» » » ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომლებიც გჭირდებათ - ისინი არ გაგიჩენთ პოდაგრასა და ზედმეტ თავის ტკივილს

ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომლებიც გჭირდებათ - ისინი არ გაგიჩენთ პოდაგრასა და ზედმეტ თავის ტკივილს

ფეხსაცმელი ქალის გარდერობში ზედმეტი არასდროსაა, მისი შერჩევა კი ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვის აქტუალური თემაა. მოდური ინდუსტრია ქალბატონებს არწმუნებს, ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი მყარი ქუსლები წვრილით ან პლატფორმით, მამაკაცებს კი სთხოვენ, ძველმოდურ სანდლებზე უარი თქვან.

ტერფი მოდურ დარტყმას იტანს! მისი მისიის შემსუბუქება არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ხარისხიანი, რაც მთავარია, კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევით.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა სახის ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოს ქალმა და რომელზე უნდა თქვას უარი, რათა გაუფრთხილდეს ტერფებსა და ხერხემალს.

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი
არასწორი მიდგომა ფეხსაცმლის არჩევის დროს მისი მფლობელისთვის არამხოლოდ კოჟრებსა და ცუდ განწყობას ჰპირდება, არამედ უფრო სერიოზულ პრობლემებსაც - ხერხემლის, სახსრების დაავადებებს, მყესებისა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს.. რომელი ფეხსაცმელია ყველაზე მავნე? რომელი უნდა ატაროთ ყველაზე იშვიათად?

  1. ძალიან მაღალი ქუსლები
    იმისათვის, რომ ფეხები და ხერხემალი არ დაიზიანოთ, სიარულის დროს ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს ქუსლზე. ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზე ლამაზი კია, თუმცა საშინლად მავნეა ქალის ფეხებისთვის.
    სიმძიმის ცენტრი სიარულის დროს გადადის ფეხის თითებზე, ძირითადად კი დიდი თითის დასაწყისთან, ამიტომ იწყება პოდაგრის ზრდა, ჩნდება ბრტყელტერფიანობა და აუტანელი ტკივილები. დაეშვით დაბლა! რაც უფრო დაბალია ქუსლი, მით უფრო ბუნებრივად გრძნობს ტერფი თავს. მყარი ქუსლი 5სმ-მდე იდეალური ვარიანტია.


  2. ბრტყელი ძირი
    ნებისმიერი უკიდურესობა ძლიერი სტრესია ტერფებისა და ხერხემლისთვის. ფეხსაცმელი ბრტყელი და თხელი ძირით ისევე მავნეა, როგორც მაღალქუსლიანი. ე.წ. "ბალეტკები" არ მოიცავს ამორტიზაციულ თვისებებს.
    ასეტი ფეხსაცმლის ყოველდღიურ ტარებას დამღუპველი შედეგები მოჰყვება: ჩნდება ქუსლის დეზი, მოკლდება აქილევსის ხრტილი, დეფორმირდება ტერფი. ორთოპედები ირწმუნებიან, რომ ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს სიარულის მანერას ეცვლებათ - მოხუცივით.


  3. პლატფორმა
    სიარულის დროს, ნორმაში, ტერფი სიმძიმეს ანაწილებს ცერიდან ქუსლზე, თუმცა პლატფორმიანი ფეხსაცმლის დროს ქალი რობოტივით მოძრაობს - ბუნებრივი გადანაწილების გარეშე. ამ შემთხვევაში ტერფის ქუსლები არ მუშაობს, კოჭის კუნთები კი ჭარბ დატვირთვას განიცდის.
    ეს ჯერ ტერფების დეფორმაციას იწვევს, შემდეგ კი მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განადგურებას.


  4. ვიწრო წვერი
    ყველაზე ლამაზი და ელეგანტური ფეხსაცმელი ბაზარზე, რა თქმა უნდა, იტალიურია. თუმცა, იტალიელებს, ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, ძალიან ვიწრო ტერფი აქვთ, ამიტომაცაა, რომ იატალიურ ფეხსაცმელს ვიწრო წვერი აქვს. ასეთი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება იწვევს ტერფის დეფორმირებას, ჩნდება პოდაგრა, მრუდდება თითები. გარდა ამისა, ირღვევა სისლხის მიმოქცევა, ზეწოლა ხდება ნერვებზე და ჩნდება ქრონიკული ტკივილების სინდრომიც. თითის კუნთები მუდმივად დაძაბულია და ვერ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ფეხსაცმლის გახსნის შემდეგაც.


  5. შლოპანსები
    შლოპანსების ტარება შეგიძლიათ პლაჟსა და ბასეინზე, ოღონდ არა ქალაქში! ეცადეთ, არ იაროთ ამ ფეხსაცმლით 1 საათზე მეტი ხანი დღეში, რადგან სერიოზული დატვირთვისთვის არ შეუქმნიათ. იგი ზიანს აყენებს როგორც ტერფს, ისე კოჭის სახსარს.
    ყოველი ნაბიჯი უდრის დარტყმას ქუსლზე, ჩნდება ნახეთქები, ინფექციები, ანთებითი პროცესები. ბავშვებისთვის ასეთი ფეხსაცმელი საერთოდ არ შეიძლება.


  6. კედები
    ვის არ აქვს გარდერობში კედების რჩეული წყვილი? რა თქმა უნდა, არსებობს სავსებით უსაფრთხო მოდელებიც, რომლებიც ყველა ნორმის დაცვითაა მომზადებული. თუმცა, ისეთი სპორტული ფეხსაცმელებიც არსებობს, როგორიც კედებია - ბრტყელი ძირი და სრიალა უკანა ნაწილი არ გვაძლევს უფლებას, დღეში 2 საათზე მეტხანს ვატაროთ ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.


როგორ შევარჩიოთ სწორი ფეხსაცმელი
  1. ფეხსაცმლის შერჩევისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ ფეხის ფორმა.
  2. შესარჩევად იარეთ საღამოობით.
  3. არ შეიძინოთ მომდგარი, ვიწრო ფეხსაცმელი იმ იმედით, რომ გაიწელება.
  4. მიაქციეთ ყურადღება სასურველი წყვილის ამორტიზაციულ თვისებას.
  5. ზამშის ან ტყავის ქეჩა დაიცავს ტერფს კოჟრებისა და გაღიზიანებებისგან.
  6. თუ კლასიკური ფეხსაცმელები იპოვეთ, რომელიც თქვენს ტერფებზე იდეალურადაა, არ დაიზაროთ და ორი წყვილი იყიდეთ - ისინი რამდენიმე წელი გაგიძლებთ.
  7. შეარჩიეთ ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით. დიახ-დიახ, ადამიანების უმეტესობას ერთი ტერფი მეორეზე დიდი აქვთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.