რჩევების რედაქციამ მოამზადა იმ ნატურალური საშუალებების სია, რომლებიც გააძლიერებს და გააუმჯობესებს თქვენს ფრჩხილებს.
- E ვიტამინი
E ვიტამინი აუმჯობესებს არამხოლოდ ფრჩხილის მიმდინარე მდგომარეობას, არამედ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსაც აღმოფხვრის(გარეგანად). ცნობილია, რომ მას შეუძლია მსხვრევადი და დაზიანებული ფრჩხილების აღდგენა და ნუნების მკურნალობა. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ფრჩხილის ზრდის პროცესს.
წაისვით კაფსულაში არსებული ზეთი პირდაპირ ფრჩხილებსა და ნუნებზე ყოველდღე, ძილის წინ. - ქოქოსის კარაქი
ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ფრჩხილებს თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენისგან. ქოქოსის ზეთს, ასევე, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს.
წაისვით თბილი ქოქოსის კარაქი ფრჩხილებსა და ნუნებზე და შეიზილეთ, სანამ არ შეიწოვს. - ვაშლის ძმარი
ეს არაჩვეულებრივი და იაფი საშუალებაა ფრჩხილების გასაძლიერებლად, ნუნების დასარბილებლად და ფრჩილის ზრდის პროცესის ასაჩქარებლად.
დაუმატეთ 1 ჩ.კ. ძმარი თბილი წყლით სავსე ჭიქას და ჩაალბეთ თითები რამდენიმე წუთით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. - ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო ინგრედიენტია. არ წაისვათ გაუზავებელი ზეთი - აუცილებლად გახსენით იგი სხვა სახის ცხიმში.
შეურიეთ 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი 1/2 ჩ.კ. ზეითუნის, ნუშის ან ქოქოსის ცხიმს, წაისვით ფრჩხილებსა და მათ ირგვლივ კანზე და დაიზილეთ რამდენიმე წუთით. - ლიმონის წვენი
ლიმონი C ვიტამინის მდიდარი წყაროა, რომელიც აჩქარებს კოლაგენის გამომუშავებას და აძლიერებს ფრჩხილებს. ლიმონის წვენი, ასევე, შეიცავს ალფა-ჰიდროქსიულ მჟავას, რომელიც აღიავებს ფრჩხილებს და კურნავს მიკრო-ბზარებს მათ ზედაპირზე.
დაწურეთ ნახევარი ლიმონი, შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს და ჩააწყვეთ თითები 5-10 წუთით. - ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი არაჩვეულებრივად ატენიანებს და უვლის ფრჩხილებს. იგი დიდი რაოდენობით Eვიტამინს შეიცავს, რომელიც აღადგენს ნებისმიერი სახის დაზიანებას ფრჩხილის ზედაპირზე და ასტიმულირებს მის ზრდას. შეგიძლიათ, ზეითუნის ზეტი დამატებით ინგრედიენტადაც გამოიყენოთ.
წაისვით თბილი ზეთი ფრჩხილებზე, დაიზილეთ 5-10 წუთის მანძილზე. - კვერცხის გული და თაფლი
კვერცხის გული დიდი რაოდენობით A ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც ძალიან ეფექტურია სუსტი, თხელი და მსხვრევადი ფრჩხილების აღსადგენად და ნუნების დასატენიანებლად. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დაუმატეთ მას თაფლი, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
შეურიეთ 1 გული 1/2 ჩ.კ. თბილ თაფლს, წაისვით ნაზავი ფრჩხილებსა და მათ ირგვლივ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით(მოგვიანებით ჩამოიბანეთ). - სელის თესლის ზეთი
სელის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს, რომელთა წყალობითაც იგი ეფექტურია ფრჩხილების ზრდის ასაჩაქარებლად.
წაისვით ზეთი ფრჩხილებზე უშუალოდ და დაიზილეთ რამდენიმე წუთის მანძილზე. - ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს A, B და E ვიტამინებს. იგი აღადგენს, ატენიანებს და აგლუვენს ფრჩხილებს, არბილებს კუტიკულებს.
წაისვით თბილი ზეთი ფრჩხილებსა და გარშემო კანზე, დაიმასაჟეთ 2-3 წუთის მანძილზე. ასევე, ნუშის ზეთი ძირითად ინგრედიენტადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. - ჟოჟობას ზეთი
წაისვით თბილი ზეთი ფრჩხილებსა და კანზე და დაიზილეთ 2-3 წუთით.