მადის მომატება და გაძლიერებული წყურვილი, წონაში მომატება, შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა, ორგანიზმში მარილების დაგროვება.
მუდმივად მარილიანი საკვების ხმარებამ შეიძლება ჰიპერტონია გამოიწვიოს.
ნატრიუმის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის სისხლის უჯრედებში გროვება წყალი, ამის გამო უჯრედები მატულობს მოცულობაში და იწყებენ სისხლძარღვებზე ზეწოლას.
ქსოვილების კვება რომ არ დაირღვეს, გულს უწევს ინტენსიური მუშაობა.
რეგულარული "გადამლაშება" წარმოშობს პათოლოგიურ ჰიპერტონულ ჯაჭვს: ჭარბი მარილი >სითხის დაგროვება < წნევის მომატება და თირკმელების გაძლიერებული მუშაობა სითხის გამოყოფის მიზნით> დატვირთვა სისხლძარღვებზე, გულზე და თირკმელებზე, რაც ბოლოს იწვევს მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მარილი მართლაც წარმოადგენს "თეთრ სიკვდილს", როგორც ამას ცნობილი ნატუროპათი ბრეგი უწოდებდა? როგორც ჩანს ბრეგი ცუდად ერკვეოდა წყალ-მარილოვანი ბალანსის ფიზიოლოგიაში.
ჩვენი სხეული 70% შედგება წყლისგან, სწორედ მარილი არეგულირებს ამ წონასწორობას, ინარჩუნებს ორგანიზმში შინაგანი გარემოს მუდმივობას. ამიტომ მარილის უკმარისობა ან მისი სრული გამორიცხვა რაციონიდან, შეიძლება გახდეს ყველაზე მძიმე შედეგის მიზეზი. ამრიგად, მარილი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებას.
მარილი დღიური ნორმა შეადგენს 5-6 გრ-ს (1/2 ჩ/კ ოდნავ ნაკლებს), პროდუქტებში არსებულ მარილთან ერთად - ჯამში 10 გრ. ამაზე მეტის მოხმარება არაა რეკომენდებული.
გამონაკლისია ის ადამიანები, რომლებიც ინტენსიურად არიან დაკავებული სპორტით (ისინი ოფთლან ერთად კარგავენ მარილებს).
მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, იმათთვის ვისაც პრობლემები აქვს თირკმელების მხრივ და აქვთ ჭაბი წონა.
კარგი ალტერნატივაა ზღვის მარილი, იოდიზირებული მარილი (რომელიც ემატება უკვე მომზადებული კერძს).