტამინებით აგავსებთ, არამედ სასიამოვნო ემოციებსაც მოგანიჭებთ დილიდან, რადგან სმუზი სწორედ დილის სასმელია.
სმუზი ბანანით
თერმული დაუმუშავებლობა ინახავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას პროდუქტში. სწორედ ამიტომ, ბანანის სმუზი შეიცავს A და C ვიტამინებს, კალიუმსა და კალციუმს. ასეთი სასმელი არამხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილების ფუნქციონირებასაც.
ცალკე უნდა ითქვას გულისთვის მისი სარგებლის შესახებ. ბანანის სასმელები რძით მდიდარია საკვები ბოჭკოებით, ცილებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გულის კუნთების ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
ბანანის სმუზი დიეტური პროდუქტია, რომელიც სწრაფად მოიყვანს სხეულს სასურველ ფორმაში. ამასთან, იგი გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, რაც გახდომას მხოლოდ უწყობს ხელს.
ბანანის სმუზი ლაიმით
ინგრედიენტები
- 3 ბანანი
- 0.5 ლაიმი(ან ნახევარი ლიმონი)
- 100 მლ ნაღები
- მწიკვი ვანილი
- გათალეთ ბანანი და დაჭერით.
- დაწურეთ ციტრუსის წვენი.
- ნაღები იმისთვის გჭირდებათ, რომ სმუზი თხევადი გამოვიდეს. სურვილისამებრ, მის ნაცვლად მაწვნის, კეფირის ან რძის გამოყენებაც შეგიძლიათ. მასშივე დაუმატეთ ვანილი.
- ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადაასხით ჭიქაში და შეგიძლიათ დალიოთ.
ასეთი სმუზი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ლაიმი ჩვეულებრივ ლიმონთან შედარებით გაცილებით სასარგებლოა. ეს მწვანე ხილი ციტრუსთა შორის რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობით. ისვე შეიცავს В, РР, К, Е და А ვიტამინებს. ლაიმის შემცველობაშია ორგანული მჟავებიც, სელენი, მარგანეცი, თუთია, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, ფიტონციდები და ეთერზეთები.
იმისათვის, რომ სმუზისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უნდა დაიცვათ მისი მომზადების ძირითადი წესები:
- სასმლისთვის მხოლოდ ახალი და მწიფე ინგრედიენტები უნდა გამოიყენოთ.
- წინასწარ გაყინული პროდუქტი მომზადებამდე გაალღვეთ და მიიყვანეთ წვენის გამომყოფ მდგომარეობამდე.
- დაბალკალორიული სმუზის დაბალანსებისთვის აიღეთ უცხიმო რძის პროდუქტი ან მწვანე ჩაი.
- გაჯერებული გემოსთვის შეურიეთ ხილის მჟავე სახეობები ტკბილს.
- სმუზი საკვების ერთი მიღების სრულყოფილი ჩანაცვლებაა, დანამატი კი არა.
- საუზმეზე მოამზადეთ უფრო მსუბუქი სმუზი, სადილზე - შედარებით მკვებავი და მსუყე.
- მომზადებული სასმელი ერთ დღეზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ.
- სმუზის შეუხედავი ფერი შეღებეთ კენკრის სიროფით.