» » » სამდღიანი სამხედრო დიეტა: ერთ კვირაში 4.5 კგ ცხიმი გაქრება. კვების საიმედო გეგმა. 

სამდღიანი სამხედრო დიეტა: ერთ კვირაში 4.5 კგ ცხიმი გაქრება. კვების საიმედო გეგმა. 

დათბა! ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან მალე შორტების, ქვედაბოლოების, ჰაეროვანი კაბების და, რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმის ჩაცმას დაიწყებთ. კარგ ფორმაში სხეული ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით უფრო აქტუალური ხდება გახდომის საკითხი. ბევრისთვის ცნობილია მოდური დიეტები, მაგრამ ისინი საკმაოდ რადიკალურია. ხშირად კი ზედმეტი კილოგრამები ქრება, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რჩება. 



დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ სამხედრო დიეტაზე. ის ჯარის კვების სპეციალისტებმა შეიმუშავებს, რომ ჯარისკაცები ფორმაში სწრაფად მოეყვანათ. რაციონი ისეა შედგენილი, რომ სხეულში ზედმეტი ცხიმი იწვება და ჩქარდება მეტაბოლიზმი, რომ სწრაფად მივიღოთ სწორი ფორმები.



სამხედრო დიეტა

ეს პოპულარული დაბალკალორიული კვების გეგმა, რომლის დახმარებითაც საშუალოდ 0.5 კგ ცხიმს 3 დღეში დაიკლებთ, ამას დამატებული 2-3კგ ზედმეტი სითხე. დიეტის ვადა მიზნიდან გამომდინარე ითვლება. ამ დიეტის დროს ძვირადღირებული დანამატების და ორგანული პროდუქტების ყიდვა არ დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მაღაზიაში იპოვით. 

3 დღის შემდეგ, მომდევნო 4 დღე ჩვეულებრივ იკვებებით, შემდეგ კი ციკლი მეორდება, სანამ არ გახდება სასურველ ფორმებამდე. 


დღე 1-ელი. (1 4000 კალორია)

  1. საუზმე: 1 ჭიქა ცხელი ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე. ხორბლის პურის ნაჭერი მიწის თხილის კარაქით და ერთი გრეიფრუტი.



  2. სადილი: პურის ნაჭერი, 200 გრ ორთქლზე მომზადებული თინუსი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა ყავა ან ჩაი დალიოთ. 



  3. ვახშამი: 100-120 გრ ნებისმიერი მოხარშული ხორცი 200 გრ სატაცურთან ერთად. ასევე მიირთვით ვაშლი და ნახევარი ბანანი. ბონუსის სახით თავი გაანებივრეთ 150 გრ პლომბირით. 



დღე მე-2 (1 200 კალორია)
  1. საუზმე: ერთი ნაჭერი ხორბლის პური, 1 მოხარშული კვერცხი და მცირე ზომის ბანანი. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ცხელი სასმელი შაქრის გარეშე დალიოთ. 



  2. სადილი: უცხიმო ხაჭო, 6 კრეკერი, 1 მოხარშული კვერცხი. 



  3. ვახშამი: 2 ქათმის სოსისი, ორთქლზე მომზადებული ან შემწვარი რამდენიმე ბროკოლის ფოთოლი, 150 გრ ნაყინი, ვაშლი. 




დღე მე-3 (1 100 კალორია)
  1. საუზმე: 5-6 კრეკერი, ვაშლი, 2 ნაჭერი ჩედერი (ყველი). ჩაი ან ყავა თქვენი გემოვნებით. 



  2. სადილი: ტოსტი, შემწვარი კვერცხი. 



  3. ვახშამი: 200 გრ შემწვარი თუნისი, ნახევარი ბანანი, 150 გრ ნაყინი. 



მენიუ ისეა შედგენილი რომ მოშიებას ვერ ასწრებთ, ხოლო საკმარისი კალორიულობა კი მთელი დღე ენერგიით აგავსებს. საკვების მიღებებს შორის წახემსება ნებადართულია არაა, მაგრამ შეგიძლიათ დალიოთ იმდენი წყალი, რამდენიც გსურთ. დანარჩენი 4 დღე კვების ჩვეული რეჟიმი დაიცავით, მაგრამ სპეციალისტები გირჩევენ რომ დღეში 1500 კალორიაზე მეტი არ მიიღოთ. დიეტის დაცვის დროს, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში არ დაგავიწყდეთ.  

მშვენიერი დიეტა არის, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს ორგაზმისთვის სტრესის მინიჭების გარეშე გაშორებთ.  არ დაგავიწყდეთ, გაუზიარეთ მეგობრებს. 
დაარექდაქტირა: bacho-მა
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.