» » დამერწმუნეთ ეს ხრიკები ყველას შეგიყვარდებათ, 13 რჩევა ფეხსაცმელის მოვლასთან დაკავშირებით.

დამერწმუნეთ ეს ხრიკები ყველას შეგიყვარდებათ, 13 რჩევა ფეხსაცმელის მოვლასთან დაკავშირებით.

დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ 13 გასაოცარ რჩევას, რომლის დახმარებითაც თქვენი ფეხსაცმელი გაცილებით მყუდრო, კომფორტული და ლამაზი გახდება.

1. დაუბრუნეთ ფეხსაცმელს ბზინვარება
კბილის პასტა გამოდგება არა მხოლოდ კბილების, არამედ თქვენი ფეხსაცმლის გასათეთრებლადაც კი. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი, წაუსვით მას მცირეოდენი კბილის პასტა და შეუდექით ფეხსაცმლის წმენდას. 15 წუთის შემდეგ მოაშორეთ პასტა ფეხსაცმელს ტენიანი ქსოვილის გამოყენებით.

დამერწმუნეთ ეს ხრიკები ყველას შეგიყვარდებათ, 13 რჩევა ფეხსაცმელის მოვლასთან დაკავშირებით.

2. როგორ გავწმინდოთ ტყავის ფეხსაცმელი
ტყავის ფეხსაცმლის გასაპრიალებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა სამედიცინო სპირტი, რომლის შეძენასაც ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გჭირდებათ ეთანოლი და არა იზოპროპანოლი (ამის დადგენას შეძლებთ თითოეულ გამყიდველთან). ჩაალბეთ ბამბის დისკი სამედიცნიო სპირტში და მისი გამოყენებით გააპრიალეთ ტყავის ფეხსაცმლის დალაქავებული ზედაპირი.



3. უსიამოვნო სუნის გაქრობა
ღამით, დაძინების წინ ჩაყარეთ მცირეოდენი საკვები სოდა თქვენს ფეხსაცმელში, ხოლო დილით კარგად დაფერთხეთ ის. ამ ხრიკის წყალობით თქვენ სამუდამოდ დაივიყწებთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის შესახებ.



4. მანიკურის ჩხირი ზამშის ფეხსაცმლისთვის
რთული ლაქების მოშორება ზამშის ფეხსაცმლიდან მარტივადაა შესაძლებელი მანიკურის უბრალო ჩხირის გამოყენებით. მეტი ეფექტურობისთვის, თავდაპირველად შეეცადეთ ლაქისა და ჭუჭყის ფეხსაცმლიდან მოშორებას მშრალი უხეში ქსოვილის დახმარებით, ხოლო შემდეგ გამოიყენეთ მანიკურის ჩხირი.



5. ძმრის ხსნარი ფეხსაცმლისთვის
საკუთარი მჟავა თვისებების წყალობით ძმის ხსნარს შეუძლია ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოშორება. გახსენით 1/3 ჭიქა ძმარი 1 ლიტრ წყალში, მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ქსოვილი და შეახვიეთ მასში ფეხსაცმელი. რამდენიმე საათის შემდეგ გააპრიალეთ ის მშრალი ქსოვილის გამოყენებით. უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.



6. დაუბრუნეთ პირვანდელი ბზინვარება ლაკის ფეხსაცმელს
ამაში ვაზელინი დაგეხმარებათ. ლაკის ფეხსაცმლის დაკაწრულ ზედაპირს წაუსვით მცირეოდენი ვაზელინი და გააპრიალეთ რბილი ქსოვილის გამოყენებით. თქვენ ფეხსაცმელი ახალივით იბრწყინებს.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.