» » » 3-დღიანი სამხედრო დიეტა თქვენი ორგანიზმიდან ცხიმებს უსწრაფესად გამოიყვანს

3-დღიანი სამხედრო დიეტა თქვენი ორგანიზმიდან ცხიმებს უსწრაფესად გამოიყვანს

სამხედრო დიეტა მოკლევადიანი კვების გეგმაა, რომელიც ირწმუნება, რომ დროის ძალიან მოკლე პერიოდში თქვენ 5 კგ-მდე დაიკლებთ. უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ წონაში კლება ყველაზე მოთხოვნადი ხდება ახალი წლის დღეებში. თუ ამ სტატისტიკის ნაწილი ხართ, შეგიძლიათ ეს დიეტა სცადოთ, რათა ზედმეტი კილოგრამები ნაყინის ჭამით დაიკლოთ.

რჩევების რედაქცია გთავაზობთ 3-დღიანი სამხედრო დიეტის მენიუს.

რატომ სარგებლობს ეს დიეტა ასეთი პოპულარობით
3-დღიანი სამხედრო დიეტა თქვენი ორგანიზმიდან ცხიმებს უსწრაფესად გამოიყვანს

დიეტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წესი ისაა, რომ მხოლოდ 3 დღით გრძელდება და 5 კგ-მდე წონის დაკლებას გთავაზობთ. ამ შედეგის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ კვების გეგმას ზუსტად დაიცავთ. კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ დიეტის დაცვა ძალიან მარტივია, არ გჭირდებათ კალორიების თვლა და ძვირადღირებული დანამატების შეძენა. დიეტა მოითხოვს ინგრედიენტებს, რომლებსაც უახლოეს მარკეტში იყიდით.

დღე პირველი


  • საუზმე: 1 ფინჯანი ცხელი სასმელი(ყავა ან ჩაი), ერთი ნაჭერი გახუხული პური(უმჯობესია სრულმარცვლოვანი). 2 ს.კ. არაქისის კარაქი, ნახევარი გრეიფრუტი.
  • ლანჩი: 1 ფინჯანი ცხელი სასმელი(ყავა ან ჩაი), გახუხული პური და ნახევარი ფინჯანი თინუსი.
  • სადილი: 85 გ ნებისმიერი ხორცი(გამომცხვარი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული), 1 ფინჯანი მწვანე ლობიო, ნახევარი ბანანი, ერთი პატარა ვაშლი და 1 ფინჯანი ვანილის ნაყინი(ვგიჟდები ამ დიეტაზე).
დღე მეორე


  • საუზმე: 1 ნაჭერი გახუხული პური(სრულმარცვლოვანი), 1 კარგად მოხარშული კვერცხი, ნახევარი ბანანი.
  • ლანჩი: 1 კარგად მოხარშული კვერცხი, 5 ც მარილიანი კრეკერი, 1 ფინჯანი ხაჭო.
  • სადილი: 2 ც მოხარშული სოსისი მდოგვითა და კეჩუპით, ნახევარი ფინჯანი სტაფილო, 1 ფინჯანი ბროკოლი, ნახევარი ფინჯანი ბანანი, რომელსაც შეგიძლიათ 1/2 ფინჯანი ვანილის ნაყინი დააყოლოთ.
დღე მესამე


  • საუზმე: 5 მარილიანი კრეკერი კედრის ყველთან და პატარა ვაშლთან ერთად.
  • ლანჩი: 1 ნაჭერი გახუხული პური(სრულმარცვლოვანი), 1 კვერცხი.
  • სადილი: 1 ფინჯანი თინუსი და ნახევარი ბანანი მთელი ფინჯანი ვანილის ნაყინით.
ჩვენი რჩევები
თუ უკეთესი შედეგის მიღება გსურთ, დაიცავით დიეტა 3 დღით და იკვებეთ ნორმალურად 4 დღის მანძილზე. ნუ მიირთმევთ ჭარბად ამ 4 დღის მანძილზე, რათა ძველი წონა არ დაიბრუნოთ. გაიმეორეთ სამხედრო დიეტა რამდენიმე კვირის მანძილზე ზედიზედ და თქვენ მიაღწევთ სასურველ მიზანს. რეკომენდებულია ამ დიეტის დაცვა მთელი თვის მანძილზე.

გამოიმუშავეთ 1 ჭიქა წყლით დღის დაწყების ჩვევა. მიირთვით 2 ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ. წყალი შეგავსებთ, მადა შემსუბუქდება და უფრო დიდხანს იგრძნობთ თავს დანაყრებულად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.