საგორავით მასაჟი და ვარჯიში - ეს ახალი მოდური ტენდენცია არ არის. არსებობს ნახევრად დავიწყებული, მაგრამ კვლავ აქტუალური სახეობა ძველი სლავური მასაჟის ხელნაკეთი საშუალებებით. საგორავს კი ყველას სახლში ნახავდით, სადაც იყო მთავარი საკვები - ნამცხვარი და მარცვლეული.
მასაჟი საგორავით
ნამცხვრით მასპინძლობდნენ, ხოლო საგორავით მკურნალობდნენ. და ახლაც ბევრი ადამიანი, რომლებიც ზურგის ტკივილით იტანჯებიან, წელზე საგორავს თამამად იდებენ და მთელ ზურგზე ცომის გასაბრტყელებელ ჯოხს აგორებენ.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მასაჟორი არსებობს, რომლებიც საგორავის პრინციპით არის გაკეთებული. კონსტრუქციის განვითარებასთან ერთად მათი ზედაპირი პატარა შვრელებით, ეკლებით და ბორცვებით დამუშავდა. სახლის მასაჟორებს შორის ჩვეულებრივი საგორავი კვლავ უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია.
მოქმედების პრინციპის დეტალურად ახსნა ვფიქრობ საჭირო არაა. საგორავი ფხვიერ ცომს გლუვი და თანაბარი ზედაპირის ცომად აქცევს. დაახლოებით მსგავსად იქცევა ჩვენს პრობლემურ ადგილებშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასე მომენტალურად.
სხეულზე საგორავის გადასატარებლად განსაკუთრებული დროის შერჩევა აუცილებელი არაა - ეს შეიძლება გააკეთოთ საღამოს ტელევიზორის ყურების დროს ან კომპიუტერთან ჯდომისას.
საგორავით მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ
საგორავით ცელულიტის მკურნალობა ასე ხდება: ვმუშაობთ კანზე, თითქოსდა ცომს ვასწორებთ - მსუბუქად, ზედმეტი დაწოლის გარეშე. თავიდან სხეულს ვამზადებთ, რომ ტკივილი არ იგრძნობთ და ჩალურჯება არ გქონდეთ.
ნაბიჯი 1-ელი - კანს ვახურებთ
- მიიღეთ 5 წუთიანი ცხელი აბაზანა ან შხაპი. შეგიძლიათ პრობლემური ადგილები ხელით წრიულად დაიმასაჯოთ, სანამ არ გაწითლდება.
- კანზე ნატურალური ან კოსმეტიკური კრემი, სუფთა ზეითუნის ზეთი და ბალახების ნაყენი შეიზილეთ.
- საგორავი მსუბუქად გეჭიროთ, მას საკვები ცელოფანი შემოახვიეთ, რომ არ დაისვაროს და დიდხანს გემსახუროს.
- ნელი მოძრაობით საგორავის გადატარება დაიწყეთ ფეხებიდან მუხლებამდე წინა ზედაპირზე, შემდეგ თეძოების ზედაპირამდე. ბარძაყების შიდა ზედაპირი მუშავდება, მაგრამ საზარდულიდან 15 სმ-მდე აღარ ჩადიან.
- გახურება დაასრულეთ დუნდულების კუნთებზე გაგორებით ქვემოდან ზემოთ.
ნაბიჯი მე-2 - ვასწორებთ ცხიმოვან ფენას
- გააგრძელეთ საგორავით მასაჟი ისე, როგორც წინა ეტაპზე, ოღონდ უფრო მეტი ძალისხმევით,
- მტკივნეული შეგრძნება და ჩალურჯება არ უნდა გქონდეთ. შეიძლება სხეულს მსუბუქად დაარტყათ შიდა ქსოვილებზე უფრო ღრმა შედეგის მისაღწევად.
ნაბიჯი მე-3 - დრენაჟული ხერხი
- საზარდულის არეში ხელებით მსუბუქად ლიმფური კვანძები გახსენით. ახლა საგორავი არ გადააგოროთ, არამედ გადაატარეთ - სითხე მუხლების ზემოდან საზარდულის მხარეს გადაიტანეთ.
- პროცედურა ყოველ მეორე დღეს გააკეთეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
ვარჯიშები ტერფებისთვის
ძალიან სასარგებლოა ტერფით საგორავის გაგორება. ეს სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს, ვარიკოზის და ანგიოპათიის კარგ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ასეთი ვარჯიშები ტერფებისთვის, ასევე დიდი თითის გარშემო ძვლოვანი წარმონაქმნის გაჩენას ხელს უშლის.
ამ უეშმაკო ვარჯიშის შესრულება შეგიძლიათ ისე, რომ მჯდომარე სამსახურიდან სხვა რამეზე არ გადაერთოთ. დაჯექით მაგიდის ბოლოში, საგორავი იატაკზე თქვენ წინ დაიდეთ და მასზე ტერფებით დაეყრდენით. დაიწყეთ ქუსლებით გაგორება, შემდეგ თითის ბოლოებზე გადადით.
ვარჯიში ზურგისთვის
მტკივნეული ზურგის შემთხვევაში საგორავზე შეგიძლიათ დაწვეთ - თქვენ თავად იგრძნობთ ადგილს, სადაც მისი დადება არის საჭირო. დაეყრდენით საგორავს და ზურგით გადაატარეთ, თითქოსდა მოფხანვა გსურთ. ამის შემდეგ სწორად დაწექით და მოდუნდით.
შემდეგ ხელები ზემოთ ასწიეთ, ფეხები დაჭიმეთ, როგორც აჭიმვების დროს. თითის წვერები ეცადეთ თქვენსკენ დაჭიმოთ. ახლა დაიჭიმეთ, სიმძიმის ცენტრი ერთი ფეხიდან მეორე გადაიტანეთ. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ. ასეთი მასაჟი ზურგის ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.
ვარჯიში ხელებისთვის
თუ თქვენ კლავიატურაზე ბევრი მუშაობა გიწევთ ან უბრალოდ ხელით ბევრ სამუშაოს ასრულებთ, ხელისგულებზე საგორავი ხშირად გადაიტარეთ. შეასრულეთ ისეთივე ვარჯიშები, როგორიც ფეხის დროს.
საგორავით მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს კაპილარებს, დაგეხმარებათ კანქვეშა ცხიმის მოშორებაში და კანს უფრო გულს და დაჭიმულს გახდის. ამასთან - კუნთებს გაახურებს, მოგიხსნით დაღლილობას და ტკივილს.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საშუალება არა მხოლოდ კურნავს - გართულებებისგან დაზღვეული არავინ არის. სწორედ ამიტომ სერიოზული დაავადების შემდეგ ექსპერიმენტის ჩატარება არ ღირს, უმჯობესია თუ დახმარებისთვის ექიმს მიმართავთ.