» » » ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ადვილად ამოგშლიან ცხოვრებიდან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ადვილად ამოგშლიან ცხოვრებიდან

წლების მატებასთან ერთად უფრო ჭკვიანები ვხვდებით და ჩვენ გარშემო ადამიანებთან ურთიერთობის გადახედვას ვიწყებთ. ზოგჯერ იქმნება ისეთი სიტუაცია, როცა საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტა აუცილებელია. და ეს თქვენი გათვიცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა იყოს!

თუ ადამიანმა ტკივილი მოგაყენათ, არ გაძლევთ განვითარების საშუალებას ან უტაქტო ქცევა ახასიათებს, გონივრული იქნება თუ თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წაშლით. თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არაა. ასეთი გაბედული ქცევა ყველას არ გამოსდის, რაც მათი ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლებით აიხსნება. 

ზოგი ამას "ნულოვანი" სინანულით აკეთებს, ზოგი კი ცოტათი მერყეობს, რადგან ძველი კავშირები მათთვის თავის მხრივ ძვირფასია, სხვას კი უბრალოდ ამ ნაბიჯის გადადგმის ეშინია. ვინმესთან დაშორება ყოველთვის გულქვაობის, სიმკაცრის და სქელკანიანობის მიმანიშნებელი არაა. ეს უბრალოდ ნიშნავს, უბრალოდ არ გჭირდებათ თქვენ ცხოვრებაში შხამიანი ადამიანი, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ქაოსი მოაქვს. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს 5 ნიშანს აქვს უნარი ამოშალოს ადამიანი ცხოვრებიდან ყოველგვარი სინანულის გარეშე. 
  1. ვერძი
    ვერძი თავის ცხოვრებაში უსარგებლო და ზედმეტს არაფერს აკავებს. თუ გული ატკინეთ, ან უარესი უღალატეთ, ვერძისთვის ფაქტიურად მკვდარი ხართ. ზოდიაქოს ეს ნიშანი დროსაც არ დაკარგავს რომ გაარკვიოს მიზეზი, ან იფიქროს კიდევ ერთი შანსის მოცემაზე. პირველივე უხეში შეცდომის შემდეგ, ვერძი სამუდამოდ შეწყვეტს თქვენთან ურთიერთობას. ეს მისთვის უკეთესიცაა. 

  2. კურო
    ვერძისგან განსხვავებით კურო დროს და ყურადღებას დაუთმობს მისაღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განვითარდება თქვენი მეგობრობა და ურთიერთობა. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილება თქვენ წინააღმდეგ იქნებ მიღებული, კურო მერყეობას არ დაიწყებს და ამას მარტივად გააკეთებს. თქვენ უბრალოდ გაქრებით მისი ჰორიზონტიდან და ყველა სოციალურ ქსელში მეგობრობის სიიდან წაგშლით, უკან დაბრუნების შანსის გარეშე. 

  3. ლომი
    ლომი მიდრეკილია საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანების ამოშლით და არა იმიტომ რომ ვინმემ აწყენინა, არამედ მარტო ყოფნა ურჩევნია. ამასთან ლომს არ სურს თავისი გადაწყვეტილებით ვინმეს გული ატკინოს. ამ ნიშანს უყვარს ყველგან პირველობა, ამიტომ მწვერვალისკენ წარმატებით მიცოცავს. ამ მწვერვალის გამო ვინმეს მოშორება თუ დაჭირდა, გადაწყვეტილებაზე ბევრს არ იფიქრებს. 

  4. მორიელი 
    მეგობრობის საკითხთან დაკავშირებით მორიელს შერჩევა ახასიათებს და მას ბევრი მეგობარი არ ჰყავს. უპირატესობას მეგობრების მცირე წრეს ანიჭებს, რომელთა ნდობაც შეიძლება. ასე რომ, თუ მორიელმა თავისი ცხოვრებიდან ამოგშალათ ნამდვილად რაღაც ცუდი გაუკეთეთ. როცა ეს მოხდება, მორიელი არ მოერიდება და ასეც მოიქცევა, თუმცა მსგავსი სიტუაციები მას არ უყვარს და შეეცდება თავი აარიდოს. 

  5. მერწყული
    მერწყული - კომუნიკაბელური, მაგრამ თავისებური ხასიათის ნიშანია და ხშირად მეგობრულ ურთიერთობები მისთვის მოსაბეზრებელი ხდება. ის ძალიან სწრაფად შეეცდება მოიშოროს ადამიანები, რომლებიც მის იდეებს არ იზიარებენ, სერიოზულად არ აღიქვამენ და ახირებულ ადამიანად მიიჩნევენ. არა მერწყული უხეში არაა. ეს ნიშანი უბრალოდ აზრს ვერ ხედავს გვერდით ჰყავდეს ადამიანი მეგობრის სახით, თუ ვერ გრძნობს რომ მას ნამდვილად უგებენ. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.