» » » თაფლიანი რძე: 1 ჭიქა ძილის წინ შემოდგომაზე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის

თაფლიანი რძე: 1 ჭიქა ძილის წინ შემოდგომაზე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის

მახსოვს, ბავშვობაში, როცა დიდხანს ვერ ვიძინებდი, გაციებული ვიყავი ან შემოდგომაზე მციოდა ხოლმე, ბებია დაუყოვნებლივ მიმზადებდა თბილ რძეს თაფლთან. ვსვამდი, ვთბებოდი, ენერგიით ვივსებოდი და დილით გაცილებით უკეთ ვიყავი.

რძის სამკურნალო თვისებებში ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ, საღამოობით ამ სასმლის მიღება კი აუცილებელია! რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომაა სასარგებლო თაფლიანი რძე, განსაკუთრებით შემოდგომაზე, და როგორ უნდა მოამზადოთ სწორად ეს სასმელი, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

რჩევების რედაქცია
სასმლის ძირითადი ინგრედიენტები - თაფლი და რძე - ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების შეუცვლელი წყაროა, ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და აითვისებიან სწორედ ამ სახით. რძე არის პროდუქტი, რომლის მოხმარებასაც თვით დედა-ბუნება "გვირჩევს".
მის შემადგენლობაშია შეუცვლელი ცილები, ცხიმები და ორგანული მჟავები, მდიდარია A, B, C, D, E ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, ნატრიუმითა და სხვა მიკროელემენტებით. ამასთან, რძე შეიცავს ტრიპტოფანს - ნივთიერებას, რომელიც გვეხმარება ჰარმონიული ფსიქოემოციური მდგომარეობის შენარჩუნებასა და მყარ ძილში.



თაფლი, თავისი ბუნებით, შესანიშნავი ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი პროდუქტია, რომელიც, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო საშუალებაცაა მრავალი დაავადებისთვის. თუ მას რძეში გაურევთ, მიიღებთ სასწაულმოქმედ სასმელს.
შერევისას ორივე პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისება ინახება, ვიტამინები და მიკროელემენტები აითვისება, 100 გ პროდუქტის კალორიულობა კი არ აღემატება 100-150 კკალ-ს.



როგორ მომვამზადოთ თაფლიანი რძე
სასმლის მომზადება რთული არ არის, უბრალოდ უნდა გაათბოთ ჭიქა რძე და დაუმატოთ 1 ს.კ. თაფლი. თუმცა, იმისათვის, რომ სასმელი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, უნდა დაიცვათ ზოგიერთი წესი: რძე არ უნდა აადუღოთ, რადგან ასე მთელ სასარგებლო თვისებას დაკარგავს, სასმლის ოპტიმალური ტემპერატურაა 40–50 °C; თაფლი ძლიერი ალერგენია, ამიტომ ბავშვებში შეამცირეთ მისი დოზა ორჯერ (1 ჩ.კ.)



რძე საღამოს სასმელია, კარგი ათვისებისთვის კი გირჩევთ, მიიღოთ იგი მზის ჩასვლამდე ან 6 საათის შემდეგ. თუმცა, ყველაზე კარგი ვარიანტია ძილის წინ! ასეთი სასმლის ღამით მიღება ეფექტურად ებრძვის უძილობას, არეგულირებს ძილს, უმკლავდება გაციებას მისი პირველივე სიმპტომის გამოვლენისას, გაშორებთ ხველას, კურნავს ანგინებს და აძლიერებს იმუნიტეტს.



უკუჩვენებები
ლაქტოზის უკმარისობა (სამკურნალო ეფექტის ნაცვლად მიიღებთ შებერილობას, მეტეორიზმსა და დიარეას); ხშირი ალერგიული რეაქციები; შარდკენჭოვანი დაავადებები; დიაბეტი (თუმცა, ზოგ შემთხვევაში ექიმი გაძლევთ ნებართვას ამ სასმლის არარეგულარული მიღებისა).



თუ უეცრად გაცივდებით ან უძილობა უეცრად შემოგიტევთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში პრეპარატებისთვის - შეიხედეთ სამზარეულოში. იქ, ალბათ, იპოვით ნამდვილ წამალს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.