» » » მარილი ტენს იზიდავს და ამით კანს ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება

მარილი ტენს იზიდავს და ამით კანს ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება

კანის მოვლის ნაწარმში გამოყენებისას მარილი წმენდს, ატენიანებს და ამშვიდებს კანს. შეიძინეთ ისეთი მარილი, რომელსაც მინარევები (მაგ: იოდი ან შეწებების საწინააღმდეგო ქიმიკატები) არ აქვს. კოსმეტიკურ ნაწარმში მარილი გამოიყენება როგორც შემასქელებელი, ელუმლგატორი და კონსერვანტი.

მკვდარი ზღვის მარილი

მკვდარი ზღვის მარილში უხვადაა კანისთვის სასარგებლო მინერალები, რაც კარგია ეგზემისა და ფსორიაზისთვის.

ზღვის მარილის კრისტალები

მიიღება ზღვის წყლის აორთქლების შედეგად. კრისტალები აამებს და აჯანსაღებს კანს.

ინგლისური მარილი

მდიდარია მაგნიუმის სულფატით და იდეალურია კუნთების ტკივილის მოსახსნელად.

მისი სასარგებლო თვისებები ასეთია:

ამშვიდებს კანს.
მარილი ტენს იზიდავს და ამით კანს ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.

აღადგენს და იცავს კანს.
მინერალური მარილი, როგორიცაა მკვდარი ზღვისა, უხვად შეიცავს მაგნიუმსა და კალციუმს, აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას და აუმჯობესებს დატენიანების დონეს. ასევე, აბალანსებს ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს.

ორგანიზმის გამწმენდი.
მარილიან წყალს კანიდან შხამები გამოაქვს და აუმჯობესებს მის იერს.

ჯანსაღი კბილები და ღრძილები.
მტკივნეული ან სისხლმდენი ღრძილების სამკურნალოდ პირის ღრუში თბილი წყლისა და მარილის ხსნარი გამოივლეთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.