რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ 11 კომბინაციას კლავიატურაზე, რომლებიც თქვენს უნარებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ხელახლა გაკეთება
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548262602_6821560-66420060-1033814-0-1539705810-1539705831-1500-1-1539705831-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: ყველამ იცის, რომ Ctrl + Z მოქმედების გაუქმების(უკან დაბრუნების) კომბინაციაა, მაგრამ იცოდით, რომ ამის საწინააღმდეგო კომბინაციაცაა კლავიატურაზე? Ctrl + Y ხელახლა შეასრულებს იმ მოქმედებას, რომელიც გააუქმეთ.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Command + Shift + Z
აქტიური ფანჯრის დასქრინვა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548262637_6821510-66421610-1033814-2-0-1539707019-1539707026-1500-1-1539707026-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: Print Screen (PrtSc) ღილაკი კლავიატურაზე გამოიყენება მთლიანი ეკრანის დასქრინვისთვის. მაგრამ, თუ მხოლოდ მოქმედი ფანჯრის დასქრინვა გსურთ, დააჭირეთ Alt + Print Screen.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Command + Shift + 4, შემდეგ დააჭირეთ დაშორების ღილაკს.
ამოსაჭრელი ინსტრუმენტი
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548262597_6821460-66422060-1033814-3-0-1539707282-1539707303-1500-1-1539707303-728-068c17850a-1540192892.jpg)
მხოლოდ Windows 10-ის მომხმარებლებისთვის: აქტიური ეკრანის ნაწილის დასქრინვისთვის დააჭირეთ Windows ლოგოს ღილაკს + Shift + S, აირჩიეთ ეკრანის ის ნაწილი, რომლის დასქრინვაც გსურთ და შეინახეთ.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Command + Shift + 4.
ახალი საქაღალდის შექმნა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548262657_6821410-66422460-1033814-4-0-1539707478-1539707500-1500-1-1539707500-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: ყველაზე ხშირად, კომპიუტერის მომხმარებლები ახალ საქაღალდეს ქმნიან მაუსზე მარჯვენა ღილაკის დაჭერით და მომდევნო მოქმედებებით. უფრო მარტივი გზაა 3 ღილაკის -
Ctrl, Shift და N გამოყენებით.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Shift + Command + N.
ემოჯის კლავიატურა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548262675_6821060-66432610-1033814-6-0-1539707855-1539707874-1500-1-1539707874-728-068c17850a-1540192892.jpg)
მხოლოდ Windows 10-ის მომხმარებლებისთვის: Windows ღილაკისა და წერტილის ღილაკზე ერთდროულად დაჭერით ეკრანზე გაჩნდება ემოჯის კლავიატურა. ეს არ მოქმედებს ვინდოუსის ძველ ვერსიებზე.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: მოათავსეთ ისარი ტექსტის ველში, სადაც ემოჯის ჩასმა გსურთ, დააჭირეთ Command + Control + Space ღილაკებს.
ყველა ფანჯრის ჩაკეცვა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263316_6821360-66432710-1033814-7-0-1539708083-1539708091-1500-1-1539708091-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: თუ ყველა ფანჯრის ერთდროულად ჩაკეცვა გსურთ, უბრალოდ დააჭირეთ Windows ლოგო ღილაკს + M.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Option + Command + M.
ეკრანის დაბლოკვა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263330_6821310-66432060-1033814-5-0-1539707790-1539707794-1500-1-1539707794-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: თუ ჩაკეცვა არ გყოფნით, შეგიძლიათ, ეკრანი ჩაკეცოთ Windows ლოგოიანი და L ღილაკის ერთდროულად დაჭერით. გაგრძელებისთვის პაროლის შეყვანა მოგიხდებათ.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Control + Shift + Power.
ახალი ვირტუალური მაგიდის შექმნა (Windows 10)
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263366_6821260-66434610-1033814-8-0-1539708178-1539708184-1500-1-1539708184-728-068c17850a-1540192892.jpg)
თუ ეკრანზე უამრავ აპს ინახავთ, ვირტუალური მაგიდა მოსახერხებელია ორგანიზებისთვის. ახალი მაგიდის შესაქმნელად დააჭირეთ Windows ლოგოიან ღილაკს + Ctrl + D. ვირტუალურ მაგიდებს შორის გასარკვევად გამოიყენეთ შემდეგი კომბინაცია: Windows ლოგო ღილაკი + Ctrl + Right arrow/Left arrow.
Google Chrome
ქრომის ახალი ფანჯრის გახსნა ინკოგნიტო ფორმატში
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263316_6821210-66434710-1033814-4-0-1539708238-1539708243-1500-1-1539708243-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: Ctrl + Shift + N.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Command + Shift + N.
ახლახან ჩახურული ფანჯრის გახსნა
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263389_6821160-66434810-1033814-9-0-1539708270-1539708276-1500-1-1539708276-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: თუ შემთხვევით ბრაუზერში ცალკეული ფანჯარა ჩაკეცეთ, შეგიძლიათ ხელახლა გახსნათ Ctrl + Shift + T ღილაკებით. ქრომი ბოლო 10 ფანჯარას იმახსოვრებს.
ლინკის გახსნა ახალ ფანჯარაში
![](/uploads/posts/2019-01/thumbs/1548263361_6821110-66933810-4213-0-1539760042-1539760046-1500-1-1539760046-728-068c17850a-1540192892.jpg)
Windows-ის მომხმარებლებისთვის: როცა გუგლს იყენებთ რაღაცის მოსაძებნად, შემდეგ კი შედეგს აჭერთ, ახალი ფანჯრის გახსნისას მუდმივად იმ ფანჯარაში გადადის, რის გამოც უკან დაბრუნება გიხდებათ. ამისთვის არსებობს შემდეგი კომბინაცია: Ctrl + მაუსით ლინკზე დაწკაპუნება.
Mac-ის მომხმარებლებისთვის: Command ღილაკი და ლინკზე დაწკაპუნება.