» » » სექტემბერში მინიმუმ 4 კგ-ს ვიკლებ და ახლა ჩემი კვების გეგმას გაგიზიარებთ

სექტემბერში მინიმუმ 4 კგ-ს ვიკლებ და ახლა ჩემი კვების გეგმას გაგიზიარებთ

შემოდგომა, ადამიანთა უმეტესობისთვის, გაციების, იმუნიტეტის დასუსტების, დეპრესიის გაჩენის, ძალების შემცირებისა და წონაში მატების დროა. ამიტომ, სწორედ შემოდგომაზეა რეკომენდებული ორგანიზმის წმენდა ან მისი დეტოქსიკაცია.



დეტოქს-დიეტა განტვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლსა და თირკმლებს, მისცემს უნარს, გაუმკლავდნენ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას ბუნებრივი გზით.

ორგანიზმის დეტოქსიკაცია
დეტოქსიკაცია აუცილებელია ქალაქის ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეწევა, მოიხმარს ალკოჰოლს, ჭარბწონიანებისთვის, მათთვის, ვინც რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან და მარილიან საკვებს.



იმ ქალბატონების გამოხმაურება, რომლებმაც დეტოქს-დიეტა გამოსცადეს, ერთმნიშვნელოვანია: ისინი არამხოლოდ გამოიყურებიან, არამედ უკეთაც გრძნობენ თავს. დეტოქსი წმენდს კანს, ზრდის შრომისუნარიანობას, გათავისუფლებთ ჭარბი კგ-ებისგან.



არსებობს დეტოქს-დიეტების უზარმაზარი არჩევანი. მასში შედის შიმშილი უბრალო წყალზე, წვენის პროგრამა, დეტოქსი სმუზიზე. გამწმენდი დიეტის კიდევ ერთი სახეობაა დეტოქსი ბოსტნეულითა და ხილით. ეს ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია, რადგან დიეტის ატანა ბოსტნეულზე უფრო მარტივია, ვიდრე წყალზე.



დეტოქს-დიეტაზე დაჯდომა შემოდგომაზე კი ერთი სიამოვნებაა ბოსტნეულისა და ხილის მრავალფეროვნების წყალობით. რჩევების რედაქცია გაგაცნობთ დიეტას, რომელიც დაფუძნებულია ხილ-ბოსტნეულზე და რომელიც ორგანიზმს მთელი წლის მანძილზე დაგროვილი ტოქსინებისგან გაწმენდს.

დეტოქს-დიეტის მენიუ სამ დღეზე
დიეტის გარდა, ყოველ დილით მიირთვით ჯანჯაფილისა და ლიმონის წვენი, ჭამამდე კი ჭიქა სუფთა წყალი.

  1. პირველი დღე
    საუზმე: წყლით მომზადებული შვრია
    სადილი: გოგრის სუპ-პიურე
    ვახშამი: ვაშლისა და კომბოსტოს სალათი
    მეორე ვახშამი: მოხარშული კვერცხი, ჭიქა მწვანე ჩაი შაქრის გარეშე


  2. მეორე დღე
    საუზმე: ბოსტნეულის, ვაშლისა და მწვანილის სმუზი
    სადილი: ბოსტნეყლის სუპი სტაფილოთი და ნიახურით
    ვახშამი: ქათმის მოხარშული მკერდი, ბოსტნეულის გარნირი
    მეორე ვახშამი: ბროწეულის წვენი


  3. მესამე დღე
    საუზმე: ტკბილი წიწაკის, კიტრისა და ოხრახუშის სმუზი
    სადილი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ნებისმიერი ბოსტნეულით შეზავებული
    ვახშამი: მოხარშული ჭარხლისა და ახალი კომბოსტოს სალათი
    მეორე ვახშამი: გამომცხვარი ვაშლი.

დეტოქს-დიეტიდან ნელა და თანდათან უნდა გამოხვიდეთ. ამიტომ, 3 დღის შემდეგ თანდათან ჩართეთ რაციონში უცხიმო ცილოვანი პროდუქტი, მცირეოდენი მარილი და სანელებელი, დაუბრუნდით რაციონს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.