ასეთ რძეს ღვთისმშობლისას უწოდებენ, ვინაიდან ლეგენდის მიხედვით, რძე, რომელსაც მარიამი ჩვილს აჭმევდა, სამკურნალო და სასწაულმოქმედი თვისებებით გამოირჩეოდა - ბებიას სასმლის მსგავსად.
თაფლიანი რძის სამკურნალო თვისებებზე მოგიყვებათ რჩევების რედაქცია.
თაფლი და რძე
ამ სასმლის ძირითადი ინგრედიენტები - თაფლი და რძე - მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების ძვირფასი წყაროა, ერთმანეთს ისინი იდეალურად ავსებენ და კარგად აითვისებიან ორგანიზმის მიერ სწორედ ამ სახით. რძე ის პროდუქტია, რომლის მოხმარებისკენაც თვით დედა-ბუნება მოგვიწოდებს.
მის შემადგენლობაშია შეუცვლელი ცილები, ცხიმები და ორგანული მჟავები, მდიდარია A, B, C, D, E ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, ნატრიუმითა და სხვა მიკროელემენტებით. ამასთან, რძე შეიცავს ტრიპტოფანს - ნივთიერებას, რომელიც გვეხმარება ჰარმონიული ფსიქოემოციური მდგომარეობის შენარჩუნებასა და მყარ ძილში.
თაფლი, თავისი ბუნებით, შესანიშნავი ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი პროდუქტია, რომელიც, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო საშუალებაცაა მრავალი დაავადებისთვის. თუ მას რძეში გაურევთ, მიიღებთ სასწაულმოქმედ სასმელს.
შერევისას ორივე პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისება ინახება, ვიტამინები და მიკროელემენტები აითვისება, 100 გ პროდუქტის კალორიულობა კი არ აღემატება 100-150 კკალ-ს.
სასმლის მომზადება რთული არ არის, უბრალოდ უნდა გაათბოთ ჭიქა რძე და დაუმატოთ 1 ს.კ. თაფლი. თუმცა, იმისათვის, რომ სასმელი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, უნდა დაიცვათ ზოგიერთი წესი: რძე არ უნდა აადუღოთ, რადგან ასე მთელ სასარგებლო თვისებას დაკარგავს, სასმლის ოპტიმალური ტემპერატურაა 40–50 °C; თაფლი ძლიერი ალერგენია, ამიტომ ბავშვებში შეამცირეთ მისი დოზა ორჯერ (1 ჩ.კ.)
რძე საღამოს სასმელია, კარგი ათვისებისთვის კი გირჩევთ, მიიღოთ იგი მზის ჩასვლამდე ან 6 საათის შემდეგ. თუმცა, ყველაზე კარგი ვარიანტია ძილის წინ! ასეთი სასმლის ღამით მიღება ეფექტურად ებრძვის უძილობას, არეგულირებს ძილს, უმკლავდება გაციებას მისი პირველივე სიმპტომის გამოვლენისას, გაშორებთ ხველას, კურნავს ანგინებს და აძლიერებს იმუნიტეტს.
უკუჩვენებები:
ლაქტოზის უკმარისობა (სამკურნალო ეფექტის ნაცვლად მიიღებთ შებერილობას, მეტეორიზმსა და დიარეას); ხშირი ალერგიული რეაქციები; შარდკენჭოვანი დაავადებები; დიაბეტი (თუმცა, ზოგ შემთხვევაში ექიმი გაძლევთ ნებართვას ამ სასმლის არარეგულარული მიღებისა).