ფანჯარა სინათლის წყაროა. მისი გავლით სახლში გაზაფხულის მზე რომ შემოვიდეს, ისინი სუფთა უნდა იყოს. ისევე როგორც, ფანჯრის თაროები.
რატომ ყვითლდება ფანჯრის თაროები
ფანჯრის თაროები ხშირად ყვითლდება, მტვრით იფარება, ყვავილის ქოთნების ნაკვალევი რჩება. ყველაფერი იმიტომ რომ მათ არასწორად და არასაკმარისად კარგად ზრუნავენ. დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ შეიძლება პლასტმასის ფანჯრის თაროებიდან სიბინძურის მოშორება.
როგორ გავწმინდოთ ფანჯრის თარო
- ზედაპირული გაწმენდისთვის სველი სალფეთქი გამოიყენეთ, ზუსტად ისეთი, როგორსაც მიკროტალღური ღუმლის და მაცივრის გასაწმენდად იყენებთ.
- თუ პრობლემა სერიოზულია, ანუ მარკერის, ფანქრების კვალია, დაღვრილი იოდის, მწვანე ბრილიანტის, სხვა მედიკამენტის და ფერადი ნივთიერებების ნიშნებია, გამოიყენეო ფანჯრის საწმენდი, რომლის შემადგენლობაში ნიშადურის სპირტია.
- რა გავაკეთოთ, თუ ჭუჭყი გამჯდარია? მათეთრებელი სარეცხი ფხვნილისა და წყლისგან ფაფა გააკეთეთ. წაუსვით თხელ ფენად თაროზე და გააჩერეთ 3 საათით. შემდეგ ჩამორეცხეთ.
- სიბინძურეს კარგად ებრძვის ჩვეულებრივი სახლის საპონი. ღრუბელს საწმენდი საშუალების ნაცვლად საპონი წაუსვით.
- ჟანგის მოშორებაში ძმრის ესენცია დაგეხმარებათ. მასთან მუშაობის დროს აუცილებლად ხელთათმანი გაიკეთეთ, რომ ხელის კანი არ დააზიანოთ.
- როცა თაროს გაწმენდას მორჩებით, მისთვის სითეთრის დაბრუნებაზე იზრუნეთ. ამისთვის ნებისმიერი ქლორის შემცვლელი მათეთრებელი გამოიყენეთ, რომელიც სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ქიმიის განყოფილებაში იყიდება.
- შავი ლაქების წინააღმდეგ საცხობი სოდა დაგეხმარებათ. წყლის და სოდის ფაფა მოამზადეთ და გააჩერეთ სოკოთი დაზიანებულ ადგილას1 საათით . შემდეგ წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ჩვენ გთავაზობთ მოკლე და ინფორმაციულ ვიდეოს საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებით, რომლებიც პლასტმასს ხალხურ საშუალებაზე ცუდად არ წმენდს. არ მიიყვანოთ სახლი სამწუხარო მდგომარეობამდე, დროულად გაასუფთავეთ. ყვავილებიც კი ფანჯარასთან უფრო ლამაზად გამოიყურება, როცა თაროები თეთრია.
თუ თაროები ძლიერ მიშვებული იყოს და ზემოთ მოცემული რჩევები ვერ დაგეხმარათ, მის რეაბილიტაციაში თვითმწებავი ფენა დაგეხმარებათ. ახლა ბაზარზე ბევრი სახეობის ფირია სხვადასხვა ფორმის და შემადგენლობის. ზედაპირზე ლაქა არის წასმული, რომლის გაწმენდაც ბევრად უფრო მარტივია.
ფანჯრის თაროსთვის ის პანაცეა არ იქნება, მაგრამ გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებს. კოსმეტიკური რემონტის ეფექტი გარანტირებულია. სწორი მიდგომა - ეს სუფთა ფანჯრის თაროა.