6-7 დღით დიეტის დაცვა შესაძლებელია, ამ დროში კი 3-6 კგ-ს დაიკლებთ. უბრალოდ, არ გაიმეოროთ კვების ეს რეჟიმი წელიწადში რამდენჯერმე, რათა თავიდან აიცილოთ საჭმლის მონელების დარღვევები. აქ არ შეგხვდებათ ეგზოტიკური ან რთული კერძები. არ მოგიწევთ ქურასთან დგომა და მაღაზიებში სირბილი. ყველაფერი საჭირო ხელთ გაქვთ. მთავარია, გადაწყვიტოთ დიეტის დაცვა.
ესტონურ დიეტაში აკრძალული პროდუქტი
რაშია გახდომის არსი? ესაა მიღებული კალორიების შემცირება. ყოველდღიური მოცულობა არ აღწევს 1000 კალორიას. 1 კვირის განმავლობაში უარს ამბობთ კონსერვებზე, ალკოჰოლზე, შაქრისშემცველ პროდუქტზე, მარილზე.. ეს ეხება სხვადასხვა საზავებელს სალათებისთვის.
აკრძალული პროდუქტის სია მოიცავს გაზიან სასმელებს, მარგარინსა და სპრედს, კარაქსა და ზეთს. გახსოვდეთ, რომ ამ დიეტიდან არასწორი გამოსვლა დაკარგულ კილოგრამებს ძალიან სწრაფად დაგიბრუნებთ.
ესტონური დიეტა 6 დღეზე
- ორშაბათი: უშაქრო მწვანე ჩაი, 6 მაგრად მოხარშული და 6 მიღებად დაყოფილი კვერცხი;
- სამშაბათი: 0.5 კგ უცხიმო ხაჭო, დაყოფილი 5 მიღებად;
- ოთხშაბათი: 0.7 კგ ქათმის ფილე, დაყოფილი 5 ულუფად;
- ხუთშაბათი: 200 გ ყავისფერი ბრინჯი, დაყოფილი 5 ულუფად;
- პარასკევი: 6 კანიანად მოხარშული კარტოფილი, დაყოფილი 6 კვებად;
- შაბათი: მწვანე ვაშლები შეუზღუდავი ოდენობით.
- ორშაბათი: ხილი შეუზღუდავად (ბანანის გარდა), ბოსტნეულის სუპი;
- სამშაბათი: უმი და მოხარშული ბოსტნეული (პარკოსნების გარდა), ბოსტნეულის სუპი;
- ოთხშაბათი: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანის გარდა), ბოსტნეულის სუპი პარკოსნებისა და კარტოფილის გარეშე;
- ხუთშაბათი: 8 ჭიქა უცხიმო რძე, 5 ბანანი, ბოსტნეულის სუპი შეუზღუდავი ოდენობით;
- 6 პომიდორი, 350 გ მოხარშული საქონლის ხორცი, ბოსტნეულის სუპი შეუზღუდავად, 1 ლ უგაზო მინერალური სასმელი;
- შაბათი: ბოსტნეულის სუპი შეუზღუდავად, 350 გ მოხარშული საქონლის ხორცი;
- კვირა: ყავა და ჩაი შაქრის გარეშე, ხილის ახალდაწურული წვენები, მოხარშული ბრინჯი, ბოლქვები, ბოსტნეულის სუპი შეუზღუდავად.
ორი კვირის მანძილზე, დიეტის დასრულების შემდეგ, თქვენს მენიუს უნდა შეადგენდეს ხილი და ბოსტნეული, ხბოს, ქათმის და ინდაურის ხორცი, მომზადებული ორთქლზე, ზღვის თევზი (მოხარშული ან გამომცხვარი), უცხიმო რძის პროდუქტი, მოხარშული ფაფები კარაქის გარეშე.
ასეთი რაციონი მოგცემთ საშუალებას, გაამყაროთ შედეგი და აღკვეთოთ მოშორებული წონის უკან დაბრუნება! გახსოვდეთ, რომ აკრძალული პროდუქტის სია ამ დროისთვისაც ძალაში რჩება: არავითარი ტკბილი, მარილიანი და შებოლილი.