» » » რა მოსდის ჩვენს სხეულსა და ტვინს ზედმეტი წონის დაკლების შემთხვევაში

რა მოსდის ჩვენს სხეულსა და ტვინს ზედმეტი წონის დაკლების შემთხვევაში

ყოველ დაკლებულ 5 კგ-ში 4 კგ-ს გამოისუნთქვათ, დანარჩენი კი გამოდის ოფლით, ცრემლებით, შარდითა და სხვა სითხეებით თქვენი სხეულიდან. თუმცა, წონაში კლება არ ნიშნავს მხოლოდ ღიპისა და დიდი ბარძაყების დაპატარავებას, რადგან ამ პროცესში თქვენი მთელი სხეული განიცდის ცვლილებებს და ზოგჯერ, შესაძლოა, მოულოდნელი შედეგებიც მიიღოთ.

  1. ენერგიის დონე იმატებს
    პირველი, რასაც წონის დაკლებისას გრძნობთ, ესაა ენერგიის მომატება. ამის მიზეზი ძალიან მარტივია - რაც უფრო ნაკლებ წონას ატარებთ, მით უფრო მეტ ენერგიას ინახავთ მნიშვნელოვან რამეებზე დასახარჯავად. გარდა ამისა, წონაში კლება აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას, ამიტომაც აღარ ქოშინებთ კიბეებზე ასვლისას ან სირბილის დროს.

  2. მეხსიერება უმჯობესდება


    ტვინი კიდევ ერთი ორგანოა, რომელიც სარგებელს იღებს ჭარბი წონის დაკლებით. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა კიდევაც, რომ ჭარბი ცხიმების მოცილება აუმჯობესებს კოფნიტურ შესაძლებლობებს, დაკავშირებულს დაგეგვასთან, სტრატეგიის შემუშავებასა და ორგანიზებასთან. წონაში კლების შემდეგ, თქვენი ტვინი უფრო აქტიური ხდება ახალი მოგონებების შემონახვაში და უფრო ნაკლებ რესურსს მოიხმარს საჭირო ინფორმაციის აღსადგენად.

  3. კანი იწმინდება


    წონაში კლების პროცესს კიდევ ერთი ბონუსი მოჰყვება - თავს არამხოლოდ გრძნობთ ჯანმრთელად, არამედ ასე გამოიყურებით კიდევაც. ზოგიერთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების წესის დევნა და ჭარბი წონის დაკლება, იღებს შესამჩნევ გაუმჯობესებებს გარეგნობაში. მათი კანი იწმინდება, აღარ იქერცლება, თმა სქელდება და ფრჩხილებიც უფრო ძლიერია.

  4. მუხლები აღარ გტკივათ


    1 კგ-ს დაკლებით, თქვენი მუხლის სახსარზე 4-კილოგრამიანი ზეწოლა იხსნება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად მადლიერი იქნებიან თქვენი მუხლები, თუ მათ ამ ზეწოლისგან გაათავისუფლებთ. დამატებით, წონაში კლება, მითუმეტეს თუ ეს ვისცერალური ცხიმის ხარჯზე ხდება, ამცირებს ართრიტისა და სახსრების სხვა დაავადებების სიმპტომებს.

  5. ალერგია სუსტდება


    ჭარბი წონა აქვეითებს რესპირატორული სისტემის ფუნქციონირებას და, თუ ხშირად გაწუხებთ სეზონური ალერგიები, ეს მდგომარეობა მხოლოდ აუარესებს სიმპტომებს. თუმცა, როგორც კი გახდებით, ალერგიის სიმპტომები სულ უფრო მცირდება, რადგან თქვენი სასუნთქი არხები იწმინდება. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ აღარ დაგჭირდეთ ინჰალატორი და სეზონური მედიკამენტები.

  6. ფეხის ზომა მცირდება
    როცა ჭარბ წონას იშორებთ, ცხიმი მთელი სხეულიდან ქრება, რაც მოიცავს თქვენს ტერფებსაც. ნუ იღელვებთ, თუ თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი გაგიდიდდათ - უნდა გიხაროდეთ, რომ ახლა უფრო მარტივად ჩაიცვამთ ჩექმებს და შეიკრავთ ელვას. არ დაგავიწყდეთ ბეჭდების ზომის შეცვლაც - გახდომისას თითებიც წვრილდება.

  7. ხდებით უფრო მგრძნობიარე დაბალი ტემპერატურის მიმართ
    წონაში კლებასთან ერთად, პირდაპირი მნიშვნელობით კარგავთ გასათბობ ცხიმებს, რომლებიც საბნის მოვალეობას ასრულებდა სხეულში და ათბობდა ორგანიზმს. ამ დამატებითი ფენის გარეშე, სხეული უფრო მგრძნობიარე ხდება ჰაერის ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით, ცივ ამინდებში.
    კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გცივათ უფრო ხშირად - თქვენი მეტაბოლიზმის ინტენსიობა იკლებს. სხეული ცდილობს, გამოყოს მაქსიმალურად ბევრი ენერგია, თუმცა, მას აღარ აქვს ჭარბი კალორიები დასაწვავად. მზად იყავით სვიტრებისა და თბილად ჩაცმისთვის, როცა გახდებით.

  8. მენსტრუალური ციკლი იცვლება


    თქვენი ჰორმონალური დონე მჭიდროდაა დაკავშირებული თქვენი სხეულის წონასთან. როცა წონაში იმატებთ ან იკლებთ, ენდოკრინული სისტემა განიცდის კონკრეტულ ცვლილებებს. ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონეების მომატება და დაცემა იწვევს მენსტრუალურ დისბალანსს, უფრო ხშირ ან იშვიათ დენას და ციკლის შემოკლებას ან გახანგრძლივებას.

  9. თავის ტკივილები ნაკლებად გაწუხებთ
    მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა პირდაპირ კავშირში არაა თავის ტკივილებთან, იგი ზრდის შაკიკის რისკს 50%-ით. მიმდინარე თეორია, რომელსაც ჯანმრთელობის ექსპერტები უჭერენ მხარს, გვთავაზობს, რომ ცხიმის უჯრედები ზრდის ანთებითი პროცესების რაოდენობას თქვენს სხეულში. რიგ შემთხვევებში, ანთება იწვევს შაკიკს. სწორედ ამიტომ, ჭარბი წონის მოცილება შეამცირებს თავის ტკივილის სიხშირესა და ინტენსიობას.

  10. მადა იმატებს


    როცა წონაში იკლებთ, მცირდება დონე ლეპტინისა - ჰორმონისა, რომელსაც ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებს ტვინთან დანაყრების შესახებ სიგნალის მისაწოდებლად. როცა სხეული ცდილობს, ლეპტინის დონის საჭირო ნორმაში მოქცევას, ხდება მადის გაძლიერება და ცხიმიანი საკვებისკენ მიდრეკილება. ნუ დანებდეთ - ეს ჟინები გაქრება, როგორც კი სხეული ახალ წესს შეეგუება.

  11. უფრო იშვიათად ამთქნარებთ
    კვლევების მიხედვით, სხეულის მასის 5%-ის დაკლება დაგეხმარებათ ძილის ხარისხისა და ხანგრძლივობის გაზრდაში. როგორც ჩანს, ყველაზე მცირე წონაში კლებაც კი ამცირებს წონას კისრის ირგვლივ, რაც, რეალურად, აქამდე ხელს უწყობდა ძილის აპნოესა და მთქნარებას.
    მაშინ, როცა ღამით არაფერი შეგაწუხებთ და გაგაღვიძებთ, ძილის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და წონასაც გაცილებით უფრო სწრაფად მოიშორებთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.