კვებისა და დიეტოლოგიის ამერიკული აკადემიის მიხედვით, დაშვებულია მარილის 1.5-2.3 მგ დოზით მიღება, რაც, დაახლოებით, 1 ჩ.კ.-ს უდრის.
არსებობს უამრავი სახის მარილი. განსხვავება მარილის საკვებ სახეობებს შორის არის მათი გემო, მიღების მეთოდი, მათი გამოყენების მიზნები.
რჩევების რედაქციამ მოაგროვა ინფორმაცია მარილის რამდენიმე სახეობის შესახებ და წარმოგიდგენთ მათ სასარგებლო თვისებებს.
მარილს მხოლოდ კულინარიაში როდი გამოიყენებენ - იგი, ასევე, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზეც. მარილის თვისებებისა და ეფექტის ცოდნით, თქვენ შეგიძლიათ თქვენს რაციონს მოარგოთ მისი ესა თუ ის სახეობა და ჩაანაცვლოთ ერთი ტიპი მეორეთი.
- ზღვის მარილი
ზღვის მარილის მოხმარება იცავს თქვენს კანს და აუმჯობესებს კბილების ჯანმრთელობას, ძილის ხარისხსა და ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს. ისეთი მინერალები, როგორებიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბრომიდი, ქლორიდი, რკინა, სპილენძი და თუთია, სხვა სასარგებლო ელემენტებს შორის, თქვენს ორგანიზმს ზღვის ბუნებრივი რესურსებით აავსებს. - ზღვის ნაცრისფერი მარილი
მარილის ეს სახეობა შეიცავს მინერალების მთელ კონას. თერაპევტული ეფექტის გარდა, იგი გააუმჯობესებს თქვენს რესპირატორულ სისტემას და დაარეგულირებს გულისცემას. რაც მთავარია, თქვენ შეინარჩუნებთ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ ამ მარილის მოხმარებით. - ჰავაური წითელი მარილი
ჰავაური წითელი მარილი 80-მდე მინერალს შეიცავს. ესაა არარაფინირებული ზღვის მარილისა და რკინის ოქსიდით მდიდარი ვულკანური თიხის ნაზავი. სწორედ ეს თიხა იძლევა მარილის მოწითალო ფერს. მოაყარეთ კერძს ერთი მწიკვი ასეთი მარილი და იგი გააჯანსაღებს თქვენს ფილტვებს, დაიცავს იმუნურ სისტემას, მოგანიჭებთ ენერგიასა და კონცენტრაციის უნარს. - ჰიმალაური ვარდისფერი მარილი
სუპერსაკვებად მიჩნეული ჰიმალაური ვარდისფერი მარილი მდიდარია მინერალებით - 80-ზე მეტი ბუნებრივი მინერალი, რომელიც არეგულირებს pH ბალანსს თქვენს ორგანიზმში. იგი ადუნებს კუნთებს, ხელს უშლის სისხლის წნევის მომატებას და ამცირებს ინფექციების რისკს. - სუფრის მარილი
თქვენ რომელ მარილს ანიჭებთ უპირატესობას?