» » » გახდომის ერთადერთი გზა მათთვის, ვისაც ცხიმის დასაწველად ვერცერთი დიეტა დაეხმარა

გახდომის ერთადერთი გზა მათთვის, ვისაც ცხიმის დასაწველად ვერცერთი დიეტა დაეხმარა

გახდომის ბევრი საშუალება არსებობს, რომლებიც დაფუძნებული არის დიეტაზე, სპორტზე, შიმშილობაზე, სპეციალური ვიტამინებზე... თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ თქვენ სწორი კვების ყველა წესს იცავთ, დადიხართ სავარჯიშო დარბაზში, მავნე ჩვევებზე უარს ამბობთ, ენდოკრინოლოგთან დადიხართ, ხოლო ზედმეტი კილოგრამები წასვლას არ ჩქარობენ. და თქვენ ალბათ გაგიევლათ ფიქრმა, რომ ყველა დიეტოლოგი, ტრენერი და გახდომის სფეროში სხვა სპეციალისტი უბრალოდ შარლატანი. 

სინამდვილეში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არსებობს, რომელსაც გახდომის მსურველთა 90% ხელიდან უშვებს. ეს არაა საკვების რაოდენობა, გენეტიკა ან ჰორმონი. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რა უნდა აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მოხდენილი ფიგურა გქონდეთ.

როგორ დავიკლოთ ეფექტურად დიეტის გარეშე

ნამდვილი ფიზიკური შიმშილობა თანამედროვე ადამიანმა პრაქტიკულად არ იცის. შიმშილის გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით - ეს ჩვენი ენერგეტიკული გარსის მოთხოვნაა. ჩვენ შეიძლება მთელი დღე ერთ ადგილას დამჯდარმა გავატაროთ, რაღაც საქმეს ვაკეთებდეთ ისე, რომ ფიზიკური ენერგია არ დავხარჯოთ, მაგრამ სადილობის დროს ჭამა მოგვინდეს. შესაძლოა, თქვენ შეამჩნიეთ რომ თქვენი წონა უფრო სტაბილურია და ჭამა არ გინდებათ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. მაგ., ბევრი ქალი იკლებს მათ ცხოვრებაში მამაკაცის, სიყვარულის, რომანტიკის გამოჩენის შემდეგ. 



საქმე ენერგეტიკაშია. თითოეულ პროდუქტს და გემოს თავის ენერგეტიკა აქვს. ამის შესახებ აიურვედა კარგად საუბრობს. ტკბილი გემო ამშვიდებს, მარილიანი - კონცენტრირების საშუალებას იძლევა, მწარე - ააქტიურებს, ცხარე - გამძლეობის და მოთმინების საშუალებას იძლევა. ზოგიერთ პროდუქტს ქალური და ნაზი ენერგეტიკა აქვს. ადამიანსაც აქვს ენერგეტიკა, რომელიც ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ. 



საკვების მკაცრი შეზღუდვები წონის მხოლოდ დროებით დაკლების საშუალებას იძლევა. ემოციურ ფონზე ამოწურული სხეულში გროვდება ენერგეტიკული შიმშილი, რომელიც ერთ დღეს ფეთქდება. თუ თქვენ ჭამა გსურთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც ემოციური მდგომარეობა არ გყოფნით. ანუ თქვენ გარკვეული ენერგიის უკმარისობა გაქვთ.

საკვების გადამუშავებით მას ენერგიასთან ვაერთებთ, ის თავისი ვიბრაციებით გვავსებს და ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა იცვლება. სწორედ ამიტომ ჩვენ სტრესის დროს ტკბილეულს ვჭამთ. 



გახდომის ფსიქოლოგია ამბობს: როცა თქვენ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან, თქვენი გემოს ჩვევები იცვლება და პრაქტიკულად მავნე საკვები არ გიზიდავთ. როცა თქვენ შიშს გრძნობთ ან აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ, თქვენი ორგანიზმი იმწამსვე უფრო მძიმე საკვებს მოითხოვს. მორწმუნე ადამიანები მთელი დღე ერთ მუჭა ბრინჯზე არიან, რადგან ისინი ღმერთთან ურთიერთობით პოზიტიურ ემოციებს ღებულობენ. 



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: უაზროდ არ დაიკლოთ. მაგ., გახდომის საშუალებით შეიძლება დაალაგო პირადი ცხოვრება, შეიყვარო საკუთარი თავი, ამა თუ იმ სამსახურში მოეწყოთ. კარგმა ფიგურამ ბედნიერება უნდა მოგიტანოთ. კონცენტრირება თქვენ სურვილებსა და არა კვებაზე გააკეთეთ. 

გახდომისთვის თქვენ 21 დღე დაგჭირდებათ. ამ დროის განმავლობაში თქვენ საკუთარი თავისთვის რაღაც სასიამოვნო უნდა გააკეთოთ, რომელიც თქვენს ფიგურას ხაზს გაუსვამს, უნდა იმხიარულოთ, სასიამოვნო ადამიანებთან იურთიერთოთ. და თქვენ დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი კვება და ფორმა. საერთო ჯამში, იცხოვრე ისე, თითქოსდა უკვე სასურველი სხეული გაქვთ. 



შეეცადეთ წარსულის წყენა დაივიწყოთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, რომ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოთ. მამაკაცზე, ბავშვებსა და ახლობლებზე არ ჩაიციკლოთ. ყოველდღე საკუთარი თავისთვის დრო გამოყავით (გაისეირნეთ, დაფიქრდით). ყოველთვის გქონდეთ პატარა ოცნება, რომელიც თქვენ შთაგაგონებთ. 


თქვენს ცხოვრებაში მხიარულებისთვის ადგილი გამოყავით და გახდომის პროცესი დაჩქარდება. გვიამბეთ, გვეთანხმებით თუ არა, რომ ემოცია ჩვენს სხეულზე გავლენას ახდენს? ასევე ეს საინტერესო სტატია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.