» » » წითლდება(ცხელდება) ყურები: საჭიროა ექიმი, ხალხური ცრურწმენები ამასთან არაფერ შუაშია!

წითლდება(ცხელდება) ყურები: საჭიროა ექიმი, ხალხური ცრურწმენები ამასთან არაფერ შუაშია!

როცა ყურის ნიჟარაში ჩნდება დისკომფორტი, სიცხის შეგრძნება, ჩვეულებრივ ამბობენ: ყურები მეწვის. თუ მარცხენა ყური ეწვით, ესე იგი, მასზე ჭორაობენ, თუ მარჯვენა - აქებენ. როგორ ახსნის ამ სიმპტომს თანამედროვე მედიცინა? სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ წითელი ყურები არც ჭორები, არც მისტიკა და არც ოტიტი, არამედ ექიმთან მისვლის სერიოზული მიზეზია.



რატომ გვეწვის ყური?
ყურის ნიჟარა, როგორც მთელი ჩვენი ორგანიზმი, სავსეა სისხლძარღვებით. ამიტომ, სისხლის ნებისმიერი მიდინება იწვევს სიწითლეს, იქნება ეს დატვირთვა, სტრესი თუ დაავადება.

დღეს რჩევების რედაქცია სამედიცინო ასპექტიდან მოგიყვებათ, თუ რატომ ეწვის ყური ადამიანს. გავერკვევით დეტალურად, თუ რა შედეგები მოაქვს ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ მდგომარეობას.

დასაწყისისთვის განვიხილოთ სიწითლის ფიზიოლოგიური მიზეზები, რომლებიც არაა დაკავშირებული დაავადებებთან.

ყურის გაწითლების მიზეზები
  1. ტვინის გაძლიერებული მუშაობა
    გონებრივი მუშაობის დროს, ჩვენს ტვინს მეტი ჟანგბადი ესაჭიროება. სხვა სიტყვებით - სისხლის დიდი მოცულობა. სისხლის ასეთი მიზღვავების დროს ადამიანი ყურებში სითბოს შეიგრძნობს.

  2. ნეგატიური ემოციები
    ნებისმიერი სტრესი, შიში, დარდი თუ სიბრაზე იწვევს გახშირებულ გულისცემას. გული იწყებს სისხლის მოკრებას, ყურები წითლდება და ჩნდება წვის შეგრძნება.


  3. შეშინება
    შეშინების დროს იზრდება ადრენალინის დონე. ორგანიზმი ამაზე არტერიული წნევის მომატებითა და კანის საფარველის გაწითლებით რეაგირებს.

  4. ამინდი
    ცხელ დღეებში ჩვენს სხეულში სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს. ამ სახით, ორგანიზმი ეგუება მომატებულ ტემპერატურას. ზოგიერთ ადამიანში მსგავს ადაპტაციას თან ახლავს სიწითლე. სხვა სიტყვებით, ადამიანს უბრალოდ სცხელა.


  5. ფიზიკური დატვირთვა
    ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და გაწითლება აურიდებელია.

  6. თავის აქსესუარები
    ძალიან ვიწრო კეპი ან ქუდი ჭიმავს სისხლძარღვებს. ყურის ნიჟარები ხურდება და წითლდება.

ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი მარტივად აღმოიფხვრება. საკმარისია გამაღიზიანებელი ფაქტორის მოშორება და სისხლის მიმოქცევა ნორმაში მოდის. თუმცა, რა ხდება, როცა ყურები ჩვეულებრივ პირობებში, გარემოსგან დამოუკიდებლად გეწვით? მიზეზები, შესაძლოა, შემდეგ დაავადებებში იყოს:

  1. ჰორმონალური დისბალანსი
    ყურის ნიჟარის ხანგრძლივი სიწითლე ზოგად მდგომარეობაში, შესაძლოა, ჰორმონალურ დარღვევებზე ან ინერტული დაავადების სიმპტომი იყოს. ეს ნიშანი განსაკუთრებით საშიშია 45 წლის შემდეგ.


  2. ინფექცია
    ყურები გვეწვის სხვადასხვა ანთებითი პროცესის დროსაც. განარჩებენ გარეთა, შიდა და შუა ყურის ანთებებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადებას ყოველთვის არ ახლავს მაღალი ტემპერატურა. თუმცა, იშვიათი არაა, როცა სიწითლეს ახლავს ქავილი, გამონადენი და სმენის უმნიშვნელო დაქვეითებაც კი. ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

  3. ჰიპერტონია
    მომატებული არტერიული წნევა - ყველაზე გავრცელებული მიზეზია ყურის წვისა. ამასთან, სიწითლის გარდა, ჩნდება მწვავე თავის ტკივილები კეფის არეში. თუ ამ სიმპტომებს რეგულარულად გრძნობთ, დაიწყეთ დიაგნოსტიკა წნევის რეგულარული გაზომვით. თუ იგი მომატებულია, სამედიცინო გამოკვლევა აუცილებელია.


  4. გაყინვა
    უნდა იცოდეთ, რომ ყურების ტემპერატურა სხეულის ტემპერატურასთან შედარებით დაბალია. სიცივეში ისინი პირველ რიგში იყინება. ყურის ნიჟარის დაბალი მგრძნობელობის გამო, ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ ყურები ეყინებათ. ამის მკურნალობა აუცილებელია, რათა არ დაუშვათ მომდევნო გართულებები. ცივ ამინდში ქუდი აუცილებლად დაიხურეთ!

  5. ვეგეტოსისხლძარღვული დისტონია (ვსდ)
    ეს სინდრომი მოიცავს სიმპტომების მთელ კომპლექსს, რომლებიც ახასიათებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციას. თვითონ ვსდ დაავადება არაა. ეს ენდოკრინული, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, გულის უკმარისობის, სტრესისა და ფსიქიკური დარღვევების ერთ-ერთი სიმპტომია.


  6. ალერგია
    ზოგიერთ ადამიანში ყურები პირველი რეაგირებენ გავრცელებულ ალერგენებზე: მწერის ნაკბენზე, ცხარე საკვებზე, ალკოჰოლზე, პრეპარატებზე, მტვერზე, ბეწვზე თუ ბუმბულზე.

  7. ინსულტი
    აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს სისხლის მძლავრი მიზღვავება ტვინისკენ. რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები მომატებული არტერიული წნევით და ისინი, რომლებიც მუდმივად დატვირთულ მდგომარეობაში და სტრესში არიან.


  8. ტრავმა
    ყურები, შესაძლოა, გაწითლდეს და გახურდეს ტრავმირების შედეგადაც. სიწითლის დონე დამოკიდებულია ტრავმის ფაქტორებსა და შიდა დაზიანებების არსებობაზე. ყველაზე ხშირი ტრავმატული დაზიანებებია: დარტყმა, გაჭრა, ჰემატომა.

  9. სმენის ორგანოების ტოქსიკური დაზიანება
    ხანდახან, ყურის ნიჟარის სიწითლე დაკავშირებულია ორგანიზმში ჩარჩენილი შხამოვანი ნივთიერების ხანგრძლივ მოქმედებასთანაც. ეს დაკავშირებულია სმენის ორგანოებზე მედიკამენტების ტოქსიკურ ზეგავლენასთანაც. ამ შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივი ზომების მიღება და ორგანიზმის გაწმენდა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.