» » ეს საიდუმლო კოდები ტელეფონის ისეთ ფუნქციებზე წვდომის საშუალებას მოგცემთ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ

ეს საიდუმლო კოდები ტელეფონის ისეთ ფუნქციებზე წვდომის საშუალებას მოგცემთ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ

ჩვენ სმარტფონებს მუდმივად ვიყენებთ: სამსახურისთვის, სწავლისთვის, დასარეკად და მისაწერად, ასევე სათამაშოდ და გასართობად. ზოგიერთს ტელეფონის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი იცით? როგორც ჩანს, არსებობს საიდუმლო შესაძლებლობები, რომელთაც შესახებაც წარმოდგენაც არ გვქონდა. 

"რჩევების" რედაქცია შეეცდება გაგაკვირვოთ და საიდუმლო კოდები გაგიზიაროთ, რომლებიც სმარტფონის საინტერესო ფუნქციებზე წვდომის საშუალებას მოგცემთ. 

სმარტფონის კოდები

პირველ რიგში უსაფრთხოებისთვის უნდა მოემზადოთ. თაღლითები სულ უფრო გამომგონებლები ხდებიან და ჩვენ ტელეფონებს თვალთვალისა და სხვადასხვა ავანტიურისთვის იყენებენ. შეგიძლიათ უბრალოდ გარკვეული კომბინაცია აკრიფოთ და გაიგოთ, ვინმე გითვალთვალებთ თუ არა. 



უსაფრთხოების კოდები 

*#21#

ეს კოდი გვიჩვენებს, თქვენი ზარების გადამისამართება და შეტყობინება სხვა ნომერზე მიდის თუ არა. აკრიფეთ კოდი და ეკრანზე გამოჩნდება ნომერი, სადაც თქვენი ზარების გადამისამართება ხდება. თუ არ გამოჩნდა, ესე იგი თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ. 

##002#

თუ ეჭვი გაქვთ, რომ გადამისამართება ჩართული არის, შეგიძლიათ ეს კომბინაცია აკრიფოთ. ის გადამისამართების ყველა მეთოდს გათიშავს, რომელიც თქვენს ტელეფონზე არის დაყენებული. კოდი ყველა სმარტფონზე მოქმედებს. 

კარგი იქნება თუ ამ კოდს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის წინ გაიხსენებთ. ეს დაგეხმარებათ არ დაკარგოთ ფული, როუმინგის ჩართვით. ასე ზარები ხმოვან შეტყობინებაში არ გადავა და თანხას არ ჩამოგაჭრიან. 

*#06#

ამ კომბინაციით ეკრანზე ტელეფონის საიდენტიფიკაციო ნომერი ე.წ. IMEI გამოვა. ამ ციფრების ცოდნით, დაკარგულ ტელეფონს იპოვით. 



როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ბევრი რამ თქვენზე არის დამოკიდებული. უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. ტელეფონი უცხო ადამიანს არასდროს არ მისცეთ, თუნდაც 1 წუთით. მხოლოდ გამოცდილი აპლიკაციები გამოიყენეთ და საეჭვო საიტებიდან არ გადმოტვირთოთ. გამოიყენთ მესენჯერი, რომელიც სხვებისგან დაფარულია. 

ახლა კი სმარტფონის სხვა სასარგებლო კოდებზე ვისაუბროთ. ის Android-ის ტელეფონებზე მიდის და სხვა მოდელებზე არ მუშაობს. კოდები ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან ზოგიერთის მოქმედების უარყოფა შეუძლებელია. თუ დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია მათ გამოყენებაზე უარი თქვათ. 

კოდები ANDROID-სთვის

*#*#7780#*#* - პარამეტრების გადატვირთვა, რომელიც ყველა აპლიკაციას შლის. მისი გაუქმება აღარ შეიძლება. 

*2767*3855# - პარამეტრების ქარხნულ მონაცემამდე წაშლა, ტელეფონის შიდა მეხსიერების ყველა ინფორმაციას შლის. 

*#*#4636#*#* - ტელეფონის შესახებ სრული ინფორმაცია. 

*#*#34971539#*#* - სრული ინფორმაცია კამერის შესახებ. 

*#*#273283*255*663282*#*#* - სწრაფი სარეზერვო ფაილი

*#*#232339#*#* / *#*#526#*#* - უსადენო ქსელის სწრაფი ტესტი



*#*#1472365#*#* — GPS-ის სწრაფი ტესტი

*#*#0673#*#* / *#*#0289#*#* — აუდიო-ტესტი

*#*#0842#*#* — განათების და ვიბრაციის შემოწმება

*#*#232337#*#* — Bluetooth-ის ტესტი



#31# (ტელეფონის ნომერი) - თქვენ ნომერს ნებისმიერი აბონენტის ფარავს. 

#*2562#/ #*3852# - ტელეფონის გადატვირთვა.

#*5376# - ყველა sms-ის წაშლა. 

კოდების აკრეფა შეგიძლიათ ჩვეულებრივ ციფრულ კლავიატურაზე, მას დარეკვის ღილაკზე დაჭერა არ სჭირდება. ახლა თქვენი სმარტფონის შესახებ უფრო ბევრი რამ იცით და შეგიძლიათ სრულყოფილად გამოიყენოთ. 

არ დაგავიწყდეთ ეს ინფორმაციული სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.