დიახ, ახლა 50 - ახალი 40-ია! აქტიური თანამედროვე ქალი ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება სწორი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შერჩევის წყალობით. მთავარი პრინციპია კომფორტულობა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით თავის დატანჯვა ახალგაზრდებს დაუტოვეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც ზურგის გადაღლის გარეშე დიდხანს და დისკომფორტის გარეშე სიარულის უფლებას მოგცემთ.
"რჩევების" რედაქციამ თქვენთვის მისაღები 8 მოდური ფეხსაცმელი შეარჩია 2018 წლის ზაფხულისთვის.
მოდური საზაფხულო ფეხსაცმელი
1. თქვენ აუცილებლად მსუბუქი, კომფორტული ფეხსაცმელი გჭირდებათ, რომელიც ამავდროულად ზაფხულის ტრენდი იქნება? მაშინ ყურადღება ბალეტკებს და მოხდენილ სანდლებს დაუთმეთ. საინტერესო აქსესუარებთან და დახვეწილ ჩაცმულობასთან ერთად უბრალოდ შეუდარებელია.
2. რატომ უნდა ავირჩიოთ ძველმოდური "ბებიის" ფეხსაცმელი, როცა არსებობს კედები, ლოფერები და ესპადრელები? მათი შეხამება მარტივად შეგიძლიათ კაბებთან, ქვედა ბოლოებთან და შარვლებთან. შავი, მუქი ლურჯი და ყავისფერი - წაუგებელი ვარიანტებია, რომლებიც ყველაფერზე წავა.
3. თუ თქვენი სტილი უფრო კლასიკურს და დახვეწილს მოითხოვს, მაშინ თქვენ ოქსფორდი გამოგადგებათ. მამაკაცის სტილის ფეხსაცმელი ამ ზაფხულს აქტუალური იქნება და საქმიანი სტილს შესანიშნავად შეავსებს. ეს ფეხსაცმელი არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ მკაცრ კოსტიუმს და მსუბუქ შორტებს ერთნაირად ეხამება.
4. ღია ფეხსაცმელი თამამად აირჩიეთ - ფეხებს სუნთქვის საშუალება მიეცით. სანდლები და შლოპანცები მცირე ტანგეტკაზე ან პლატფორმაზე იდეალური ვარიანტი იქნება. დიზაინერების წყალობით ფართო, ოთხკუთხედი ქუსლი კვლავ მოდაშია. ის ვიზუალურად ფეხს აგრძელებს, ამასთან მოძრაობას ხელს არ უშლის.
5. ტუფლი და სანდალი შეგიძლიათ ბოტასებით ჩაანაცვლოთ. დაე, სპორტით არ იყოთ გატაცებული, მაგრამ ასეთი ფეხსაცმელი თანამედროვე აქტიური ქალის სტილს წარმატებულად ავსებს. ნეიტრალური ფერის კლასიკური მოდელი აირჩიეთ.
6. მოდური საზაფხულო ფეხსაცმელი - 2018 ნამდვილად მშვიდ ფერებს ასხივებს. თეთრ და კრემისფერ წყვილ ფეხსაცმელს ფართო სტილის შარვალი ან პლესებიანი კაბა მოუხდება.
7. პოდიუმზე ავანგარდულ მოდელებსაც ნახავთ, რომლებიც ტანვარჯიშის და ბალერინის ფეხსაცმელებს ძალიან ჰგავს. ორიგინალური ფორმის მიუხედავად ყველა შემთხვევისთვის შესაფერისია. ძნელია წარმოიდგინო ნივთი, რომელიც მათ არ მოუხდებათ.
8. სანდლები გლადიატორის მსგავსი თასმებით - ბოჰოს სტილის მოყვარულის შეუცვლელი ატრიბუტია. შლიაპებთან და მხარზე გადაკიდებულ ჩანთებთან ერთად რომანტიულ იმიჯს ქმნის. მთავარია, რომ არ გადააჭარბოთ: სანდალი შავი ტყავით ზედმეტად პროვოკაციული იქნება. თუ გსურთ ბერძნულ ქალღმერთს ჰგავდეთ და არა უხეშ პრინცესა მეომარს, კრემისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, მუქი ლურჯი და ბუნებრივი მასალა გამოიყენეთ.
წამყვანი დიზაინერების მოდური საზაფხულო ფეხსაცმელები თანამედროვე ქალებს ნებისმიერ ასაკში მოდურად ყოფნის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდებს და ზრდასრულ ქალებს შორის საზღვარი აღარ არსებობს. ასეთი დემოკრატიულობა ძალიან გვახარებს, არა?
ქუსლის არ არსებობს გასაოცარი კომბინაციების სპექტრი გაზარდა, ამასთან ქალები ნაკლებად სექსუალურები არ არიან. 50 წელი - ეს ის ასაკია, როცა არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცოთ, არამედ უნდა გამოიყურებოდეთ ისე, როგორც გსურთ.
როგორ მოგეწონათ მოდური ტენდენციები? თუ მაღალი ქუსლის ერთგული რჩებით? გვიამბეთ, რომელი მოდელები მოგეწონათ!